Waltმარტო გართობაზეც არაა, ცხადია არის ეგეც, მაგრამ ბერლინის ხიმბლი ჩემთვის ისაა, რომ
პანკები და კლუბები გინდა ? ფრიდრიხსაინი ძმაო.
სუფთა და ბიზნეს ცენტრი გინდა ? მითეში.
ხელოვნება და მისთანები გაინტერესებს ? კროიცბერგ./პენცლაუერბერგი და აშ.
ტბები და ეზოიანი სახლები ? ტბების მხარეს რაინიკენდროფში მაგალითად.
კიდე უამრვაი ოფციაა, როგორც ამბობენ ცენტრი არ აქვს ქალაქს და ყველა უბანში შეგიძლია ისე იცხოვრო იქიდან ფეხის გადგმა არ დაგჭირდეს.
სუბკლულტრებით, მრავალფეროვნებით სავსე ქალაქია, რომლის თითოეულ ქუჩას და "კიცს" თავისი ინდეტობა გააჩნია.
ქალაქია რომელიც ცხოვრებისთვის საწირო ყველანაირ კომფორტს გიქმნის, კაფეები, ბიბლიოთეკები, პარკები, აუზები, თეატრები თუ რა გინდა იმის მიხედვით არის შენივე ქუჩაზე, ჰაჰა პარალერულ ქუჩაზე მოგიწიოს გასვლა. აჰო, ნებისმიერი ქვეყნის უგემრიელეს რამეს გასინჯავ, პრობლემა არაა. ქართველებისთვის კი ისიც კმარა რო შაურმა იმ ქალაქში გამოიგონეს.
ამას ემატება, რომ სამყაროს/ევროპის ცენტრში ხარ, ბიზნესის თუ კულტურის თვალსაზრისით.
მე პერსონალურად თეატრზე გავგიჟდი, აი რაც გგონიათ თქვენ თეატრი, მერე იქ რომ მიხვალ მიხვდები რა უნდა იყოს.
მსოფლიოს უდიდესი რეჟისორები დგამენ ბერლინში. პარიზს გაასწრო და ყველას.
მოკლედ რავი, რაც გინდა სულო და გულო ყველაფერია და თან მთავარი ისაა რომ ქალაქი არ "გაწუხებს. ჰაერი მშვენიერი, სუფთა, ხმაური და აშ. თუ კლუბების უბანში არ მიეხეტე არ გაწუხებს. ეხლა თუ მიეხეტე შაბათ-კვირას ძილი გამორიცხე. გულავი რაა იქ მიხვდები.
ჰო, იდელაური ქალაქია ჩემთვის. ერთადერთი ადგილი საქართველოს გარდა სადაც თავი სახლში ვიგრძენი.
იმდენად გენიალური ადგილია, ყველას გისურვებთ გამოცადოთ ამ ქალაქში ცხოვრება რას ნიშნავს.
ბერლინში სულ გაქვს განცდა, რომ აი 19 საუკუნეში პარიზი რაც იყო, ისაა ეხლა ბერლინი
* * *
ამსტერდამის თემას რაც შეეხება, კი ულამაზესი ქალაქია, მაგრამ ბერლინს ბევრი რამით ჩმოუვარდება მე რასაც დავაკვირდი.
იქ არ მიცხოვრია და ტურისტად დაკვირვება, + მეგობრები ცხოვრობდნენ და იმათგან დავადასტურებ.
ის გართობა რაც ვითომ გიზიდავთ, არის ტურისტების მახე. რეალურად გარედან ლამაზი და უშინაარსო ბერლინთან შედარებით.
აი ამღაშენებელზე რო ქართველებმა ფეხი მოვიკვეთეთ და არაბები ბოგინობენ, დაახლოებით ეგ სიტუაციაა. ხოდა წარმოიდგინეთ ქართულ სამზარეულოზე და ვაიბზე შარდენიდან იგებდეთ. ეგაა ამსტერდამიც.
მოკლედ, ადგილობრივების სიცოცხლე აკლია რა. ჰოდა ეგაა მთავარი პრობლემა მაგ ქალაქის დღეს. ბერლინში კიდე იდეალურია ამ მხრივ.
ნუ, აქაც არის, ბერგჰაინი გაყლევდა და რემბო მაიკებიანი იტალიელები ატასავებენ, ცოტა გვერდზე გადით. მარა ნუ მაინც გაგისწორდებათ.
ჰო, უფრო პატარაა, კულტურული და აშ. ივენთები ნაკლებია, უფრო ძვირია. ისეტი მრავალფეროვანიც ვერ არის და მოკლედ, ბევრი რამით ჩამორჩება ბერლინს.
ბერლინში როცა ცხოვრობ იცი რომ სამყაროს ჭიპში ხარ, პერიფერიაში არ გრძნობ თავს, ამსტერდამში კი ბერლინთან შედარებით , პერიფერიაში ხარ.
ეხლა ისიც სათქმელია რო, ბერლინთან შედარებით პარიზიც პერიფერიაა ბევრი მიმართულებით, მაგრამ მაინც.
აი, 19 საუკუნის რეფერენს რო დავუბრუნდე. 19 საუკუნეში რაც იყო პარიზი, ის ეხლაა ბერლინი და დღევანდელი პარიზი გავს, მასინდელ ვენას - ალბათ
This post has been edited by 5unnyday on 19 Sep 2020, 17:17