აუ, დღეს დილიდან ხზ მერამდენედ ვუყურე Interstate 60 .. იმენა ჩვეულებრივი შედევრია ფილმი
პროსტა რა აღარ არის ფილმში.. ჟანრების აღრევა (კომედია, ფანტასტიკა, მელოდრამა, "ჟიზნენი"

კომედიური სიტუაციები ირწყმევა დრამატულით.. ჩისტა ფანტასტიკური - რეალურთან..
ამავე დროს თან უამრავი სერიოზული კითხვა ისმევა ფილმში.. ზოგზე პირდაპირი პასუხებია, ზოგზე ირიბი და ყველაფერი ეს ზედმეტი მელოდრამული ცრემლების, ზედმეტი მორალის და კლეპროჭაობის გარეშე მოკლედ..
იდეაში მთელი ფილმის მუღამი არის კითხვებზე პასუხების პოვნა.. კაროჩე ფილმის მთავარი გმირი თავის დაბ.დღეზე შემთხვევით შეხვდება ჯადოქარს, ჯინს, მეიჯს რავი მოკლედ ;დ არსებას ვინც ერთ სურვილს შეუსრულებს .. არადა ამ ბიჭის მტელი ცხოვრება შედგებოდა მცდელობებისგან დაემტკიცებინა მამამისისთვის, რომ მხატვრად მუშაობა არც ისე ცუდია და შეიძლება მატერიალური უზრუნველყოფა მაგ საქმით.. მოკლედ ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრების მცდელობებისგან შედგებოდა მისი ყოფა ;დ
ჯადოქართან შეხვედრის მერე იწყება რეალური თავგადასავლები

ეს მთავარი გმირი ბიჭი ცდილობს იპოვოს ტრასა 60 და რაღაც ამანათი გადასცეს უცნობ ადამიანს.. თან არ სჯერა, რომ იპოვის ამ უცნობ ადამიანს ვინაიდან ეს ტრასა 60 არცერთ რუკაზე არაა დატანილი.. მაგრამ როგორც იქნა გაუმართლებს და იპოვის მაინც ;დ ეს ტრასა 60 არის ადგილი სადაც ერთმანეთში გადაბმულია ახლანდელი, წარსული და მომავალი.. გზაზე აიყვანს ვინმე ო.ჯ.გრანტს ;დ (გერი ოლდმენი

ჩემი აზრით მისი ტოპ3 როლია ეს ულაპარაკოდ იმენა) და აგრძელებს გზას რათა იპოვოს ბოლო-ბოლო ის უცნობი ადამინი.. გზად მას ხვდებიან სრულიად განსხვავებული ადამინები, რომლებსაც უნიკალური და განუმეორებელი ბედი აქვთ და ცხოვრება.. ასევე გზის გასაყრები და რომელ მხარესაც არ უნდა წავიდსე მისი არჩევანი აუცილებად იქონიებს გავლენას მოვლენების შემდეგ განვითარებაზე..
ფილმში ხშირად იჩითება რაღაც ბურთის მაგვარი სათამაშო, რომელიც მას აჩუქეს და რომელსაც იდეაში შეუძლია მომავალის წინასწარმეტყვლება..მაგრამ ანუ რაც უფრო და უფრო ვითარდება მოვლენები, ნელ-ნელა ხვდები, რომ კლიფონობაა მომავალის წინასწარმეტყველება და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებ მომავალისთვის დღეს და ახლა.. ახლანდელში..
ასევე, მთელი ფილმის მანძილზე ეს ტიპი ცდილობს იპოვოს გოგო, რომელიც ბანერზე ნახა.. და ეს ტრასა 60 ეხმარებას პონტში ამ ძიებაში..აქა-იქ იჩითება ხოლმე ბანერები ამ გოგოს გამოსახულებით..მაგრამ ანუ ესეც მოქმედებს მის ბედისწერაზე და ხშირად უწევს არჩევანის გაკეთება..განაგრძოს ამ გოგოს ძიება, თუ დაეხმაროს დედას, რომლის შვილიც გაიქცა სახლიდან..გადაარჩინოს ერთი პატარა ქალაქის მოსახალეობა აბსურდული კანონებისგან, თუ სიყვარულისკენ გაიქცეს

თან საკუტარ თავზეც უნდა იფიქროს, რათა 1-1 შტატის ციხეში არ დარჩეს სამუდამოდ, რომელიც დაჟე არც ასრებობს და არცერთ რუკაზე არაა დატანილი ;დ
მოკლედ იდეა დაახლოებით ისაა, რომ ბედისწრეას არ უყვარს ის ხალხი, რომლებიც ეგუებიან რეალობას, არასდროს სვამენ კითხვებს და უყვართ სასურველის მიღება ისე,რომ არც იძაბებიან ოდნავ

ბედისწერას უყვარს მაძიებლები, მოაზროვნეები..ვისაც ერთი რამის გამო შეუძლიათ მიატოვონ ყველაფერი

კაროჩე თუ არ გაქვთ ნანახი და არ იცით რას უყუროთ ამ უქმეებზე უეჭველად გირჩევთ

მადლობის თქმა არაა საჭირო მერე ;დ
p.s. და ბონუსად ძალიან მაგარი ქასტი.. James Marsden ,Gary Oldman , Amy Smart , Christopher Lloyd, Chris Cooper, Kurt Russell, Michael J. Fox