ჰელოუ, გაიზ

ბევრჯერ შეაჯამეთ ეს თემა ალბათ უკვე, მაგრამ მეც დავწერ 1-2 სიტყვას
წარმოუდგენლად რთულია ამის თქმა ბარსელონას გულშემატკივრისთვის, მაგრამ მესის წასვლა კარგი იქნება როგორც ბარსასთვის, ასევე თვითონ მესისთვის

მეკარის გარდა, ყველა რგოლი მესიზეა ჩამოკიდებული.
სანამ ენერგია ჰქონდა ამ პატიოსან კაცს, იქამდე გაწია გუნდი და რაღაც ეტაპზე გბეზრდება ასე თამაში და იღლები კიდეც ამ ყველაფრით.
გუნდიც ვერ ვითარდება ასე, სულ რო მთელი ბორდი შეცვალო, მწვრთნელები გაყარო და ახალი ფეხბურთელები მოიყვანო.
გვარდიოლამ 2008-ში რაც დახაზა ფურცელზე, იმას ვთამაშობთ დღემდე და თითქოს ხელშეუხებელი იყოს ეგ ნაწილი, არავინ ხელს არ კიდებს.
გუნდის სტილი შეიძლება დავარქვათ მაგას, მაგრამ ეგრეც არაა, ერთ ადგილზე გაყინული "სტილი" შეუძლებელია წარმატებული იყოს, მითუმეტეს სხვადასხვა მწვრთნელის და ფეხბურთელების ხელში.
მესისთვის წასვლა (მითუმეტეს ახალ ჩემპიონატში) ახალი გამოწვევა იქნება და მოტივაციაც უნდა მიეცეს წესით.
ბარსაც დარჩება იმ მთავარი ღერძის გარეშე, რომლის გარშემოც გვარდიოლას სტილი ეწყობოდა და იძულებულები იქნებიან, ძირეული ცვლილებები გააკეთონ.
არ ვიცი, რამდენად გაამართლებს კუმანი ან საერთოდ რის გაკეთებას აპირებს გუნდში, მაგრამ ის "მკაცრი" ტონი, რაც დასაწყისიდან აჩვენა, ძალიან მომწონს და მივესალმები.
შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ როგორც მინიმუმ გამოსწორებას მაინც თუ ეცდება, უკვე წარმატებული იქნება ჩემთვის.
ასე დაიწყო გვარდიოლამაც, "დიდი სახელები" მოურიდებლად გაუშვა გუნდიდან, ახალგაზრდებს მისცა შანსი, ტოპ ფეხბურთელებიც მოიყვანა და საბოლოოდ ააწყო ის რაც ააწყო

კუმანსაც თუ არ შეეშინდება, რომ უი, მესი გაექცა, იქ სუარესი ნაწყენი გაუშვა და ვინღა გაიტანს გოლებს, აქ ბუსკეტსი სკამზე თუ დაჯდება - წავა და ვაი, ცენტრში რა მეშველება, მგონია რო საღად მოაზროვნეა და წესით შედეგიც უნდა დადოს ამან.
ტიტოს და ლუის ენრიკეს გარდა, ვინც გვყავდა მწვრთნელად ასე მგონია უბრალოდ სამსახურში დადიოდნენ და დღის ბოლოს ტელევიზორის წინ რბილ პუფზე აწყობდნენ დაღლილ ფეხებს და ცოლს იმაზე ეწუწუნებოდნენ, როგორი რთული სამსახურია და როგორ იღლებიან
მოკლედ, ინ კუმან, ვი თრასთ!

მესის კი წარმატებები სადაც წავა.
ამ დონის ფიგურის გუნდიდან წასვლა ცოტა სხვანაირად წარმომედგინა, მაგრამ იყოს, როგორც არის
"ჟირუს მამას ჟირუს დედის ნაცვლად არეტა ფრანკლინი რომ მოე**ნა ბენტეკე გაუჩნდებოდა" (c) Wenger
"ცოტორებს რონალდუს ესპანური გამოცემა France Football-ი" (c) რედაქტორი