18/19-ში მთელი სეზონი ძალიან მაგრად მიდიოდა დაცვა და ლაპორტი

ენფილდზე უგოლო ფრე, მერე ეტიჰადზეც მაგრად დაუდგნენ,
სხვა თამაშებშიც ჩააბეტონეს ყველასთან.. PL-ში დედა მოუტკნა დაცვამ ყველაფერს, მაგრამ მოვიდა პლეიოფები და 5 გოლი გაუშვეს თუ რამდენიც იყო..
ხოდა რთული სათქმელია რა - შეიძლება მოვიდეს ისევ მეოთხედფინალები და რუბენამ ან სტოუნსმა ისეთი ჭამონ, რომ ლანკასტერი საშვილიშვილოდ გადაიკიდონ

ზოგადად ეს სეზონი და პირველი წრე რომ შევაჯამოთ ჯერ-ჯერობით შემდეგი სიტუაცია გვაქვს:
1) შედეგი არის 19/20 სეზონის მსგავსი ჯერ-ჯერობით ქულების თვალსაზრისით.. მაგრამ ლივერპულს დაენძრა შარშანდელთან შედარებით და სხვებმა ცოტათი კი ამოქაჩეს,
მაგრამ საერთო ჯამში მაინც სიტის ეს შუალედური შედეგია საუკეთესო და პოტენციურად პირველ ადგილზე არიან.. თორემ 16 ქულაა უკვე დაყრილი - არანაირი 100 ქულა და 98 აწი...
2) დაცვა თამაშობს იმ დონეზე რა დონეზეც თამაშობდა 17/18-ში და 18/19-ში
3) შეტევა არის ყველა დროის უყლევესი.. მაგრამ დაცვის შედეგი საშუალებას იძლევა 19/20-ს შუალედურ შედეგებზე გავიდნენ და ლივერპულის ჩავარდნის ამბავში - კოჭლი ცხვრებივით სათავეში მოექცნენ სიტუაციას..
ამ შეტევას რომ შარშანდელი დაცვა დამატებოდა - ალბათ სადღაც არსენალის გვერდზე იქნებოდნენ ცხრილში
შარშან კიდევ შეტევამ გადაარჩინა უჩიკო: ჟესუსა კოპას მერე მოხოდილი დაბრუნდა და 24 გოლი შეაგდო, მარეზი დაფრინავდა წლევანდელთან შედარებით, აგუეროს მადლიანი ტრადიციული 30 გოლი, სტერლინგის გოლები და 100+ გოლი შეაგდეს..
-------
ხოდა რას უნდა ველოდოთ კარგს არ ვიცი რა.. თუ ლივერპული მეორე წრეშიც ასე წაუყლევებს და სხვებიც ამაზე მეტს ვერ მოუმატებენ - თეორიულად ეს შუალედური შედეგი თუ რავი რა ###ობაც ჰქვია შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს PL-ს დასადებად - დაცვის და დებრუს ასისტების ხარჯზე..
მაგრამ ლიგაზე არ ვიცი... დაცვამ უნდა გაქაჩოს რაღაც სასწაულად და დებრუინემ დადოს ბალონ დორის შესაბამისი პლეიოფები რომ გავიდნენ ბოლოში.. სხვა რესურსი მართლა არაა, აგუერო თუ მოიხოდება აპრილი-მაისისკენ და წასვლის წინ მესამე სუნთქვა გაეხსნება დროგბასავით...

---
ჟესუსაც ნამეტანი ჩაჯმულია ჯერ-ჯერობით, მოკლედ ეგ პეპთან ვერ გაიქაჩება რა...
რონალდოს მოსახოდად ფერგის რომ დედა არ მოეტკნა დღეს შეიძლება კუარეჟმას დონის ინდივიდუალისტად დარჩენილიყო..
სულ იმის ცდაში იყო როგორ მოეხოდა, ჩაეგონებინა რომ მსოფლიოში საუკეთესოა, დაჟე იმდენად ემოციური იყო რონალდო რომ შენიშვნასაც კი ერიდებოდა ფერგი (რამდენჯერმა უტირია ფერგის შენიშვნაზე და იმიტომ...

) და გიგზი, სქოულზი, სხვებიც
გაფრთხილებულები იყვნენ მაქსიმალურად გაებლატავებინათ და ლამის სასათბურე პირობები შეუქმნეს რა.. ჟესუსაც სადღაც ეგ ტიპაჟია - თავდაჯერების ამბავში მაგრად უჭირს და ჯერ-ჯერობით ერთადერთი რაც შველის ბრაზილიაში ჩასვლაა 1-2 კვირით..
კეირუშივით დუნგა ან სკოლარი მაინც მოიწვიონ, მაგრამ პრინციპშI პეპს კლეზე კიდია რა, არაა ფერგის მსგავსი მენეჯერი ამ კუთხით - ჩააგდებს ცივ წყალში და თუ გაცურავს გაცურავს თუ არადა მაგის დედაც მოვტკან..

ამიტომ ჟესუ უნდა წავიდეს სადმე ისეთ კლუბში სადაც თავდაჯერების თვალსაზრისით დაბუსტავენ და მთელ თამაშს მასზე ააწყობენ.. სიტიში გაუჭირდება და სადაც სანეს არ შეუქმნეს სასათბურე პირობები, იქ ახლა ჟესუსას ემოციურ კონდიციაზე ვინ იზრუნებს, სხვა გარემოა რა
ველური კაპიტალიზმი და შენით უნდა მოიხოდო, არავინ თავზე ხელს არ გადაგისვამს..
This post has been edited by DATOIA on 18 Jan 2021, 22:46