ადრე რომ დავდე აქ სტატია თუ გახსოვთ მასკზე, გეითსებზე და სიკვდილის დამარცხებაზე..
ესაა მისი გაგრძელება.. ძალიან საინტერესო რამეა.. და ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ..არ დაგეზაროთ წაიკითხეთ ;დ
ჩემი მეგობარი თარგმნის და კიდევ იქნება მერე გაგრძელება.. ბოლომდე არაა ჯერ
ვაგრძელებ თარგმნას გერმანელი სოცილოგის, იოჰანეს მოსმანის სტატიისა "კაცობრიობა გზაჯვარედინზე":
„მ ო რ ა ლ უ რ ი რ ე ფ ლ ე ქ ს ი ე ბ ი
სამედიცინო და ფარმაცევტული კონცერნები კარგა ხანია დიდ როლს თამაშობენ კანონებისა და საზოგადო აზრის შექმნაში. ეგრეთწოდებული “საჯარო-კერძო პარტნიორობის“ ისეთი ინსტიტუციების ჩამოყალიბებით, როგორიცაა მაგალითად GAVI (საქართველოში იხ.
http://ppp.ge/ მ.კ.) ამ როლმა ახალი განზომილება შეიძინა. ამავე დროს კონცერნების, პოლიტიკისა და საჯარო მედიების კონფორმი მხოლოდ ამ პროცესებით არ აიხსნება. სხვადასხვა მოთამაშეების ქმედებებში რომ საერთო სისტემა იკვეთება, ამის წინაპირობა გარკვეული მსოფლმხედველობისა და ახალი ვირუსიდან მომდინარე ხიფათის განცდის ასპექტებია, რომლებიც ამ ქმედებებს ლოგიკურს ხდიან. ის ფაქტი, რომ ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობაშერყეული მოხუცებისთვის, უდავოა. ამ ადამიანებს ახალ ინფექციათა შენელება და სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობით ქონა სიცოცხლის გაგრძელების შანსს აძლევს. რადგან ექიმს კონკრეტულ ადამიანთან აქვთ საქმე და ამავე დროს ტექნიკის დახმარებით მისი გადარეჩენის გზებსაც იცნობს, იგი იძულებულია ამ გზას შეუდგეს. ამიტომ მას დისკუსია სრულიად უადგილოდ მიაჩნია. იმ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე, რომელთანაც მას საქმე აქვს, მისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისი გადმოსახედიდან პოლიტიკის მიზანი მხოლოდ ამ სიცოცხლის შენარჩუნება უნდა იყოს და ამიტომ ადამიანთა უფლებებიც, ეკონომიკური განვითარებაც და კულტურული თავისუფლებაც ამ მიზანს უნდა დაუქვემდებაროს. Lock-Down -ს გამო რომ საბოლოო ჯამში უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, და რომ ჯანმრთელობის სისტემის გადატვირთვის შიში კითხვის ქვეშ სვამს გასულ წლებში ჩატარებულ ეკონომიზირებას ამ სისტემისა,- ამათზე მითითებები ექიმის თვალთახედვით აბსტრაქტული და გულცივი ხასიათისაა. ამათ გასაგებად ექიმმა უშუალოდ განცდილი მორალური მცნებისგან უნდა გაინთავისუფლოს თავი და დისტანციურად გაანალიზოს სამართლებრივი, ეკონომიკური და კულტურული ასპექტები. ეს კი მისი ამოცანა არაა. ეს ამოცანა მთლიანად პოლიტიკის და საზოგადოების ამოსახსნელია. მაგრამ ავადმყოფთა და გარდაცვალებულთა ეკრანებზე ყოველდღიურად უსასრულოდ დატრიალებული სურათებით საზოგადოებამაც ექიმების თვალთახედვა გადაიღო. იგი ასე ვთქვათ live ესწრება ამ ყველაფერს. ხედვის არეალის ასეთი სახით შევიწროება თუმცა კი გარკვეული ჯგუფების ფორსირებულიც შეიძლება იყოს, მაგრამ უმთავრესად თვით გამოყენებული მედიების ბუნებიდან გამომდინარეობს. სენსაციური მოვლენების ილუსტრირება სხვა კონტექსტიდან ამოღებული მასალით, როგორიცაა მაგალითად კუბოების ჩვენება, რომლებშიც სინამდვილეში კორონით გარდაცვლილები კი არა, საზღვაო უბედურებაში დაღუპულ ლტოლვილები ასვენიან (“ლამპედუზას“ მაგალითი), ამ მედიებისთვის მიღებული ნორმაა. ადამიანებს სურთ ხიფათის „დანახვა“. საზოგადოებრივ ამოცანებს კი აზროვნებით ჩაღრმავება სჭირდება. რაც შორი რამაა. ის კი რასაც „ვხედავთ“ უშუალოდ ჩვენ გვეხება და ამ თითქოსდა კონკრეტულ აღქმებზე გვსურს ჩვენი ქმედებების ორიენტირება. ამიტომ კორონა-რეგულაციების მომხრეებისთვის იმაზე მითითება, რომ ამ რეგულაციებს სხვა ისეთი შედეგებიც აქვთ, რომლებიც ექიმების მიზნებს სცდება, არაფრის მომტანია. აქტუალური შიმშილობა აფრიკაში მაგალითად, შეიძლება ამ რეგულაციების „გვერდითი ეფექტი“ იყოს, მაგრამ სპეციალურად განზრახული ხომ არ არის. ამაში დამნაშავე მსოფლიო ეკონომიკაა, რომელიც, როგორც ყველამ ვიცით, „რაღაც უჩინარი ხელით“ იმართება.
ამგვარად კორონას რეგულაციების მომხრები მორალურად დაზღვეულები არიან, იქამდე მაინც, სანამ ხედვის იმ პერსპექტივას არ დაუშვებენ, როცა მათი თვალთახედვის არეში ამ რეგულაციებთან ეკონომიკურად გადაჭდობილი ადამიანებიც შემოვლენ. მომხრეები რომ იძულებულნი იყვნენ სასწორზე დადონ ვურუსის მსხვეპლთა სიცოცხლეები ერთის მხრივ და რეგულაციების მსხვერპლთა სიცოცხლეები მეორეს მხრივ, მაშინ ისინი ამ შინაგან წონასწორობას დაკარგავდნენ. მაშინ მორალური მცნების მაგივრად მორალურ ფანტაზიას უნდა გაჰყვნენ და თანაც საზოგადოებისგან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე. ანუ ფსიქოლოგიური კუთხით რომ შევხედოთ, დისკურსის ჩახშობა მეობის სწორედ ამ ინტეგრირებულობისა და მორალური თვითრწმენის შენარჩუნებას ემსახურება. მედიები, პოლიტიკოები და კონცერნები მხოლოდ შეკრულები არიან ამ უძველეს ადამიანურ თვითშენარჩუნების ინსტიქტთან. სინამდვილეში სწორედ ეს წარმოადგენს შეთქმულების არსს.
ფ ა ს ე უ ლ ო ბ ა თ ა გ ა დ ა ფ ა ს ე ბ ა
კორონა- რეგულაციების კრიტიკოსს კი არამომგებიანი პოზიაცია აქვს. რა არგუმენტებიც არ უნდა მოიშველიოს და ატრიალოს მან, მომხრეეებს აქვთ განცდა, და სამართლიანადაც, რომ კრიტიკოსი რაღაც უფრო მაღალი ფასეულობებიდან ამოდის, ვიდრე ინფიცირებულების სიცოცხლის შენარჩუნება ან გახანგრძლივებაა. კრიტიკოსმა რისკ-ჯგუფების დაცვის ალტერნატიული გზებიც რომ განიხილოს, ფაქტად რჩება ის, რომ იგი არაა მზად ყველაფერი მათთვის გასწიროს. ამას კი მომხრეები ადამიანთმოძულეობას უტოლებენ. ანუ რას ეყდნობა მომხრეების მორალური თვითდაჯერება? ისინი მიუთითებენ იმ მორალურ დილემაზე , რომელიც კორონას რეგულაციების გარეშე წარმოიშვება, კეძოდ კი: თუ სასუნთქი აპარატები არ გვეყოფა, ვინ უნდა გადავარჩინოთ და ვინ -არა? ის, რომ ჩვენი სამართლიანობის შეგრძნება ასეთ კითხვას ვერ დასვამს, არის გადამწყვეტი არგუმენტი რეგულაციებით ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების განადგურებისა. მართლაც, ვინ მოინდომებს ასეთ კითხვაზე პასუხის გაცემას? ამავე დროს სრულიად დავიწყებულია ის ფაქტი, რომ მოხდა გიგანტური ეკონიმიკური გადანაწილება იმისათვის, რომ კაცობრიობის პატარა ნაწილს მსგავსი კითხვის საერთოდ ფორმულირება შესძლებოდა. ჩვენი დედამიწის სულ რამდენიმე ქვეყანაში შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლე სულ უფრო და უფრო ახალი ინსტრუმენტებით სულ უფრო და უფრო გახანგძლივდეს მაშინ, როცა სწორედ იმ მომენტში სხვა ქვეყნებში მილიონობით ჩვილს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. და ამის მიზეზი კი აქტუალურად არის მდიდარი ქვეყნების მიერ შემოღებული კორონა -რეგულაციები. რადგან ამ ქვეყნებმა თავიანთი ეკონომიკა ჩაკეტეს, მთლიანად ჩამოინგრა ბევრი ღარიბი ქვეყნის ისედაც სუსტი ექსპორტი. უამრავ ყოფილ დასაქმებულს აკლია არა უბრალოდ ტუალეტის ქაღალდი, არამედ დღიური ლუკმა. ამ ქვეყნებში შიმშილით დასუსტებულები ქმნიან რისკ-ჯგუფებს.
ექიმი, რომელიც სასუნთქ აპარატზე მიერთებულ მოხუც ევროპელს მკურნალობს, არ უნდა დარდობდეს ამ ურთიერთკავშირებზე. მისი ვალია, თავისი პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს. ცხადია, მას მორალური დილემა შეექმნება სასუნთქი აპარატების განაწილება რომ მოუწიოს. და ამიტომ გასაგებია, თუ რატომ სთხოვს იგი მთავრობას ყველა ეკონომიკური და სოციალური ინტერესი საკმარისი სასუნთქი აპარატების შენარჩუნებას დაუქვემდებაროს. ამით რომ იგი გაცილებით საშინელ მოვლენებს უხსნის გზას, ეს მისი დანაშაული არაა. მან ეს არ იცის. ან საიდან უნდა იცოდეს? მსოფლიო ეკონომიკა უკვე ამ შიშის ეპიდემიამდე კარგა ხნით ადრე გადაიქცა ციფრების აბსტრაქტულ სივრცედ, სადაც ყველანაირი ადამიანთშორისი ურთიერთობები ელიმინირებული იქნენ. ამავე დროს მისი მორალი იმავე ფორმულას იყენებს, რასაც თანამედროვეობის მორალი. კერძოდ კი ამას: რაც შეიძლება დიდი ბედნიერების მიღწევა კაცობრიობის რაც შეიძლება დიდი ნაწილისთვის. ეს ფორმულა წყვეტს დღეს, თუ რომელი ქმედებებია კარგი და სოციალურად მისაღები. ეს ფორმულა ბედნიერებაში გულისხმობს ფიზიკურ კეთილდღეობას და „წონის“ მას იმ ადამიანებით, რომლებაც შეუძლიათ გახდნენ მისი ზიარი. რაც უფრო მეტი ადამიანი ეზიარება ამ ბედნიერებას, მით უფრო მცირე იქნება იგი, და პირიქით, რაც უფრო ნაკლები ადამიანი მოიხმარს ამ ბედნიერებას, მით უფრო დიდია იგი. ჩვენ ხომ ყველას ვერ გადავარჩენთ! ესაა მსოფლიოს ანგარიში, რომელთან მიმართებაში ექიმის მორალური დილემა მხოლოდ დაქვემდებარებულ ანგარიშს წარმოადგენს. ეს მსოფლიოს ანგარიში მოსახლეობის ზრდას, შობადობის რიცხვს და მიგრაციას „ჯანმრთელობის“ მისაღწევ ხარისხთან მიმართებაში აყენებს. ეს ახალი ბიოლოგიზმი ფილოსოფიური რასიზმი კი არაა, არამედ ინტერნაციონალური განწყობის გამოხატულება. მაგრამ რადგან ის მაინც ბიოლოგიზმია, ანუ კაცობრიობას განიხილავს როგორც ფიზიკური სხეულების ჯამს და აქედან გამომდინარე ფიზიკურ კეთილდღეობას წინა პლანზე აყენებს, პრაქტიკაში მაინც სტრუქტურულ რასიზმს წარმოადგენს. მდიდარი ქვეყნები, რომლებმაც მანამდე, განსაკუთრებით აფრიკის ხარჯზე, ისეთი ეკონომიკური მოგება ნახეს, რომელმაც შესაძლებელი გახადა საკუთარი მოქალაქეების სოცოცხლის სულ უფრო მეტად გახანგრძლივება, საკუთარი ჯანმრთელობაშერყეული მოხუცების დასაცავად, გამოეთიშნენ მსოფლიო ეკონომიკას და იგნორირებენ იმ ფაქტს, რომ კაცობრიობა, ეკონომიკიური თვალსაზრისიდაც, ერთი სხეულია.