ტონის ბაიერნის საუკეთესოობაზე, კარიერის რეალში დასრულებასა და მოსალოდნელ ფინალზე:
„ამ მატჩის მნიშვნელობა ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. პირველ ტურში დავმარცხდით და ახლა ზეწოლის ქვეშ ვართ. ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასია.
ზიდანი ეჭვქვეშ არასდროს დაგვიყენებია. ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით, წაგების შემთხვევაში არაფერი იცვლება. მარცხის მწვრთნელზე გადაბრალება ყველაზე ადვილი რამ არის, მაგრამ ჩვენთან ასე არ ხდება და ეს შაბათსაც ვიხილეთ.
გერმანიაში დაბრუნება ყოველთვის მსიამოვნებს, ჩემი ქვეყანაა, ჩემი ენა. თუმცა, მადრიდში ცხოვრება და თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ექვსი წლის მანძილზე, ბუნებრივია შემოთავაზებები იქნებოდა, თუმცა მე არავისთან არ მისაუბრია, რადგან აქ ბედნიერი ვარ და კარიერის დასრულებაც აქ მსურს.
მოტივაციის პრობლემა არ გვაქვს. წაგებების შემდეგ, ერთად დავილაპარაკეთ და ყველაფერი მოვაგვარეთ. ზოგჯერ, ყველაფერი სურვილის მიხედვით არ ხდება, ეს არის და ეს. ვიცით, რომ კლასიკო ყოველთვის მნიშვნელოვანია. ხშირად ხდება ასე, როდესაც ბარსელონას კარგად ვეთამაშებით, ქულებს კი შედარებით პატარა გუნდებთან ვკარგავთ.
წინა სეზონებშიც ჩანდა, რომ მოტივაციის პრობლემა არ გვქონია. კადისთან მსგავსი რამ მოხდა, დონეცკთან - არა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე პატარა გუნდები არ არსებობენ. ეს მარცხი გლადბახთან მატჩს ისედაც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
კადისთან შეხვედრაში საკუთარ დონეზე ვერავინ ვერ ვითამაშეთ, პირველ რიგში მე. თუ ასე თამაშობ, ბუნებრივია რომ მესამეადგილოსანთან დამარცხდები. შახტართან პირველი გოლის შემდეგ თავდაჯერებლობა დავკარგეთ, თუმცა ზოგჯერ ასეც ხდება.
არ დავნებდით, სიტუაცია შაბათს გამოვასწორეთ და ყველაფერი ჩვენს ხელშია. ფინალი გვაქვს სათამაშო და ბორუსიას დასამარცხებლად შაბათზე უკეთესი შეხვედრა უნდა ჩავატაროთ.
სიტუაცია ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი. ექვსი მატჩია დარჩენილი და თუ ტურნირს მარცხით იწყებ, ყოველთვის ზეწოლის ქვეშ ხარ. მითუმეტეს, თუ მადრიდში თამაშობ, უნდა შეეგუო, რომ წაგებებთან ერთად კრიტიკაც იმატებს. თუმცა, ასეც და ისეც ეს მხოლოდ ერთი მატჩი იყო და ახლა უნდა გავაგრძელოთ.
ჩვენც გვყავს სათანადო გუნდი იმისთვის, რომ ბაიერნივით ვითამაშოთ. ბოლო თვეებში, ეს გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა და უნდა შეგვეძლოს იმის აღიარება, რომ ამჟამად, ჩვენზე უკეთეს ფორმაში მყოფი გუნდებიც არიან. თუმცა, 2016-დან 2018-მდე საუკეთესოები ჩვენც ვიყავით. ნორმალურია, რომ ასეთი დომინაცია 10 წელი ვერ გაგრძელდება.
ყველაფერი სწრაფად იცვლება, ეჭვიც არ მეპარება, რომ სულ მალე ჩვენც შევძლებთ საუკეთესოობის დაბრუნებას, ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობთ.
თუ ოთხი ჩემპიონთა ლიგა გაქვს მოგებული, მეხუთე გინდა, რადგან ეს განსაკუთრებული შეგრძნებაა, რომელიც გინდა რომ კიდევ და კიდევ გაიზიარო. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად მსურს კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგება.“
აზრიანი კაცის ინტერვიუა

<3