რახან უსაქმურობის პერიოდია მაინც, იყოს ჰა გრძელი პოსტები ისედაც გადაღეჭილ თემებზე, ჩემი რა მიდის ;დ
თან უმსგავსოს პირველი პოსტის ცოტა ჩაშლილი ვერსია :
ზოგადად ყველა დეკადას საშუალოდ 3 გუნდი ყავს ერთნაირად გამორჩეული (იგულისხმება მხოლოდ ლიგა (ანუ ერთ დროს ევროპის თასი ) და არა შიდა ჩემპები ,არც უეფას თასი ) და ამ სამიდან რომელიმეა ოდნავ, ან ცალსახად უპირატესი დანარჩენ ორზე, ხოდა მივყვეთ:
(შენიშვნა: დეკადას ვითვლი 0-9 სისტემით, ანუ ვთქვათ 2010იანები არის 2010-19 წლები და აარა - 2011-2020 )
(მეორე შენიშვნა: მხოლოდ სუფთა სტატისტიკები და არა ''უფრო მაგარ ფეხბურთს თამაშობდა'' და ა.შ. რო მერე არ იყოს ლოლები

)
მოკლედ:
2010 იანები, ანუ ბოლო დეკადა:
რიალი - 4 ლიგა - 4 ნახევარფინალი
ბარსა - 2 ლიგა - 4 ნახევარფინალი
ბაიერნი 3 ფინალი (1 ლიგა ) - 4 ნახევარფინალი
აქედან, ცალსახად რეალია ლიდერი , ნუ ახსნა არ ჭირდება, მარა მაინც - 4 ლიგა და 4 ნახევარფინალი. ფენომენალური შედეგია, მარა ამაზე ქვემოთ.
პ.ს. ამ სამეულის ხუთეულამდე გაზრდა შეიძლება იუვე-ატლეტიკოთი, მარა არ გამოვა, ძაან უმცირესობაში იქნებიან პირველ ტროიკასთან.
სულ რაღაც 2-2 ფინალი აქვთ და დალშე ორი 1/4 ფინალები . ( ნუ ატლეტიკოს ერთი 1/2 ) , ანუ, სულ რო თითო თითო ლიგა მაინც მოეგოთ, ან თუნდაც ორივე, მაინც ნიტოა, 10 დან მარტო 3 წელში იყვნენ 1/4 ფინალზე ზემოთ. ( ზოგ წლებში ვაბშემც ჯგუფში ან არც იყვნენ ლიგაზე ;დ )
2000 ები , ეს ცოტა უცნაურია, იმენა პირად სიმპთიებზეა არჩევა , თან სამეული არ გამოვა, ხუთეული უწევს:
მილანი 3 ფინალი (2 თასი ) - 1 ნახევარფინალი.
ბარსა - 2 ლიგა - 3 ნახევარფინალი
რიალი - 2 ლიგა - 2 ნახევარფინალი
მანჩესტერი - 2 ფინალი(1 თასი) - 2 ნახევარფინალი
და ჩლენსი - 1 ფინალი - 4 ნახევარფინალი
მე მილანს ავირჩევდი მაინც სუბიექტურად და პრინციპში ყველაზე რეალური ეგაა.
1990 ები, ისევ ხუთეული:
უივენტუსი - 3 ფინალი (1 თასი) - 1 ნახევარფინალი
მილანი - 4 ფინალი(2 თასი ) - 0 ნახევარფინალი
ბაიერნი - 1 ფინალი - 3 ნახევარფინალი
ბარსა - 2 ფინალი(1 თასი ) - 0 ნახევარფინალი
აიაქსი - 2 ფინალი(1 თასი ) - 1 ნახევარფინალი
რავი, მაინც მილანს ავირჩევდი

;დ
1980 ები:
ლივერი - 3 ფინალი(2 თასი ) - დალშე ბანის ამბავი კი იცით, მარა რას ვიზამთ, მხოლოდ ფაქტები ;დ
ბაიერნი - 2 ფინალი 1 ნახევარფინალი
რიალი - 1 ფინალი -4 ნახევარფინალი
ჟუვე - 2 ფინალი ( 1 თასი )
ლივერი წესით, ბანის გათვალისწინებითაც.
1970ები :
ბაიერნი - 3 ფინალი( სამივე თასი) - 0 ნახევარფინალი
აიაქსი - იგივე ;დ
ლივერი - 2 ლიგა ბოლოსკენ
პირველი ორიდან რომელიმე, არ ვიცი მართლა, არ ჩავერევი ამ ამბავში ;დ
1960-ები:
ბენფიკა - 5 ფინალი( 2 თასი )
რიალი - 4 ფინალი(2თასი) - 1 ნახევარფინალი
ინტერი - 3 ფინალი(2 თასი ) - 1 ნახევარფინალი
იქვე, მაგათ მერე:
იუნაიტედი - 1 ლიგა - 2 ნახევარფინალი
მილანი - 2 ლიგა
ბენფიკას ავირჩევდი აქედან თავისუფლად.
1950:
ნუ რიალი ;დ - 4 ივე ლიგა, რაც მანდ მოესწრო ;დ
პ.ს. დეკადების გოათი რო დავადგინოთ ჩისტა სტატისტიკურად : 2010ების რიალია უნიკალური მიღწევით : 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წელი ზედიზედ გადიოდა ლიგის ნახევარფინალში ან ფინალში, ფენომენალური შედეგია.
(ამხელა პოსტში როლანდა არ მიხსენებია და მაინც ჩავტენი - მაგ რვიდან 6-ჯერ ლიგის ბომბარდირი ეგ გახდა ზედიზედ

და მგონი გასაგებია ყველაფერი )
იქვე ბავარია შეიძლება იგივე დეკადაში - ათიდან 7 შემთხვევაში გავიდა ან ფინალში ან 1/2 ში, ოღონდ ეს ზედიზედ არ იყო და თან მარტო ერთხელ მოიგო.
და დეკადების ფინალების რაოდენობით გოათი - ბენფიკა 60ებში - 5 ფინალში ითამაშა, ანუ დეკადის ნახევარში ფინალებში იყო.
რიჩი ბლეკმორი - სიმართლე გითხრათ, მაგ კაცმა დაკვრა არ იცის, აი ეგრე მართლა დაუკრავთ თუ მოინდომებთ, ჯერ ერთი აჭყვიტინებს რაღაცეებს უაზროდ, მეორეც ერთი, დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე © Gode
თუნდაც Shine On You Crazy Diamond აიღე, საზიზღარი შესავალი აქვს და სიმღერა ხო საერთოდ © ZSU-23-4