დღევანდელი პკ გითარგმნეთ, შეძლებისდაგვარად:
მაროტა: ეს იყო ანომალიური სეზონი, მადლობა გუნდს და ყველა ფუნქციონერს, ვინც ამ საშინელი სიტუაციის მიუხედავად თავის თავზე გადაიტანა ყველა სიძნელე.
კონტე: ჩვენ ყველაზე გვიან მოვრჩით სეზონს. თუმცა ახლა კმაყოფილი ვარ გუნდის ფუნქციონალური მომზადებით და ჩვენ ვალდებულები ვართ ვიყოთ უფრო ძლიერნი, ვიდრე გასულ სეზონში.
მაროტა; სატრანსფერო ბაზარი 5 ოქტომბერს იკეტება, თუმცა ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, უფრო უკეთესი გავხადოთ შემადგენლობა. თუმცა აუცილებელია დავიცვათ ფინანსური ბალანსი. წლევანდელი სატრანსფერო ბაზარი ძალიან რთულია, პრაქტიკულად არავინ არ ყიდის და არ ყიდულობს ფეხბურთელებს.
კონტე: ჩვენ ინტერი ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ საერთაშორისო თუ შიდა ასპარეზზე.
კონტე: ჩვენთან მოვიდა გამოცდილი ჩემპიონი ვიდალი და ჰაკიმი, რომელსაც წინ ბრწყინვალე კარიერა ელოდება. ჩვენ ყველაფერს ვათანხმებთ კლუბის ბოსებთან. ეს არის გამოცდილების და ახალგაზრდობის ერთიანი ვექტორი.
მაროტა: ჩვენ ახლა სასამართლო პროცესი გვაქვს ტელევიზიასთან, ფულის გადაუხდელობის გამო, აგრეთვე ველოდებით სპონსორულ შემოსავლებს, რომელიც აგვიანებს ტელევიზიის გამო. არ გვაქვს შემოსავალი მერჩენდაიზინგიდან და სტადიონიდან. ბიუჯეტი შემცირებულია. ახლა მთავარია ყველაფერი ჭკვიანურად გავაკეთოთ, რადგან პანდემიამ სერიოზულად დაარტყა იტალიას.
კონტე: ჩვენ კლუბთან დიდ ჰარმონიაში ვართ. ჩვენს შორის არ ყოფილა სიბრაზე და გაუგებრობა, ჩვენ უბრალოდ დავდექით და ერთმანეთს გულწრფელად ვუთხარით ყველაფერი პირდაპირ, ჩამოვართთ ერთმანეთს ხელი და ყველა შევუდექით კვლავ ერთ საქმეს, რომ კლუბი უკეთესი გავხადოთ.
კონტე: ჩვენ მთლიანად გადავტვირთეთ ურთიერთობები და ახლებურად დავიწყეთ მუშაობა. ახლა იდილია და ჰარმონია სუფევს, ყველა გადასარევად გრძნობს თავს, დიდი მადლობა ბოსობას ასეთი საუბრისთვის.
კონტე: ჩვენ ყველას გვაქვს ერთი მიზანი, გავხადოთ ინტერი უკეთესი და უფრო ძლიერი. გასულ სეზონში ჩვენ არ გვეყო გამოცდილება და მე ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ, რადგან შესაძლოა ბოლომდე ვერ მივეცი გუნდს, რაც შემეძლო. ახლა ყველაფერი კიდევ უკეთესადაა, ჩვენ ერთი მთლიანი მონოლითი ვართ.
კონტე: ერიქსენი? ყველა მოთამაშე ძვირფასია ჩვენთვის, ერიქსენიდან დაწყებული, პიროლათი დამთავრებული, რომელიც ყველაზე პატარაა გუნდში, მე არავის გამოყოფა არ მინდა, მაგრამ ვიტყვი, რომ დიდი ბედნიერებაა, როცა გუნდში გყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კრისტიანია.
კონტე: ვიდალი, ის მშვენიერ ფორმაშია, ის უკვე მზადაა და მე ბედნიერი ვარ. სად ვხედავ მას? ის არის მედიანა, რომელიც წყვილში იქნება კიდევ ერთ ნახევარმცველთან, ამასთან, თუ დაგვჭირდება, მას შეუძლია ტრეკვარტისტას პოზიციაზეც თამაში (ფაქტობრივად დაადასტურა 3-4-1-2)
მაროტა: კონტემ არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია წინა სეზონში. მას თავისი აზრი ჰქონდა გუნდის ფორმირებაზე, ჩვენ ჩვენი და ჩვენ მალე ვიპოვეთ საერთო ენა, ეს ადასტურებს რომ ის დიდი პიროვნებაა.
მაროტა: ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგაზე კარგი გამოსვლა

კონტე: ვერცერთი მწვრთნელი 100%-იან გარანტიას ვერაფერზე ვერ მოგცემთ. მე მხოლოდ იმის გარანტიას გაძლევთ, რომ ვიქნებით ზეკონკურენტუნარიანები და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ინტერი ვართ და ყოველთვის მოწინავეებში უნდა ვიყოთ.
მაროტა: მძაფრი დაპირისპირება, ეს სპორტის დინამიკისთვის დამახასიათებელია. მე ის უფრო გამიკვირდებოდა, ანტონიო რომ ყველაფერზე თანახმა ყოფილიყო და ყველაფერს მშვიდად შეხვედროდა. ზუსტად ამ ხასიათის და თვისების გამო ვაფასებ მას.
კონტე: ჰაკიმი უიშვიათესი პოტენციალის მქონე მოთამაშეა, მნიშვნელოვანია, რომ მასთან ყველა მიმართულებით ვიმუშაოთ, თუმცა ის ძალზედ სწრაფად გადის ადაპტაციას.
მაროტა: რაჯა და პერიშიჩი? გასულ სეზონში ბოსებთან ერთად ჩვენ ავირჩიეთ სხვა ხაზი და ჩვენ ისინი უშიშრად გავასხვისეთ. წელს სიტუაცია შეიცვალა. გასაოცარია, როგორ ცდილობენ ისინი თავის წარმოჩენას, არანაირი დისკომფორტი არ გვაქვს, არანაირი, ისინი ბოლომდე ჩვენთან არიან.
მაროტა: ჩვენ დიდი შემადგენლობა გვყავს, რომელმაც უნდა განვლოს მთელი სატრანსფერო ბაზრის დინამიკა. ვიღაცეებს უნდათ იჯარა/ წასვლა და ჩვენ ვაკმაყოფილებთ მათ. თუმცა ჯერ კიდევ ბევრ კითხვაზე არ არის პასუხები.
მაროტა: მართალია, ჩვენ დიდი შემადგენლობა გვაქვს, თუმცა ეს სეზონი, როგორც წინანდელი, იქნება ანომალიური. ერთხელ გვქონდა ასეთი შემთხვევა - კონტე მიბრუნდა სათადარიგოთა სკამისკენ, რათა ნახევარმცველი შეეცვალა, მაგრამ სკამზე არავვინ დახვდა. წელს ასეთი რამე გამორიცულია.
კონტე: ივან პერიშიჩი მოვიდა ისეთი ვერული სურვილით, რომ დარჩეს და დაგვემაროს, რომ შოკირებული დავრჩი. მას იმხელა ენთუზიაზმი აქვს, რომელიც არასოდეს მინახავს. მას უნდა დარჩენა და თამაში, ის ისე ისრუტავს ჩემს ყველა მითითებას, როგორც ღრუბელი და მე მოხარული ვარ, რომ ის რჩება.
კონტე: მე კანტეს ისევე კატეგორიულად ვითხოვ, როგორც ლუკაკუს? დრო შეიცვალა, ძალზედ შეიცვალა - ლუკაკუ მეც ისევე მინდოდა, როგორც მაროტას და აუზილიოს და მათ დაარწმუნეს სტივენ იანგი ამაში. ასეთი ოპერაციები დიდ ნდობას ნერგავენ მხარეებში.
კონტე: ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ბაზარზე, გავიმეორებ რომ დრო შეიცვალა და ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ ეს. ბოსები გვეუბნებიან, როგორ ჯობია ვიმოქმედოთ და ჩვენ ზუსტად ისე ვმოქმედებთ. ყველა ნაბიჯი იქნება აწონილ-დაწონილი და კარგად მოფიქრებული. ჩვენ უნდა ვნახოთ სარგებელი გაყიდვების დროსაც და ყიდვისასაც.
მაროტა: მსოფლიოში ყველა კლუბი გადააწყდა დიდ ფინანსურ სიძნელეებს, არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ჩვენც გვაქვს რამოდენიმე მომენტი, რომელიც უნდა გავაუმჯობესოთ ბალანსისთვის. ჩვენ გვაქვს პრობლემა სატელევიზიო გადახდებთან, ეს კი ყველაფერი ბიუჯეტშია ჩადებული, როგორც სპონსორული და საშემოსავლო ბალანსი.
ჩვენ არ შეგვიძლია ჩავდოთ დიდი ტანხები შემადგენლობის გასაახლებლად, რადგან ხარჯვას ვერ შევძლებთ, თუ შესაბამისი შემოსავლები არ იქნა. მე იმედი მაქვს, რომ ეს მალე შეიცვლება. მაგრამ ჯერჯერობით მაყურებელი სტადიონზე ვერ შემოდის, ჯერჯერობით ტელევიზია სარეკლამო შემოსავლებისთვის არ გვიხდის და ძნელია საჭირო თანხების აკუმულირება.
მაროტა: აუზილიო და მთავარი მწვრთნელი არჩევენ კანდიდატურას და ჩვენ მერე ყველა ერთად ვწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ. ყველა შესყიდვა იქნება მიზანმიმართული.
* * *
ფბ-დან წამოვიღე: