nikato-nikatoდანი ალვეში პსჟ-შიც იყო და იუვეშიც, მაგრამ მაგის გამო ვუყურებდი ერთის ან მეორის თამაშებსო ვერ იტყვი..
ანუ მთლად ეგრეც არ გამოვყოფდი ახლა ალვეშს.
მაგრამ სხვა დანარჩენი ეგრეა ხო.. ახლა მოხდა ეგრე რომ მესიც გაიჩითა მაგ გუნდში და ზემოდან ბუსკე-ხავი-ინიესტას ნახევარდაცვა - რომლის მსგავსიც ალბათ არასოდეს განმეორდება..
თუმცა ამათ გარდა დავიდ ვილიაც ჩაიკარგა მაგ გუნდში და ფაბრეგასიც და სექსუს სანჩესიც და ბევრი სხვა სუპერსტარი - იბრას თამადობით, რომელმაც დროზე გაასწრო..
მეორეს მხრივ ბარსას ხავიესტაც ჩემი აზრით იმ პონტში უფრო წარმოჩინდნენ რომ ნახევარდაცვაში ბარსელონას ასეთი დომინანტური თამაში მხოლოდ გუარდიოლას ვერ მიაწერეს - თუმცა
როცა ბაიერნშიც იგივე ქნა ალონსო-ლამი-ვიდალით და მერე სიტიში ფერნანდინიო-დებრუინე-დავიდსილვა იქნებოდა თუ როდრი-გუნდოგანი-ბერნარდოთი - ხალხი მიხვდა, რომ მანდაც უფრო
პეპის გენია და ტაქტიკური რაღაცეები იყო მთავარი...
ერთადერთი რომელსაც გუარდიოლას სისტემამ ვერაფერი დააკლო და პირიქით - აღმოჩნდა რომ რაღაც ამ სისტემაზე მაღლაც კი იდგა -> იყო, არის და იქნება მესი
ამიტომ რა თქმა უნდა სწორება უნდა იყოს ხაალანდებზე და სუპერსტარებზე რომ ჩვენც ვიკაიფოთ, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სისტემის დანგრევის ხარჯზე თუ სპორტული წარმატებაც გვინდა.
მაგრამ მაინც ისეთი თემაა რა

ბერნარდო სუპერსტარი იყო მონაკოში და სისტემამ მარტივად ჩაყლაპა.. ჟესუსას საერთოდ ადამიანის სახე დააკარგვინა, მარეზი ლესტერში ძალიან მაგარი იყო და
გამოსარჩევი ინდივიდუალურად - მაგრამ ჩვეულებრივი ვინგერია.. შეიძლება იყიდო ეგ ხაალანდი და ამ სისტემის ამბებში რომ ცაერთვება და პახაობა მოუწევს, სირბილი, რაღაცა-რაღაცა და პრაგმატული
თამაში - ივან დრაგოსგან უცებ კარსტენ იანკერი შეგრჩეს ან რამე ეგეთი ###ობა
ერთადერთი ვისაც ვთვლი რომ მესი / რონალდოს შემდეგ ამ სისტემის გარღვევა შეუძლია არის ნეიმარი.. იყო სანეც მაგრამ ისე მოხდა რომ მენდი კვლავ გუნდშია და სანე მარჯვენა ფლანგიდან უბერავს სამადლოდ ფლიკის სისტემაში,
არადა ტრალეიბუსი უნდა იყოს და დებრუს ლონგ ბოლებს ამუშავებდეს 50% success რატიოთი

ასევე იმედი მაქვს ფოდენის შემთხვევაში და გრილიშის - თუ ამ ტრანსფერს დადებენ..
მაგრამ გრილიშსაც დარწმუნებული ვარ გამაშებს ამოაწევინებს ეგრევე - ტრავმების რისკის პონტში, თმებს ნანეტზე შეაჭრევინებს და 2-3 თვეში ჯეიმს რაჟდენოვიჩ მილნერად აქცევს - რომელიც ბოლოს გალოთდება და გაბასიაკდება
მოკლედ გუარდიოლა, გუარდიოლა და გუარდიოლა.. ფეხბურთელები დავიკიდოთ ცოტა ხნით..

This post has been edited by DATOIA on 16 May 2021, 15:43
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი