არა ძმაო, ურტყან მაშინ სკოლის მოსწავლეებმა ვოდნიკები ყოველ დღე და აშენდება ქვეყანა
Fizikismamaხო გითხარი მარტო კუნთის დაყენება არაა მეთქი?
მე ვიცნობ რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს, ნუ ახლა ბავშვები აღარ არიან, გადასცდნენ 20-ს, მაგრამ ბავშვობა რეგიონში გაატარეს და იმის გამო რო ჭიდაობაზე ან კრივზე დადიოდნენ, ასცდნენ თინეიჯერობაში მოწევა-დალევების თემებს. არცერთია ახლა არნოლდ შვარცნეგერი და ლადო ხინჩეგაშვილი, მაგრამ პატიოსნად მუშაობენ, აქტიურად ცხოვრობენ და ყვერებს არ იფხანენ სახლში, განსხვავებით თავიანთი თანატოლებისგან.
ამას ჰქვია ჯანსაღი ცხოვრება.
და კი, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს 18-19 წლის მოქალაქეებზე და საერთოდ ყველა მოქალაქეზე.
უნდა გაკეთდეს რეგიონებში ყველგან სპორტდარბაზები, ინფრასტრუქტურა, აუზები და უნდა იყოს ხელმისაწვდომი რომ ბავშვები დაინტერესდნენ და შევიდნენ.
ძალიან ცოტა დადგება მანდ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, ანუ სპორტსმენების გამოზრდის მიზნით არ ვამბობ, მთავარია რო ბავშვებმა თავიანთი თინეიჯერობა გაატარონ სპორტდარბაზთან ახლოს რო ქუჩაში არ დადგნენ ###ებივით და ბულბულატორის რტყმაში არ გაატარონ დრო.

მოწევა და დალევა არ უნდა აღიქმებოდეს როგორც მაგარი ტიპობა. რა განსხვავებას მოიტანს ეს?
ძალიან ბევრი ბავშვი იმიტომ იწყებს რომ სხვას უყურებს, ჰგონია რომ მაგარია, წრეში თავის დამკვიდრებაში ეხმარება, ზოგს საერთოდ ნორმა ჰქონია იმდენად ყველა ეწევა და სხვამს და მერე ორივე რომ დამოკიდებულებას იწვევს ვეღარც გამოდიან უკან, ანუ სურვილიც არ უჩნდებათ უკან გამოსვლის, იმიტომ რომ ამათ საზოგადოებაში ნორმად აღიქმება ეს ყველაფერი.
This post has been edited by weasel on 21 Oct 2020, 14:39