ხოდა მაგ თესლმა ვესტ ჰემმა რანაირად წაააგო პირველ ტურში ნიუკასლთან? თან ნიუკასლს მეკარე არ ყავს და კიდევ ერთი ორი კაცი აკლია
მოკლედ ვისი YLე ვის ტრაკშია ვერ გაიგებ, აი ზუსტად ეს სიტუაციაა, ძალიან მაგარი არეულობაა ჯერჯერობით და ეს არეულობა საკმაოდ სანახაობრივსაც ხდის და კარგია საერთო ჯამში ყველაფერი
ასტონ ვილაში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა შემადგენლობისმხრივ, ერთი მეკარე გამოცვალეს, და უოტკინსი კიდევ ჯერ არაფერს არ წარმოადგენს, ბრენტფორდიდან მოყვანილი ფეხბურთელია რომელმაც ლივერპულს ჰეთთრიქი შეუსრულა, ეს არის პრემიერლიგაში მისი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ნამოღვაწარი, შესაბამისად ვერ იტყვი ვერაფერს, ასტონ ვილა ტრიალებს გრილიშის გარშემო, ეგ ფეხბურთელი წავა და გუნდი გავარდება ეგრევე, ან სასწრაფოდ უნდა იპოვონ მისი შემცვლელი, ხოდა შარშანაც უოტფორდის ჩაჯმის ხარჯზე გადარჩნენ თან არსენალმა და ვესტ ჰემმა გადაარჩინეს პირადად, დათმეს ასტონ ვილასთან და ვოტფორდს გადაუარეს

ფანტასტიკის სფეროში გადიოდა ასტონ ვილას დარჩენა პრემიერლიგაში კალენდრის მიხედვით და გადარჩნენ

მაგითაა პრემიერლიგა მაგარი, ისე მე ასტონ ვილასკენ ვიყავი და ძალიანაც კარგი მოხდა, წელს ასეთ შოუს უოტფორდი ვერ გვაჩუქებდა
ეხლა ასტონ ვილაც თავისუფლად შეიძლება გავარდეს, შეიძლება 6-7 ტური ზედიზედ მიაყოლოს წაგებები, ეგრე უოტფორდმაც უძლეველ ლივერპულს მოუგო 3:0 თან იმენა მკვდარი 3:0 მოუგო ისეთ ლივერპულს რომელსაც არავინ არ აკლდა მაგრამ შემდეგ გავარდა ეგ გუნდი, ასე რომ არ მოგატყუოთ ამ ანგარიშმა, არც მანჩესტერის 1:6-მა, ეგრე წააგო სიტისთან 1:6, მაშინ ევანსი გაუგდეს და მაგიტომ წააგეს მაგხელა ანგარიშით მაგრამ მერე ქპრსთან სასწაულად რომ არ გავარდნოდათ, მანჩესტერი ხდებოდა ჩემპიონი და ფერგიუსონს არ მოუწევდა კიდევ ერთი წლით დარჩენა და 2012 წელს წავიდოდა გუნდიდან, თუმცა კარგია რომ ეგრე მოხდა. ვან პერსი დაიმატა, ლიგაზეც შერცხვენილის და ჯგუფში ჩარჩენილის სტატუსით არ წასულა, მერვედფინალიდან მაინც გავარდა, თან უსამართლოდ, წითელი ბარათი არ ეკუთვნოდა ნანის და ისე გააგდეს, პრემიერლიგა მოიგო დამაჯერებლად და წავიდა
მოკლედ წელს გამორიცხული არ არის რომ ევერტონმა მოიგოს პრემიერლიგა, მაგრამ არც ის არ არის გამორიცხული რომ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდეს ეს ევერტონი, სადღაც 7-8 ადგილი, ლესტერიც მანდვე ჩავა, არსენალიც,
1,2,3,4 ადგილებს ისევ ლივერპული, სიტი, ჩელსი, მანჩესტერი გაინაწილებენ, ტოტენჰემი ისევ ჩაიჯვამს და ევროპა ლიგის ზონაში მოხვდება და მანდვე მოხვდება ვულვზიც, მოკლედ სერიოზული არეულობა იქნება, ძალიან დიდი ბრძოლები,
ერთადერთი გუნდი, რომელმაც არ იცის რა უნდა ამ ჩემპიონატში, არის ფულჰემი. ორნიშნა ქულები თუ დააგროვა, მადლობა უნდა თქვას. ჩემი აზრით დერბი ქაუნთის ანტირეკორდს მოხსნის, თუ გახსოვთ, 2008 წელს დერბიმ 11 ქულა დააგროვა პრემიერლიგაში

ფულემიც დაახლოებით მაგდენს დააგროვებს, შეიძლება ოდნავ მეტი, სადღაც 14-15 ქულა, ისიც ამათი ფეხის დაცურების ხარჯზე...