Biutifulრას ვღადაობ, კარგად ნახე ჩვენი ჯარის შემადგენლობა მაგ ომში და ნახსენებია ის თუთიყუში.
1795 სეკტემბრის 10-სა, შაბათს დღეს, დილით, მეფე ერეკლეს და აღა მაჰმად ხანს შორის ომი დაიწყო.
აღა-მაჰმად-ხანს ახლდა სამოცდა-ათი ათასი რჩეულნი მეომარნი.
მეფე ერეკლეს ახლდა ხუთი-ათასი რჩეულნი სამუდამო მორიგი მეომარნი:
სამი-ათასი რჩეულნი სათადარიგო ქიზიყელნი,
სამასი არაგველნი, რჩეულნი ვაჟკაცნი,
ორი-ათასი თუშ-ფშავ-ხევსურ-ერწოთიანელნი ვაჟკაცნი,
ორი-ათასი რჩეულნი ვაჟკაცნი ქართლისა,
სამი ათასი კვალად ქართლისავე საციციანოსი, საერისთავოსი, საამერიჯიბო, საამილახვროსი და სათარხნოსი.
ათასამდე მხედარნი ბოლნის ხეობისა, ალგეთისმანგლის ხეობისა და მარაბდელნი,
ასამდე ტფილისისმცხოვრებნი, ამათ წინამძღოლობდა ტფილისელი აღალუა სომეხი. (ალიქსას დიდი პაპის პაპა)
კვალად იყვნენ რჩეულნი ხუთასამდე თავადაზნაურნი,
სურამიდგან იყვნე მოსულნი ორი ათასი რჩეულნი მხედარნი,
სამი ათასი იმერეთიდგან იყვნენ მოსულნი მხედარნი. იმერეთის ჯარს ახლდა სოლომონ მეფე და ზურაბ წერეთელი.
მეფეს ასევე ახლდა აფრიკის ელჩებისგან ნაბოძარი თუთიყუში 'ლამაზო'
კვალად მეფეს ჰყვნეს ხუთი ათასი რჩეულნი მეომარნი მხედარნი ცხენოსანი,
მეფე ერეკლეს მორიგი და საშველათ მოსულ ლაშქრის რიცხვი 23 ათასამდე იყო.
ამდენი ხალხის გამოყვანა საომრად დღეს გაჭირდება
This post has been edited by Human Rights on 28 May 2020, 14:24