დორტმუნდი თამაშობს ჰაი პრესინგს, დარბიან ჩაჯმამდე და ცენტრში ძალიან მძლავრად დგანან..
რაღაც პონტშI ეს იყო კლოპოს გეგენ პრესინგის გადამღერება.. სხვათა შორის გლადბახმაც იგივე ითამაშა,
დარბოდნენ და აპრესინგებდნენ.. ეტყობა ჩაუჯდნენ გერმანელები სიტის წინა სეზონის თამაშებს და ააწყვეს ტაქტიკა
ამიტომ ძირითადი შეცდომებიც ცენტრზე წამოვიდა.. კანსელო / ფოდენი და ვოქერი / მარეზი ყველაზე სტაბილურები იყვნენ
და მარეზის ჩართულობა პირველ გოლში / ფოდენის ჩართულობა მეორე გოლში და მთელ მატჩში იყო გადამწყვეტი - დებრუს პასებთან ერთად..
მაგრამ ცენტრში თამაშს რაც შეეხება -> სტოუნსი - დიაზის სვიაზკა, როდრი - გუნდოგანი - დებრუინე - ბერნარდოს რომბი და ედერსონი -> აქ იყო რამდენიმე მომენტი სადაც გაუმართლათ..
ნუ ახლა ვაფასებ იმ კუთხით თუ რა იქნებოდა იდეალური და რა მივიღეთ, თორემ ზოგადად სიტიმ მოახერხა და მატჩის მიმდინარეობისას მოგუდა დორტმუნდი, ჰაალანდი, ტემპი და მომენტებიც
ჰქონდათ ბლომად.. ის 2 გოლი მინიმუმი იყო რაც ეკუთვნოდათ..
მოკლედ გრილიში და ბურთის მთრეველა ამომტანი ნახევარმცველი გაუმჯობესების თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჰაალაანდი.. ანუ გრილიში - ფელიში თუ 150 ღირს ჯამში ეგ უფრო გააძლიერებს
ამ გუნდს ვიდრე 150 მილიონის გადახდა ჰაალანდზე..
გუარდიოლას მთავარი შეცდომა იყო რომ რომბი გაიყვანა და ორი კაცი ჰყავდა ცრუზე..
-------------როდრი--------------გუნდო--------------------
-მარეზი-----------------------------------------ფოდენი-----
------------ბერნარდო-----------დებრუ----------------------
ამ ტაქტიკით იყო ჟესუს შემოსვლამდე, არადა მე მოლოდინი მქონდა უფრო ასეთის...
--------------------------როდრი----------------------------------
-------------ბერნა-----------------------გუნდო------------------
---მარეზი--------------დებრუ----------------------ფოდენი----
და ცენტრში მეტი სიმჭიდროვე..
მაგრამ მეორეს მხრივ ამ ტაქტიკამ პირველი გოლი დაადებინა სიტის და კონტრაზე სწორედ ამ 4 კაცის პრესინგმა გააკეთა საქმე, ეი ამოტანაში კარგად
უშლიდნენ ხელს, მაგრამ მერე უკვე ამოტანის შემდეგ სივრცეები ჩნდებოდა ცენტრში როგორც კი დებრუ-მარეზი-ფოდენი-ბერნას წინაღობას გაივლიდნენ..
თუმცა ამის მიუხედავად ჰაალანდს თუ როისს თითქმის არ მიუღიათ ბურთი და საჯარიმომდე რამდენიმე მომენტის გარდა კარგად ბოჭავდნენ
მოკლედ არაა დორტმუნდი ეგეთი ხელწამოსაკრავი გუნდი - პრესინგი, ბილდაპი, ცენტრშI სიმჭიდროვის შექმნა, ჰაალანდი და როისი -> სერიოზული გუნდია და სიტისთვისაც ძალიან მაგარი ტესტი..
საერთო ჯამში მე კმაყოფილი ვარ - ფაქტია იზრდება და ღვინდება გუნდი - ბევრად უფრო მეტი კოლექტიური სქილები აქვთ მარაგში და გუარდიოლაც უფრო ამუღამებს რაც დრო გადის
ლიგის სპეციფიკას.. თუნდაც ის ამბავი რომ გოლის შემდეგ ფსიქოლოგიურად მარტივად გადაეწყვნენ და აჩქარების გარეშე - პოზიციური შეტევისას გაურჭვეს ბოლო წუთზე იმაზე მიანიშნებს
რომ ფსიქოლოგიურად და მენტალურად მზად არიან ამ დონის ტურნირისთვის..
VIDEO This post has been edited by DATOIA on 7 Apr 2021, 11:59