მაგარი რიცხვები დასვი

ზუსტად ეგრე რო დაჯდეს?
მეზარება რა ძალიან ამ წინასაარჩევნოდ ბაზრები, უფრო სწორად კი არ მეზარება აზრს ვერ ვხედავ ბევრ შემთხვევაში, ოდნავ განსხვავებული რაღაც თუ თქვი სრული უმეტესობა ეგრევე "მტერს" და "უცხო"-ს ხედავს შენში. მაგრამ აქ და შენთან შეიძლება

აი როგორც ადრე მითქვამს და ისევ იმ აზრზე ვარ. ნორმალური ქვეყანა და გარემო თუ გვინდა ეს განორმალურების პროცესი მარტო მთავრობის შეცვლით არ გამოვა.
აი ნებისმიერი სცენარი აიღე, გინდა ოცნებამ მოიგოს, გინდა ოპოზიციამ(ნაცების უმრავლესობით) და გინდა ვერც ერთმა და ჭრელი კოალიციური მთავრობა გაიჩითოს. მერე? ისევ ხალხზე დავა ყვეალფერი

ამას რო ვამბობ ვინმესკენ კი არ ვიშვერ კაცო ხელს, ჩემ თავს ვგულისხმობ პირველ რიგში და უფრო რო გავკადნიერდე ჩვენ თავს

ერთი ის კი არი რო უფრო ჭრელი მთავრობა თითქოს უფრო იძლევა საშუალებას, პროცესებში უფრო ბევრი ხალხის, უფრო პასუხისმგებლიანად ჩართვის. მაგრამ მაგ საშუალებას გამოყენება უნდა.
ან მოდი ასე ვთქვათ, აი წარმოიდგინე გაჭედა რეზოს მატრიცამ

და გამოტოვა შემდეგი ორი დღე და უცბად გაიჩითა კოალიციური მთავრობა. მერე? ის ხალხი ვინც ისე ფიქრობს როგორც შენ არ მოგწონს ხო ისევ იარსებებს და ხო ისევ იგივენაირად იაზროვნებს? ჩაკეტილი წრეა, საურონის ბეჭედივით და მასსავით რთულად გასანადგურებელი