ვაჰ, მუსიკაზე რამდენი გიწერიათ.
შეიძლება მუსიკოსებისა და პროექტების შედარება, რადგან უამრავი ფაქტორია მანდ.
პინკ ფლოიდი ახსენეთ და მაგის მაგალითზე ვიტყვი, უფრო მოსახერხებელია ჩემთვის.
ფლოიდები მხოლოდ იმიტომ კი არ არიან მაგრები, რომ სადღაც გილმორმა ლამაზად დაბენდა ან უოტერსმა რაღაც კარგი ლაინი გააძრო, არამედ სწორედ ის "ფაქტორებიც" ერთვება საქმეში.
მაგალითად, სიდის დროიდან ტიპებმა კომპოზიციებისა და ლირიკის სტრუქტურაშიც და საუნდშიც გარღვევები დაიწყეს, მერე საუნდ ინჟინერიაში ყოველთვის პიონერები იყვნენ, კონცეპტუალური დონე ალბომები დადეს, დაუმატეს ამას კარგი ლაივ შესრულებები, იქ შოუები დადგეს და ეგაა, შეიკრა მაგარი პროდუქტი.
საერთოდ, ასე რაღაცაში გარღვევის დადება ყოველთვის დასაფასებელია, თორემ შეიძლება ერთსა და იმავე საქმეს ბევრი აკეთებდეს მაგრად.
მაგალითად, დროს რომ გაუძლოს და ასი წლის შემდეგ მოუსმინოს ხალხმა, მასეთი შეიძლება სულ ორი-სამი კომპოზიცია აქვს ქრაფთვერქს, მაგრამ როგორც 70-იანელი "ელექტრონშიკები", დონე ხალხი იქნებიან სულ, ანდრო როგორც იტყოდა, კუსა ხალხი.
უშუალოდ კომპოზიციის სტრუქტურებს რაც შეეხება, ბევრი მოგვწონს ყველას ისეთი, სადაც სამი-ოთხი აკორდის მონაცვლეობაა, მაგრამ როცა მთელი შემოქმედება მასეთი აქვს ვინმეს, ეგეც უგდებს დონეს, აგერ ჩვენი ქართული ლაუდსფიქერზი როგორც აკეთებდა (ეროვნულ ამბავში რა ხალხში გავრიე

).
რამშტაინიც გაარჩიეთ და კი, კლიპებისა და ლაივ პერფორმანსების გამო უყვარს უმეტესობას, არ მგონია ბევრი ამბობდეს იმას, ჟანრის ბახები (ისე, ბახი რატომ არ ახსენეთ კლასიკოსებში?

) არიანო.
ეგეთი შემთხვევებიც მოსულა, აგერ ოქეი გოუც გიყვართ ალბათ ზოგს და იმის გამო გიყვართ, რომ მაგარ მუსიკას "წერენ"?
ბარემ ქართველებზეც ვთქვათ ორი სიტყვა, სადაც ლაუდსფიქერზი პინკ ფლოიდს დავუყენეთ გვერდით.
ინსტრუმენტალურ მუსიკაზე ვიტყვი, თორემ ფოლკში ბარე ერთსა და ორს ვხევთ, მაგაზე არ მგონია ვიკამათოთ.
გასულ საუკუნეში კარგად დაიწყეს ტიპებმა, კარგი პროდუქტები გამოაძვრინეს 70-იანებში, მაგრამ მერე წყვეტა გაკეთდა და ბოლოს ინდი ალტერნატივზე გადავხტით ეგრევე.

მართალია, არც ინსტრუმენტალსა და არც კომპოზიციის სტრუქტურა/ლირიკაში სიახლე არ გვქონია იმ 70-იანებში და უცხოურის გადმომღერებას ჰქონდა ადგილი, სუფთად მხოლოდ პროდუქტის თვალსაზრისით დაიდო კარგი რამეები, ფოლკიც საკაიფოდ მიამღერ-მოამღერეს, მაგალითად, ვია 75-ის ოროველას ძაან ბევრი მაგარი ფილმის რომელიმე სცენის საუნდტრეკობა შეუძლია ჩემი აზრით.

საერთოდ, ფოლკის, როგორც ნედლი მასალის, გამოყენება ძაან მნიშვნელოვანია და ჩვენ მაგაში მაგრად ვცოდავთ, სულ რამდენიმე კარგი ალბომი გვაქვს.
ნიაზი კარგია მაგ საქმეში და უსახელოური ძაან კარგი ალბომი დადო, ზუმბალენდის მულტიტესტია დონე და სოფთ ეჯექთის ნაინ მაუნთეინს ევეი, მეტი არ მახსენდება.
დედაშენს შე**ვეცი. თამაშის დასრულებამდე ჯერ 20 წუთია დარჩენილი, 20!!! ©რონი
მე კიდე ბოლოს რეალთან ვუყურებდი ატლეტიკოს და დანილოს რო მუცელში წიხლი ამოარტყეს მეორე არხზე გადავრთე და გია ჟორჟოლიანის ბრიფინგს ვუყურე ©r-evolution:
სეზონის აღმოჩენა - ბელერინიც რო ###ა ©gunnera
არაუხო არაა ხო ? ©ჯულსი