მოკლედ, რატომ შეგვიყარეს ბურთები ასე მარტივად პირველ ტაიმში...მეორე ტაიმზე არაფერს ვამბობ, რადგან მინამინო & კურტისი დაცვაში ძალიან სუსტები არიან და მათი გამოყვანა დაუფიქრებელი ვაბანკი იყო.
ეს არის ლივერპულის სტანდარტული სქემა, როდესაც გუნდი შეტევაშია.

ასე იცვლება სტანდარტული სქემა, როდესაც გოლი კრიტიკულ დროში გვჭირდება. ვეინალდუმი შეტევაში და ვირჯილი მის ადგილას გადმოვარდნილ ბურთზე დამზღვევად. პოზიციურად ძლიერია ვირჯილი და მაქსიმალურად დიდ ხანს შეუძლია მის ფლანგზე წამოსული კონტრშეტევა შეაყოვნოს ისე, რომ რეაქტიულმა რობომ ჩამოსვლა მოასწროს, ან უბრალოდ ბურთი წაართვას, დაჯარიმდეს, პახოდუ გომესი სწრაფია და გადმოსვლას ასწრებს ვირჯილის მხარეს....თუ უკან მატიპი დგას, იშვიათ შემთხვევებში ჰენდერსონი ადის ხოლმე)

გუშინ ვეინალდუმის ნაცვლად კეიტა აიწია შეტევაში და შესაბამისად ვირჯილის ნაცვლად გომესი ამოვიდა დამზღვევად, ვირჯილი დარჩა ბოლო მცველად.

შედეგად:
მეტოქეს ჩვენგან მარცხენა ფლანგის ნაცვლად, მარჯვენა ფლანგი დავუტოვეთ გახსნილად. მაგ ფლანგიდან კი მეტოქის საუკეთესო ფეხბურთელი, ჯეკ გრილიში გვიტევდა.
არნოლდი რობოსნაირი სწრაფი არაა, რომ უცბად მოესწრო უკან ჩამოსვლა, არც გომესია პოზიციურად ვირჯილისნაირი ძლიერი რომ შეტევა დიდხანს შეეყოვნებინა, არც ვირჯილია გომესისნაირი სწრაფი, რომ დაზღვევა მოესწრო.
გრილიშმა და ვოტკინსმა სისხლის სუნი იგრძნეს. მთელი ტაიმი მარცხენა ფლანგისკენ გამაგრდნენ და მოგვართვეს ბლომად მომენტები და გოლები. მეორე ტაიმში ჯერ მინამინო, შემდეგ ჯონსი რომ დადგნენ მანდ, უფრო გამარტივდა საქმე ასტონ-ვილასთვის.
რა შეცდომა დაუშვა კლოპმა ?
პირველი გოლის მერე კეიტას აწევით უფრო რეაქტიული გახდა ლივერპულის გათამაშებები საჯარიმოს ცენტრთან და მომენტებიც შეიქმნა, ამ მხრივ გაამართლა ამ ტაქტიკამ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ მომენტები, პახოდუ აქეთაც მივიღეთ გოლი. 2:0-ზე სალაჰის გოლის შემდეგ კლოპმა გადაწყვიტა კეიტა კვლავ შეტევაში დაეტოვებინა და ანგარიში პირველ ტაიმშივე გაეთანაბრებინა, მაგრამ მომენტები კვლავ ვერ გამოვიყენეთ და აქეთაც ბურთი მივიღეთ. პახოდუ მესამე გოლის შემდეგ გომესთან ერთად ვირჯილიც აიწია გამწარებულად და მეოთხეც გვტენეს.
რა უნდა ექნა კლოპს ?
ალბათ თამაშში სწორი მომენტი რომ დაეჭირა რა დროს უნდა დაბრუნებოდნენ ნახევარმცველები დაცვით ფუქნციებს და მცველები დაცვას (მაგ: 1:0-ზე ან 2:1-ზე, 3:1-ზეც კი). ალბათ ფრის გამოწურვა მაინც შეიძლებოდა 80 წუთში და მერე თვითონ გადაეწყვიტა ვაბანკზე წავიდოდა თუ არა. რეალურად 3:1-ზე რომ მთელი გუნდით გადავედით ეგ იყო ვაბანკი და ნაადრევადაც დასრულდა შეხვედრა მეოთხე გოლის გაშვებით.
მეორე ტაიმი და გაკეთებული ცვლილებები უკვე სასწაულის იმედად ყოფნა იყო და არ მოხდა ეს სასწაული. აქ ვერ გაამტყუნებ კლოპს, პრაგმატულად მოიქცა და 90% ნაკლები ანგარიშით წაგებას 10% თამაშის გადარჩენის შანსი ამჯობინა.
This post has been edited by Rammstein on 5 Oct 2020, 16:07