მესის 12 უპატიებელი მარცხი ;დ
1. 2010 გერმანიასთან
ეგეთი მარცხი...მარტო მასკერანო თამაშობდა. თუნდაც დი მარიასავით მოენდომებინა. ყველაზე სამარცხვინო ლაქა
2. 2014 გერმანიასთან
ძალიან სუსტი თამაში და საერთოდ არ ჰქონდა მონდომების ნატამალიც
3. 2012 ჩელსისთან
ბომბორა გაყოყოჩდა. თავისი ეგონა სამყარო და მე ვხედავდი რასაც ''აკეთებდა''. სენსაცია იქნებოდა პენალტი რომ გაეტანა...მახსოვს რა დედის გინებაში ვიყავი ამათ თამაშზე და პენალტი რომ დაინიშნა, მე ტვ გამოვრთე.
4. 2018 საფრანგეთთან
ეს არ იყო მესის უსუსტეს თამაშთაგანი, თუნდაც სტატისტიკა გადაარჩენს, მაგრამ მნიშვნელობიდან გამომდინარე...
5. 2017 იუვენტუსთან
როცა მართლა უნდა დაემტკიცებინა დიად დაცვასთან, დაამტკიცა დაცვამ.
6. 2015 ჩილესთან
სუსტი თამაში...განსხვავებით 2016–სგან ან 2011–სგან, როცა ძალიან კარგად ითამაშა წაგებულ ამერიკებში ჩილე/ურუგვაისთან
7. 2014 ატლეტიკოსთან
ელ ტატას მესი...ყველაზე დათრგუნული მესი
8. 2019 ლივერპულთან
პირველ წუთებზე რომ ''არ გაიტანა'' მაშინ ვთქვი ''ჰო ჰო მერე დემბელეს დააბრალე მე–4 რატომ არ შეაგდოო''. ა ჰო, რა თქმა უნდა ჩანაწერში ვნახე და ცალი თვალით. ვიცოდიო წააგებდნენ არ ვიტყვი, მაგრამ ფეხებზე მეკიდა და არ გამკვირვებია, მეორე გოლის მერე რა თქმა უნდა ვიცოდი
9. 2016 ატლეტიკოსთან
აქ სიმეონემ სასწაული მარწუხები დაუდო, ამიტომ შედარებით ეპატიება
10. 2013 ბავარიასთან
აქაც შედარებით ეპატიება, ეგ გუნდი არ იყო და მაგან გაიყვანა მანდ თან ტრავმა
11. 2007 ბრაზილიასთან
აქ ახალგაზრდა იყო და ვერ მოვთხოვ
12. 2010 ინტერთან
აქ ლეგენდარული დაცვა დაუყენა მაურინიომ, ყველა დროის ყველაზე ძლიერი სისტემა 1–ის გასაჩერებლად.
პ.ს. უი ბარსას ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხად რომ ვთვლი ''რომანათრეველონა'' ასევე, თუმცა მესის მანდ ნაკლებად ვადანაშაულებ
პირველი 8–ის გამო მრცხვენია მესის ნაცვლად
სხვა მარცხები ''ყველა აგებს''
This post has been edited by გინეკოლოგი on 17 Jun 2020, 15:54