100 მილიონი სუფთად დაუდეს და კონტრაქტში ჩადებული პუნქტი ამოქმედდა.. ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი
და სიტის ყველაზე ძვირი ტრანსფერი..
არ ვიცი ახლა რამდენად გამართლდება ეს ამბავი, მესიც თითქმის გადმოსული იყო ამ 1 წლის წინ, მაგრამ
ფაქტია რომ გუარდიოლას ცხოველური დაინტერესება გრილიშით - გამოწვეულია იმით, რომ გუნდს აქვს
დებრუინეს რესურსის გამოყენების პრობლემა და არსებული ნახევარდაცვის პირობებში - გამოსავალი ისევ
ის იქნება რომ ცრუ თავდამსხმელზე აწიონ და ქვემოდან გუნდოგანი-ბერნარდომ შეუბერონ..
ამიტომ გუარდიოლას ჰქონდა ორი ვარიანტი შარშან მარტში, როდესაც დებრუინეს კონტრაქტის საკითხი წყდებოდა:
1) გავყიდოთ დებრუინე, გუნდოგანი-ბერნარდოს ცენტრი გახდეს ბირთვი და დებრუს ფულით სხვა პოზიციები მოძლიერდნენ..
2) მივცეთ დებრუინეს კონტრაქტი, დავდოთ ფსონი მისი კარიერის ბოლო / იმედია საუკეთესო წლებზე და მოვუყვანოთ ისეთი ნახევარმცველი
რომელიც საშუალებას მოგვცემს ისევ რვიანზე ვათამაშოთ.
ნუ მე პირადად მერჩივნა დებრუინე გაეყიდათ გამომდინარე იქედან რომ ტრავმატულია, უკვე 30 წლისაა და ფიზიონომიიდან გამომდინარე
ასეთ სწრაფ, აგრესიულ, ენერგიულ ფეხბურთს მაქსიმუმ 2-3 წელს გაქაჩავს (ჯერარდი / ლამპარდივით) და ჯეკი ბერნარდოსთვის შეეწყვილებინათ, ეი infite loop და ტრუალი მიგვეღო

მაგრამ short term-ში ჯეკი-დებრუს ნახევარდაცვა ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ძლიერია.. იმიტომ რომ ჯეკს არაფერი აქვს ისეთი რაც ბერნარდოს არ აქვს და პირიქით.. აი დებრუ და ჯეკი კიდევ ერთმანეთს აბალანსებენ, განსხვავებული ხალხია..
ამიტომ ეს 100 მილიონი კი ვითომ ძვირია (ნუ ამ ინფლაციის პირობებში იმდენად არა, რამდენადაც ზოგადად ფეხბურთის ისტორიის ჭრილში), მაგრამ ეს 100 მილიონი არმარტო გრილიშს ყიდულობს, არამედ დებრუინესაც - რაღაც გაგებით.. ეი მომთაბარე დებრუ უბრუნდება რვიანებს..

ხოო კეინზე ასეთი სასოწარკვეთილი სიტუაცია არაა.. ანუ მეეჭვება 150 მილიონი გადაიხადონ მართლა და თავი გაიგიჟონ, გამომდინარე იქედან რომ უფრო იეფადაც შეიძლება ისეთი ფორვარდის ყიდვა - რომელიც შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით - ბევრად გააძლიერებს მაგ რგოლს..
ჯეკის ამბავი თუ გამოვიდა, ალბათ 10 ნომერს ჩაახუტებენ და დაელოდებიან სიტუაციის განვითარებას..
თუ ჟესუ, ბერნარდო და სხვები ამოყიდეს და დააბალანსეს ფინანსები - შეიძლება გაისროლონ, მაგრამ შეიძლება არც გაისროლონ..
ანუ არ ველოდები რომ მუქთად დაყიდიან ზემოთ ჩამოთვლილებს.. თან არცაა ეგრე, 100 მილიონად ჯეკი იყიდო და 20-ად ბერნარდო ან
სტერლინგი ან ლაპორტი ან ჟესუსა გაუშვა არ გამოდის..
ამიტომ კეინის ტრანსფერი გაიწელება ად გაიწელება, არ შეიქმნიან იმიჯს რომ ერთი სული აქვთ ესენი დაყიდონ და კეინი იყიდონ..
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი