დღევანდელი თამაშისთვის დაცვა ერთადერთი თავისტკივილი არ იქნება.
სეზონის წინ თითქოს ამდენი კაცი გვყავდა ნახევარდაცვაში, ახლა სად არიან? ჰენდო-ვეინალდუმის გარდა ვინ უნდა დააყენოს კლოპმა?
დღეს ტიაგოს თამაშის შანსი არაა

არც ჩემბერლენი და არც ფაბინიო. ოპტიმალური ვარიანტი კეიტა უნდა იყოს, ნაბიმ ახლა დაიწყო ვარჯიში და მხოლოდ კლოპმა იცის რამდენადაა მზად ამ თამაშისთვის.
გამოცდილი და ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია - მილნერი. ამ ბოლო დროს მილნერს ძირითადის ფეხბურთელად ვეღარ აღვიქვავ, მუდმივად ის ფეხბურთელი მგონია რომელიც სკამიდან უნდა შემოვიდეს და ბოლო ნახევარი საათი გაამაგროს გუნდი. 90 წუთი თამაში რა თქმა უნდა შეუძლია, მაგრამ უმაღლეს დონეზე მანქანასავით ამდენ დროს ვეღარ ქაჩავს.
არის მესამე ვარიანტი - კურტის ჯონსი. საინტერესო გადაწყვეტილება იქნება, კლოპისგან არ არის გამორიცხული ასეთი მნიშვნელოვანი მატჩი აკადემიის 19 წლის ფეხბურთელს ანდოს. აქ ის მომენტიცაა ატალანტასთან 90 წუთი ითამაშა და ალბათ უფრო კეიტა - ცვლილებაზე მილნერის ვარიანტი.
გარდა ამისა, არსებობს
ნახევარდაცვის შემტევი ვარიანტები:შაქირი შემტევ ნახევარმველად - კარგად გამოიყურებოდა ბოლო 2-3 თამაში.
და ფირმინო ნახევარდაცვაში. ეს ლაინ აფი დროებით გადაწყვეტთა ფანებს შორის განხეთქილებას ჟოტა/ფირმინოს თაობაზე, ორივე ნაწილი კმაყოფილი იქნებოდა.