ფინალის წაგება ძალიან ლოგიკურად მეჩვენება მე პირადად ამ გადმოსახედიდან...
ანუ იმდენი მსგავსი რაღაც მინახავს უკვე ფეხბურთში, რომ საერთოდ არ გამიკვირდება ახლაც ეგრე დაჯდეს.
გუარდიოლამ რომ მოიგოს ახლა ფინალი - ცხადია მაინც იქნება საწინააღმდეგო არგუმენტები, მაგრამ საბოლოოდ
გადატყდება მისი GOAT-ობის ამბავი და კითხვები აღარ დარჩება, რომლებიც ახლა შეიძლება გვქონდეს პეპთან დაკავშირებით..
ანუ ეს იგივეა მესის რომ მუნდიალი მოეგო 2014-ში ან ფერგის მანჩესტერს არ წაეგო ორი ფინალი ბარსელონასთან, განსაკუთრებით
რომის ფინალი - რომელიც ჩემი აზრით რონალდოს აბსოლუტიზმს დაუდებდა საფუძველს და მეორეს მხრივ კიდევ - გუარდიოლას
კარიერას წაიყვანდა სულ სხვა მიმართულებით..
ხოდა რავი PL-შიც ახლა რომ დააკვირდე რა სიტუაციაა. პოჩეტინიო გაიქცა - ტოტენჰემს დაენძრა, ჟოზე ყველა ფრონტზე #####ა უკვე,
მანჩესტერი და ოლე ბოტივითაა, არტეტა ჯერ კიდევ იხოდება, იქეთ კლოპოს დაეწყო რეგრესი ანუ ისევ ტუხელი თუ გამოჩნდება ახლა
რომელიც ერთგვარ ინტრიგას შემოიტანს მომავალი სეზონისთვის.. სამჯერ ზედიზედ მოგება ფინალის ჩათვლით, მერე უკვე ახალი სეზონი
პირდაპირ სუპერთასით იწყება სადაც ისევ ტუხელს შეხვდება ანუ გუარდიოლა ვს ტუხელის ამბავი იხოდება რა - როგორც იქამდე იყო
გუარდიოლა ვს კლოპის და გუარდიოლა ვს ჟოზეს და გუარდიოლა ვს კონტეს..
არადა ფინალი რომ მოუგოს - უკვე ფსიქოლოგიურად ტუხეც გადატეხილია რა - ასე პირდაპირ ვეღარ იტყვი ტუხელი ვს გუარდიოლაო, ამან
რომ სიტის ლიგა დაადებინოს ვიღას ემახსოვრება საერთოდ ტუხელი და ჩელსი..

ამიტომ ჩვენდა სამწუხაროდ მაგ ფინალს სიტი წააგებს - ის მატრიცა რომელშიც ვცხოვრობთ ეგრეა მოწყობილი..
This post has been edited by DATOIA on 9 May 2021, 14:54