მოკლედ მეგობრებო... მთხოვეს კიდეც და ისედაც მოგიყვებით))
კარანტინიდან მოგესალმებით
4 მარტს... ჭადრაკის ტურნირზე მომიწია გაფრენა პორტუგალიაში, 1 თვით ადრე მქონდა დაგეგმილი და მართლა ძალიან დიდი სურვილი მქონდა (თორე ბევრნაირად შემეშალა ხელი და მაინც წავედი). რა თქმა უნდა ბევრი მეუბნებოდა არ გარისკო არ წახვიდეო... თუმცა რატომღაც ჩავთვალე, რომ მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი პანიკა იყო და წავედი.
წავედი იტალიის გავლით. მილანის აეროპორტში ვიყავი 7 საათი. დედაჩემი ექიმია და ძაან პანიკიორი ექიმი .. პირბადიდან დაწყებული ერთჯერადი ხელთათამნით დამთავრებული ყველაფრით ვიყავი აღჭურვილი ეს 7 საათი)) არაფერს არ გავკარებივარ და თუ გავეკარე სპირტიანი სალფეთქით გავიწმინდე... მოკლედ ძალიან ფრთხილად ვიყავი მართლა.
ჩავედი პორტუგალიაში ... დავიწყეთ ტურნირი და მესამე დღეს გავცივდი (სიცივეში მომიწია ჭადრაკის თამაში). იმავე დღეს სადღაც სოფელში წაგვიყვანეს ორგანიზატორებმა.. პატივი უნდა გცეთო და მთაში წაგვიყვანეს.. ისეთი ნესტი იყო ლამის სველ ლოგინში მეძინა... ბოლო დღეს კიდე პორტოს დათვალიერების დროს გაგვიწვიმდა))) მოკლედ გამოფრენის დროს მინიმუმ 39 სიცხით ვიჯექი პორტოს აეროპორტში და ვკანკალებდი ... ვკანკალებდი იმ პონტშიც რო მციოდა და იმ პონტშიც რო მეთქი არ დამტოვონ ამ 9 მთას იქეთ...
შეგიძლიათ იამაყოთ! საქართველო ერთადერთი ევროპული ქვეყანა იყო სადაც შემამოწმეს (ნუ იტალიაშიც)... დამიჯერეთ აი ძააააალიან შორს ვართ ყველა კუთხით .. იმდენად მშვიდად არიან ძალიან მალე წესით მაგრად უნდა დაერხეთ. პორტოში რო დავსეირნობდით, მარტო მე და ჩემს მეგობარს გვეკეთა პირბადე და იმენა იდიოტებად გვიყურებდნენ... გეგონება ჩვენ გვჭირდა :დ
მოკლედ ვენიდან ჩამოვფრინდი... უკვე ვახველებდი კიდეც, სიცხეც მქონდა... მაცემინებდა... მთელი სხეული მტკიოდა... მოკლედ ნახევარი ადამიანი ჩამოვედი)) რა თქმა უნდა სიცხეც ამომიგდო .. მილანში რო ვიყავი ეგაც მოვყევი და მთლიანი ისტორიაც რა თქმა უნდა.... ნუ დამიჯერეს მაგრამ უნდა გადავამოწმოთო და ქუთაისის ინფექციურში გამაქანეს)
ექიმებზე ბევრ კარგს ამბობენ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ... უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ რა დონეზე უნდა იამაყოთ ექიმებით!!! ფეხზე ვერ დადიოდნენ თვალებს ვერ ახელდნენ ისეთი დაღლილები იყვნენ და მაინც გადამყვნენ ზედ. როცა ადამიანს ეშინია და ხედავს მეორე ადამიანსაც, რომელსაც ასევე ეშინია... რაღაც საოცარი სოლიდარობის განცდა ეუფლებათ ალბათ და არ ვიცი რა სიტყვებით ვერ აღვწერ მათ დამოკიდებულებას) ტიპები საერთოდ უმიზეზოდ უწყებდნენ ხოლმე ღრიალს.. ისე რო აი შეგრცხვებოდა რო გენახა... და ეს აი როგორ წკიპზე მყოფი ექიმები იცით.. სადაცაა რო გასკდება და ნაჯახით აკუწავს.. მშვიდად დგას და იმეორებს იგივეს - რო არ შეიძლება! არ შეიძლება! ... არ ვიცი მართლა რო მორჩება ეს ამბავი სადმე სკვერში ქართველ ექიიმებს რაიმე ძეგლი დავუდგათ!!
ტესტის გაკეთებაზეც გეტყვით... ბევრი პოსტი ვნახე ტესტი როგორ გავიკეთოოო წერს (პროსტა მაინტერესებსო) ... რა პროსტა გაინტერესებთ ხალხო კაი რა... ჯერ 1 .. საქართველოში მარტო ლუგარის ლაბორატორია დებს ოფიციალურად სწორ შედეგს.. სისხლიდან აღებული ტესტის არ დაიჯეროთ!! და ლუგარის ტესტი ამიღეს მეც - მოგიყვეთ?))) ცხვირში გიყოფენ ჯოხს... და აი შეგრძნება გაქ რო ეს ჯოხი თავის ქალაზე გეხება ... მტკივნეული ნაღდად არ იყო მაგრამ აი ძაააან დედა#####ული შეგრძნებაა რა .. არავის არ გირჩევთ გამოცდას! დამიჯერეთ მარტო ამ ტესტის არ ჩატარებისთვის ღირს სახლში ჯდომა და ჯდომა და ჯდომა...
მოკლედ ტესტი უარყოფითი ამომივიდა... მერეც არ გამიშვეს სანამ ბოლომდე არ გამიქრეს სიმპტომები და ერთადერთი რაც არ მესიამოვნა... მე და 1 ტიპი, რომელსაც ასევე ტესტი ქონდა გაკეთებული (უარყოფითი) ჩაგვსვეს მარშუტკაში .. მოგვისვეს კიდე 6 ადამიანი პირდაპირ კოპიტნარის აეროპორტში და გავუყევით გზას ბათუმში.
კარანტინი რავი... არ ვიცი რა წარმოდგენა გაქვთ... ჯიგრულ 3 ვარსკვლავიან სასტუმროში ვარ) აი ჯიგრული ოთახია მართლა რა... კონდენციონერი ტელევიზორი .. ოთახის ჩუსტებიც კი მაქ :დ მაჭმევენ მასმევენ ... კბილის ჩოთქიც მომიტანეს) ექიმები რეკავენ დღეში 3-ჯერ და მეკითხებიან სიცხეს... რამდენჯერმე ყოფილა უბრალოდ გირეკავენ და გეკითხებიან რაიმე ხოარ გჭირდება... რავი ვერ გეტყვით რო ისეთი პზდც პირობებია გარეთ გასვლა აღარ მინდა მაგრამ .. ნაღდად კარგად და მშვიდად ვგრძნობ რა თავს. ოთახში მარტო ჩემთვის საკაიფოდ ვწევარ რა.. ჩემი საქმით ამ ეტაპზე ონლაინ ვარ დაკავებული და სადღაც 10 დღეში უკვე სახლშიც წავალ)
მეტი ასე უცებ რა მოგიყვეთ არ მახსენდება ... თუ რამე გაინტერესებთ და შემეძლება მოყოლა.. დამიტოვეთ კითხვა და უეჭველი გიპასუხებთ)
და ნუ დაუშვებთ ჩემს შეცდომებს..
იტალიასაც მოვუტყან დედა და პორტუგალიასაც... უნდა დავჯმდარიყავი სახლში)
ის ღამე როგორ გავათენე როცა პასუხებს ველოდებოდი ... მიუხედავად იმისა რო დარწმუნებული ვიყავი არაფერი მჭირდა.... ნუ კაროჩე)
1. e4 - e5
2. Qh5 - Nc6
3. Bc4 - Nf6
4. Qf7#