ეს სტაბილურობაც მაგარი არგუმენტია ხოლმე ჯიჯის განსადიდებლად, ლემანიც და ტოლდოც სტაბილურები იყვნენ მთელი კარიერა, ეგერ ბარტეზს ბუფონამდე აქვს მოგებული მსოფლიო ორი გაშვებული გოლით და მერე ევროპა
მოდი აბა გადავხედოთ როგორი სტაბილური იყო ჯიჯისთან ერთად ევროსარბიელზე (შიდა ტურნირებზე, ყველა ტოპ მეკარეს მაგარი სტატისტიკა აქვს) იუვე და იტალიის ნაკრები:
2002 წელი - ლიგა მეორე ჯგუფურში ბოლო ადგილი, იტალია მერვედფინალი
2003 წელი - ლიგის ფინალი და ჩემი აზრით ჯიჯის საკლუბო კარიერის პიკი
2004 წელი - იუვე მერვედფინალი, იტალია ჯგუფში ჩარჩა
2005 და 06 წელი, იუვეს მაქსიმუმი მეოთხედფინალი, მსოფლიოზე საოცარი იყო
2007 წელი სერია ბ,
2008 წელი იუვე არ იყო ევროტურნირებზე , იტალია კასილასის ესპანეთმა გააგდო პენალტებში მეოთხედფინალში
2009 მერვედფინალში გამოვარდა ჩელსისთან
2010 წელი იუვე ჯგუფში ჩარჩა, იტალია ჯგუფში ჩარჩა (ნუ აქ მგონი ერთი თამაში ითამაშა),
2011 იუვე ევროპა ლიგის ჯგუფში რჩება
2012 წელი იუვე არ იყო ევრო ტურნირებზე, იტალიამ 0-4 წააგო ესპანეთთან ფინალი,
2013 იუვემ 0-4 წააგო ჯამში ბავარიასთან, მინიმუმ პირველი გოლი რომელიც ალაბამ ცენტრიდან დაარტყა ბუფონის კისერზე,
2014 წელი იუვე იუვე ჯგუფში რჩება, იტალია ჯგუფში რჩება
2015 წელი იუვე ფინალს თამაშობს და ბუფონის არადამაჯერებელი თამაში სუარესის გოლზე,
2016 წელი იუვე მერვედფინალში ვარდება ბავარიასთან ჯამში 6 გაშვებული გოლით, იტალია გერმანიასთან მეოთხედფინალში პენალტებში
2017 წელი იუვე ფინალს თამაშობს და უშვებს ბუფონი კარში წასულ ყველა ბურთს
2018 პსჟ ვარდება გაჭირვებულ მანიუსთან ბუფონის შეცდომებით, იტალია ევროპაზე ვერ ხვდება.
რავიცი ისეთ მეკარეს რომელზეც იძახით რომ მასთან ვინმეს შედარება მკრეხელობაა, ცოტა უკეთესი შედეგები უნდა უმაგრებდეს ზურგს, მითუმეტეს კასილასის და ზეპ მაიერის ფონზე, რომლებმაც ყველა შესაძლო ტიტული რამდენჯერმე მოიგეს და უბრალო მონაწილეები არ ყოფილან იმ წარმატებების.
დასკვნა: ყველა ტოპ მეკარე, ბუფონი, კანი, ნოიერი, კასილასი, ჩეხი, შმეიხელი, მაიერი, ძოფი და კიდევ რამდენიმე უმაღლესი კლასის მეკარე არ გაექცევიან ერთმანეთს დიდად და მათი შედარებაც გემოვნების საკითხი მგონია. იმედია ზუსტად ჩამოვაყალიბე რისი თქმაც მინდოდა