როდრი თამაშობს ზუსტად იმ სტილს, რასაც ბუსკე თამაშობდა - გუარდიოლას ბარსელონაში..
ერთადერთი მინუსი რაც აქვს არის სისწრაფე, ანუ თუ ###ურად დაიკარგა ბურთი ენძრევა, მაგრამ რატომ უნდა დაიკარგოს ###ურად ბურთი ?

როდრი არის ფეხბურთელი, რომელსაც:
1) შეგიძლია ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ჩააბარო ბურთი და იცი რომ არ დაკარგავს.. ფიზიკურად ძლიერია + ტექნიკა აქვს და რონდოს სქილები სათანადო, დრიბლიც,
შესაბამისად ფლობის თვალსაზრისით ძლიერია.. ბურთსაც აკადემიურად / ლამაზად / ჰარმონიულად დაათრევს..
2) თანაბრად კარგი აქვს ლონგ ბოლი და მოკლე პასების უნარი
3) შორიდან კარგად ურტყამს და საჰაერო ორთაბრძოლებსაც სულ იგებს
4) ართმევაშიც კარგია თუ კლეურად დაკარგული ბურთის შედეგად - სისწრაფეში არ ჯობნის მეტოქე.. ანუ ლესტერთან ვუყურებდი სპეციალურად,
სანამ აჯდნენ - პოზიციურად ზუსტად არჩევდა ყველაფერს და ეგრევე ართმეული ჰქონდა ბურთი ლესტერის მხრიდან ბურთის პირველ მიმღებზე..
ერთადერთი, როდესაც მენდის ან ვინმეს კლეობის გამო არასწორად იკარგებოდა ბურთი - მანდ ვეღარ ასწრებდა გადაწყობას..
5) პასების აკურატულობით PL-ში პირველია თუ არ ვცდები..
ანუ გუნდი უნდა გადაეწყოს როდრის სქილებზე და 1) არ დაკარგონ კლეურად ბურთი (ამას აგვარებს ერთის მხრივ კარგი first touch-ს მქონე ფეხბურთელების დატოვება
და არ მქონეების გაჯმეინება) 2) აგრესიული ცენტრ ბექები რომლებიც მაღლა არიან ამოწეულები და აპრესინგებენ 3) აგრესიული რვიანები, რომლებიც როდრიზე მეტს დარბიან..
4) აგრესიული ფულბექები რომლებიც ცენტრში იწევიან და აზღვევენ როდრიშეს...
ახლა ვიღაც იკითხავს - ეს ყველაფერი თუ აკეთეს რვიანებმა და ცენტრებმა - მაშინ როდრი რაღა საჭიროაო
უნდა დავსვათ ასეთი კითხვა -> რას აკეთებდა ბუსკე ბარსელონაში

მოკლედ კანტე და რემბოები არაა გამოსავალი.. გამოსავალია გუნდური თამაში, ერთმანეთის სისუსტეების ამოვსება და გვერდში დგომა..
იქ ახლა როდრიმ ირბინოს და დებრუინემ ცოტა შეისვენოს არ გამოდის.. ყველამ 15-15 კილომეტრი და წამოვა ქულების ნაკადები..
მაურიციო სარი ჩელსიში რომ მივიდა ჟორჟინია მიიყვანა იმანაც - რატომ არ ჩაწია კანტე როგორც ყველას ეგონა, იმიტომ რომ დღევანდელი ფეხბურთი ასეთია,
შეიძლება კი ირბინოს და აზღვიოს, მაგრამ მოგეხსენებათ ინგლვუდიდანაა და არ აქვს იმდენი ინტელექტი - ამ ფილოსოფიის შესაბამისი ექვსიანის პასები აკეთოს
და ტომ ბრედივით ანაწილოს ბურთი.. ამიტომ სადაც მაურისიო სარი მიხვდა მაგდენს, იქ ახლა გუარდიოლა თავისთავად ვერ გამოიყენებს მასეთ ნახევარმცველს..
ტიპი ესპანეთის ნაკრების ძირითადია, რეალთანაც ორივე თამაშში ძალიან მაღალ დონეზე იდგა - კაზიმირო, კროოსი, ვალვერდე, მოდრიჩთან - თანამედროვე ფეხბურთის ტიტანებთან..
სტერლინგი კლეა და 2 მეტრაში დარტყმა არ იცის ან მენდი / ოტამენდი / ფერნანდინიო უშვებენ უაზრო გოლებს დაცვაში - რა როდრიშეს ბრალია, რომ ტიტულები ვერ მოიგო გუნდმა..

რონდოს სქილები აქვს საუკეთესო - ეს არ დავივიწყოთ...

--------------------------ედერსონი--------------------------------------
-------------დიაზი-----------------------ლაპორტი---------------------
ვოქერი-------------------როდრი--------------------------ტალიაფიკო
-------------ბერნარდო--------------------დებრუ-------------------------
ეი რუბენა და ლაპორტი ძალიან მაღლა ამოდიან სულ - ეს უნდა იყოს დაუწერელი კანონი...
ვოქერი და ტალიაფიკო სისწრაფეებს იყენებენ რომ კონტრის შემთხვევაში უცებ გააჩერონ / წააქციონ მეტოქე..
დებრუ და ბერნარდო თავგანწირულად აპრესინგებენ რომ როდრიშეს ნაკლები ზონა დარჩეს ჩასაკეტი..
ეს თუ დაიდო - ყველაფერი ლამაზად დალაგდება..

შარშანდელი სეზონის და პრინციპში აგერ ლესტერთან წაგებაც არის დისციპლინის მორღვევის ბრალი... ბურთი რომ დაიკარგება და დებრუინე სვენებ-სვენებით ჩამოდის უკან,
იქ ახლა მარტო როდრი ვერაფერს იზამს.. დაიკარგა ბურთი ? ჩამოდი დაცვაში - აიყვანე შენი კაცი.. როდრიზე თუ 3 ვს 1 სიტუაციები შეიქმნა ცენტრში, ეგრე არაფერი გამოვა.. ყველამ უნდა ირბინოს 15-15 კილომეტრი მოკლედ, როგორც ეს საჩემპიონო სეზონებში ხდებოდა..
This post has been edited by DATOIA on 30 Sep 2020, 15:22