
ფლორენტინო: "ეს შენი ახალი სახლია. "სანტიაგო ბერნაბეუ" ყველაფერს მოგცემს, მაგრამ უნდა იცოდე, რომ აქ მოთხოვნები უსაზღვროა. აქ შეუძლებელი არ არსებობს, აქ არავინ ნებდება".
"მსოფლიო ჩემპიონატზე ტონის თამაში სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, ეს მხოლოდა დადასტურება იყო იმისა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. იგი გუნდში ჩემპიონის ხასიათს შემოიტანს. ყველას, ვისაც ეს მაისური სცმია, განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა".
"ამ პრეზენტაციას აკლია ადამიანი, რომელიც 14 წლის განმავლობაში ხვდებოდა სამეფო კლუბის ახალწვეულებს. ალფრედო დი სტეფანოს გარეშე ცხოვრება ძალზე ძნელია".
კროოსი: "უპირველეს ყოვლისა, მინდა მწუხარება გამოვთქვა ალფრედო დი სტეფანოს გარდაცვალების გამო. ვიცი, რას ნიშნავდა იგი აქ".
"ამასთან, მინდა მადლობა გადავუხადო მადრიდის "რეალს" ამ შესაძლებლობისთვის, აქ თამაში ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მადლობა "ბაიერნსაც", რომელმაც "რეალში" გადმოსვლის საშუალება მომცა".
"ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია აქ ტიტულების მოგება და, ვფიქრობ, ამისთვის გამოვდგები. იმედი მაქვს, კლუბის ნდობის გამართლებას შევძლებ. Hala Madrid!".
დიდი კაცი დავდეთ ამ დღეს <3