Deutschland..ასასინის სერიები მეც მომწონდა ადრე
ტექნიკური თვალსაზრისით რა თქმა უნდა მოწინავე თამაშია
განსაკუთრებით მოქმედებს თუ მსგავსი სეთინგის მოყვარული ხარ
შევეცდები ავხსნა რატომ არაა ხელოვნება
ჯერ დავიწყოთ იქედან თუ როგორ იქნება დიდი თამაშები ,დიდ კომპანიებში
იკვრება ჯგუფი,დეველოპერები,დიზაინერები,რეჟისეროები ,სცენარისტები,მუსიკოსები და მთელი გუნდი ძალიან ნიჭიერი სასტავის
ეჭვიც არ მეპარება ,რომ მანდ ვინმე ### ზის,ყველა თავისი საქმის სენსეია
მაგრამ ამ ყველაფერს მეთვალყურეობს დამკვეთი კომპანია,რომლის მიზანია მეტი შემოსავალი,რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს იმას
რომ შემოქმედებითმა ჯგუფმა ხელოვნების ნიმუში შექმნას,მაგრამ მაინც ამცირებს ხელოვნების ელემენტებს,იმიტომ რომ მარკეტელოგებმა ჩათვალეს რომ გრძელი ხმალი უფრო მოეწონება მოთამაშეს ვიდრე მოღუნული,ნაიარევიანი სახე მეტ "ბრუტალობას" მისცემს პერსონაჟს,რადგან ასეთ პერსონაჟებზეა მოთხოვნა ბაზარზე და ა.შ ნუ სტანდარტულად როგორც ხდება
თვითონ კონცეფცია რა თქმა უნდა შეიძლება ხელოვნების სუფთა გამოვლინებაა იყოს,მაგრამ ისე დაჭრიან და დაკერავენ რომ დარჩება ბოლოს სტერილური მარკეტინგული პროდუქტი
ეს რა თქმა უნდა თამაშის "არტ" ელემენტებს არ გამორიცხავს,მაგრამ როგორც ასეთი ძალიან აფუჭებს პროდუქტს
ლეონარდოსთვის დამკვეთს რომ ეთქვა მონა ლიზას უეჭველი შავი რეიბანი უნდა ჰქონდეს,რადგან ესაა ეხლა ტრენდული და მეტად დაგიფასდებაო ტილო და იმანაც დაუმატოს ,ხმოლოდ ამის გამო და არა საკუთარი შიგანანი ძახილით,დაახლოებით ესეთი რაღაცა ხდება როცა დიდ კომპანიებთან გვაქ საქმე,რომლებიც ფულს დებენ და რისკები ყოველთვის მინიმუმამდე დაჰყავთ
გასაგებია ჩემთვის ეგ
რადგან ესე ხდება არ ნიშნავს რომ ეს გენიალური და ეპოქალური თამაში არაა,ზუსტადაც რომ არის და ღამეები მითენებია პირველ ნაწილზე,ბოლომდე მაინც ვერ გავედი კომპი დამებრიდა

ეხლა უკვე ვერ ვკაიფობ ამ თამაშით ,მარა თავის დროზე ბევრი დრო გავატარე
ზოგადად თამაშის და ხელოვნების დაკავშირება მძიმე საქმეა,თამაშს ძირითადად იმიტომ ვრთავთ რომ მოვისვენოთ,გავერთოთ და შესაბამისად მათი 90% ექშენები და ბოევიკებია,ტვინი ითიშება და ისვენებს.
ძალიან რთულია გაიყიდოს თამაში,რომელიც დიდი გრაფიკით არ გამოირჩევა,ჩახლართული სიუჟეტი და უცნაური სტილისტიკა აქვს
ძირითადად ეს ინდი თამაშებია,რომლებიც ერთი ან რამოდენიმე ტიპის მიერ იქმნება და იქმნება ისეთი როგორიც წარმოუდგენიათ თამაში და არა დაკვეთილი
რომ აი ეხლა მოდაშია ოუფენ ვორდი და პოსთ აპოკალიპსური სეთინგი,ან ზომბები და პარკური და ა.შ
ეხლა ისე არ იფიქრო ,თითქოს ინდი თამაშები ყველა ხელოვნებაა,ან დიდი კომპანიების თამაშებიდან არცერთია ხელოვნება
ყველგან ყველაფერია,მაგრამ უფრო "სუფთა ხელოვნების" ნიმუშები მაინც პატარა ეთუზიასტი ჯგუფების მიერ იქმნება
რომლებსაც რაღაცის თქმა უნდათ,ვიღაცა ლექსით ამბობს ,რომანით,ფილმით და ესენი ცდილობენ თამაშით
და ზოგჯერ ამ ყველაფერს თამაშში აერთიანებენ
ხზ მოკლედ,შეიძლება სისულელეს ვბაზრობ ,მაგრამ ასე მგონია მე პირადად
This post has been edited by daniel_kowalski on 6 Apr 2020, 19:35