ჩემი აზრით რატომ არ იქნება მესის წასვლა აუნაზღაურებელი დანაკლისი
გუნდური წარმატების პრინციპი არის რომ პრიორიტეტი უნდა იყოს გუნდი და არა კონკრეტული ინდივიდი
ყველა კაი გუნდს ყველა რგოლში ყავს მაგარი ხალხი + ის მოთამაშეები რომლებიც კონკრეტულ პოზიციას ერგებიან და ასრულებენ თავის საქმეს
მაგ. ეტო'ო ინტერში
სახელის გარეშე რომ წარმოვიდგინოთ
გვყავს მარჯვენა ფლანგის შემტევი, რომელიც არ აპრესინგებს, ფლანგს არ წელავს, დაცვას არ ეხმარება, არ ადრიბლინგებს ( ან ბევრად ნაკლებს ვიდრე ადრე)
სამაგიეროდ სტატიკურად იწყებს ყველა შეტევას, დათესლაობს ცენტრში რაღაცებს და აკეთებს გამჭოლ პასებს, ურტყავს ჯარიმებს და გააქვს გოლები (ამაზე ქვემოთ)
ანუ 4-3-3 ში, მარჯვენა ფლანგის შემტევის მაგივრად გვყავს 2000 იანების გარიჟრაჟის კლასიკური, გამაშებჩაწეული 10 ნომერი
რომელიც 2020 წელს უბრალოდ აღარ არსებობს, გადაშენებულია
ანუ ვთამაშობთ არქაულ ფეხბურთს
კოუტინიო რომ ყოფილიყო ეს ფეხბურთელი უკვე გაჯმეინებული გვეყოლებოდა სადმე ლოანით

ეხლა სახელით
ეს გამაშებჩაწეული ცენტრში მოთესლავე 10 ანი არის მესი
ოღონდ ის მესი არა რომელიც ბარსას და მესის ფანების 99%-ში ცოცხლობს
ის მესი მკვდარია 2015 წლის მერე
კი იტანს გოლებს, მაგრამ უკვე არა იმ რაოდენობის რამდესაც 50-60-91 გოლიან სეზონებში
ეგრე ლევანდოვსკიც იტანს, ლუკაკუც და ბევრი სხვა კიდე
ამიტომ გოლები აღარაა ის ფასი რასაც მესის სიარულში უნდა ვიხდიდეთ
თავი რომ დავანებოთ მის უყვერებო და უჯიგრო თამაშებს რომლებიც საკმაოდ ბევრი დაუგროვდა გადამწყვეტ მომენტებში
და გავდივართ იმ ეტაპზე როცა პრიორიტეტი გუნდი აღარ არის
აყენებ ვინგერს რომელიც ვინგერი არ არის, ვერ გიკეთებს ვინგერი საქმეს
მაგრამ იმიტომ აყენებ რომ მესია, შედეგიც შესაბამისი
არამგონია ბაიერნი გნაბრის იმიტომ აყენებდეს რომ პოლიტკორექტულობას იცავენ ან სერჟი ქვია ფლიკის შვილს
ყველა რგოლში უძლიერესი ხალხი იგებს ტურნირებს

მესის უძლიერესობა კი 5 წელია წარსულს ჩაბარდა, ელემენტარული სტატისტიკაა
ცრუ 9 ზე რომ დაეყენებინათ მესი ეჭვი მაქვს ვერც იქ გააკეთებდა თავის საქმეს
მაგ პოზიციას სირბილი და ბევრი მოძრაობა ჭირდება
ეს კიდე ასაკშია, ამ სეზონში დაეტყო უკვე განსაკუთრებით
ხოდა რავიცი, არაა რთული დასანახი რომ თაობათა ცვლის პროცესია დასაწყები
მესის გარშემოც შეიძლებოდა შეკრება ხალხის, 90 წუთი სიარულის მაგივრად 60 წუთი ეკეთებინა თავისი პოზიციის საქმე
ან სკამიდან შემოსულიყო, უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება, გამოცდილებას და გავლენას მოახმარდა ახალგაზრდებს რავიცი
მაგრამ არის კი ამაზე წამსვლელი ეგაა კითხვა
ფაქტია რომ წასვლა უნდა
ხოდა რავიცი, მოვიდა კუმანი, დამოუკიდებელი შემდგარი მწვრთნელია, ფეხბურთი ესმის
ბარსელონა ვართ, აკადემია გვაქვს, სახელიც გვაქვს ჯერ

ფინანსებსაც მოვიძიებთ რო რამე რამდენიმე საჭირო ფეხბურთელისთვის
ხრონცებს გავყრით და ახალი, საინტერესო გუნდის შენებას დავიწყებთ
ეს პროცესი ადრე თუ გვიან დასაწყები იყო, ამიტომ არაა ტრაგედია
კი დაგვაკლდება მესი მაგრამ რაღაცებს დადებითად წაადგება
პირველ რიგში ბოლო 4 წლის ჩაჯმული მენტალიტეტის შეცვლას
This post has been edited by zigfried on 26 Aug 2020, 16:56
ზოგჯერ ძალიან გვიან ვიძინებ, რადგან ”ბარსელონას” თამაში არ გამომრჩეს” - დაასრულა კეიტამ <3
რონალდინიო ზარმაცი ღმერთია
მაგიტომაც გადმოაგდეს ნაადრევად ოლიმპოდან (C) lasha123456
მოტაცებული ბავშვის მაგივრად დატოვებული მახინჯი ელფი (C)