ხუედიოსი შემჩნეულია მენტალური ოკუპაციის უგულებელყოფაში.

არ ვებრძვით ქარის წისქვილებს, მართლა დაგვიტყვევეს კოლექტიური ცნობიერება და სათავისოდ გადაგვიკეთეს, 30 წელიც რა გგონია, იმ პერიოდ გამოვლილი ისეთი ხალხი ბევრია ჯერ, ვინც ვერ გათავისუფლდა მენტალურად და პლიუს შვილებიც ბევრმა მასე გაზარდა, ჩვენი ტოლი ტიპების მიერ საბჭოეთის ისე ქება არ მოგისმენიათ, თითქოს მოესწროო?
ჩვენ ისევ შემგუებელი და თავდახრილი საზოგადოება ვართ ჯერ.
ეროვნულმა მოძრაობამ რა მუხტიც გააჩინა, ერს გამოგვყვა კი არა, თავადაც არ გაყვათ დიდი ხანი.
ერთმანეთს დაერივნენ, უმარტივესი მეთოდებით წამოიკიდა კაგებემ, მერე სულაც ზვიადი მაშინ დაბრუნდა კანონიერი ხელისუფლების დასაბრუნებლად, როცა კონსოლიდაციის მცირედი შანსი გაჩნდა და ფაქტობრივად სამართლიანობის სახელით გაუკეთა რუსეთს ის, რასაც ედო და კიტოვანი უკეთებდნენ.
კი, ეკუთვნოდა და წაართვეს, მაგრამ მაგ დროს ორი მხარის გაჩენა დანაშაული იყო.
რუსეთისთვის ის პერიოდი იდგა, როცა დასავლეთი უნდა მოეწველათ და ასე 2008 წელივით აშკარად ვერ დაგარტყამდნენ, იმიტომ ჩალიჩობდა შემოვლითი გზებით და ჩვენც ყველანაირად დავეხმარეთ, რომ არც დასჭირვებოდათ ის, რაც შემდეგ 2008 წელს დასჭირდათ, როცა ###ზეც ეკიდა დასავლეთი.
ხალხსაც 70 წელი ნასწავლი ჰქონდა, პატიოსნება რომ პლიუსი არაა, პლიუსი ისაა, რაც მეტს გააკეთებ, სახელმწიფოც უნდა წველო, მეწველი ძროხაა (ანტილიმონა ბაირაღებიდან) და ომიც ვერ აჩერებდა ხალხს, ყველა უსამართლოდ შოვნაზე იყო გადასული.
ასე ვართ დღესაც, ვისაც მცირე შანსი მიეცემა, ნამუსზე მაშინვე ხელს იღებს და ყველაფერს აბიჯებს ზედ.
ვინც უნდა გავაპროტესტოთ, ისინი ჩუმად ვართ, თუ ჩუმად არ ვართ, ვინც ჩუმადაა, ის მაგ დროს იღებს ხმას და ჩვენ გვასხამს.
ტიპები ედოს დროს რომ აპროტესტებდნენ რამეს, მიშას დროს ხმას არ იღებდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო.
ვინც მიშას დროს იღებდა ხმას, ის ახლაა გაჩუმებული, ე.ი. უსამართლობა ზოგადად კი არ აწუხებდათ, პირადად იყვნენ რაღაცით უკმაყოფილოები.
მიშას მხარდაჭერები იმას ამბობდნენ, რა გინდათ, ედოს დროს ხომ სჯობიაო, ახლანდელი პრო სამთავრობო ტიპები ამბობენ, რა გინდა, მიშას დროს ხომ სჯობსო.
მაგიტომ ვერ ვანსხვავებ უპირობო მიშისტსა და უპირობო ოცნებისტს, არავითარი მორალური უპირატესობა ერთს მეორეს მიმართ არ აქვს ჩემი სუბიექტური მორალური კოდექსით.
პრო სამთავრობო ტიპი პრო სამთავრობო ტიპია და ჩვენი ქვეყნის პირობებში ყველა მასეთი ტიპი პასიურობის მქადაგებელია.
ან რუსეთი რომ მტერია, როდის შევთანხმდით მაგაზე ერში?
ათი წელი გავიდა ომიდან და ისეთი პრო რუსული განწყობებია, ისევ საბჭოეთი გეგონება.
თქვენ რომ სხვანაირად უყურებთ და თქვენი წრე, მაგას ანზოგადებთ, თორემ არაა მასე საქმე.
მომავალ წელს ასი წელი გადის იმ ავად სახსენებელი ამბებიდან, უნდა თუ არ უნდა, მთავრობასაც მოუწევს რაღაც ღონისძიებების ჩატარება და მაგ მოვლენის უარყოფით კონტექსტში აქტიურად განხილვა, პლიუს დანარჩენმა საზოგადოებამაც უნდა ისაუბროს აქტიურად მომავალი წლის თებერვლამდე მაგ ისტორიაზე და რაღაც დონით შეტევა უნდა მოეწყოს მაგათთან ძმობის მითზე.
მე და შენ როცა ვსაუბრობთ რაღაცაზე, სხვა წონა აქვს და მთავრობის დისკურსიც მასეთი რომ იქნება, იმოქმედებს იმ მასაზე, ვინც ისევ მაგათი კაი ქვეყნობის იდეას აწვება.
პ.ს.
არ გადაქცეულა ლულად

This post has been edited by Seamus on 26 May 2020, 08:54
დედაშენს შე**ვეცი. თამაშის დასრულებამდე ჯერ 20 წუთია დარჩენილი, 20!!! ©რონი
მე კიდე ბოლოს რეალთან ვუყურებდი ატლეტიკოს და დანილოს რო მუცელში წიხლი ამოარტყეს მეორე არხზე გადავრთე და გია ჟორჟოლიანის ბრიფინგს ვუყურე ©r-evolution:
სეზონის აღმოჩენა - ბელერინიც რო ###ა ©gunnera
არაუხო არაა ხო ? ©ჯულსი