Fizikismama

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9625
წევრი No.: 186944
რეგისტრ.: 1-June 14
|
#57018937 · 21 Oct 2020, 15:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Deutschland..
QUOTE | აი ევროპა რომ აიღო ხო, ვერ წარმოიდგენ ისე ხელმისაწვდომია ჯანსაღი ცხოვრება იქ, იმით რომ სპორტ.დარბაზები წარმოუდგენად იაფია, ჯანსაღი საკვები წარმოუდგენლად იაფია, სიგარეტს რომ აუსვაისის გარეშე არავინ მოგყიდის სულ რომ პროჭზე გაიხე და ა.შ. ყველანაირი ხელშეწყობაა ამ მხრივ.
|
მერე ამაზე ვსაუბრობდი მე, სახელმწიფომ უნდა შექმნას საშუალება, რითიც ხალხი გამდიდრდება-თქო, ამაში ვართ ერთ ხაზზე და შენი ნათქვამიდან გამომდინარე, წესით გაგრძელებაშიც ერთ ხაზზე უნდა ვიყოთ (რო ამბობ არჩევანის თავისუფლებაო), ანუ ეს გამდიდრებული ხალხი, მერე შენზე და ჩემზე უკეთ გადაწყვეტს თავიანთ ფულს რაში დახარჯავს, სპორტ დარბაზში თუ ბუბიტოს ამოყვანაში. არ ჭირდება ამას იდეა ფიქსები და ეროვნული პოლიტიკები, ყველას თითო კუბიკი მუცელზე. გასაგებია რო სახელმწიფო და ერთად თუ არ ვიდექით და ისრები გადატეხე აბა, გასაგებია, მაგრამ მე იმას ვამბობ, რო ეს თითის ქნევით ლაპარაკი არ არის კარგი, რადგან ყველა ადამიანის ცხოვრება, ჩემი რწმენით, თავისი საკუთარია და არ უნდა უყუროს დოიჩას დაქნეულ თითს და ფიზიკისმამას დაქნეულ თითს რა აკეთოს, როგორც მოწევაში და დალევაში არ უნდა წახედოს სხვას, ისე არ უნდა წახედოს ჯანსაღ ცხოვრებაში (უხეშად ვამბობ, კარგში უნდა წახედო აბა რა ჩემი ### უნდა ქნა), ანუ თავად გადაწყვეტს მოწიოს თუ მოწოვოს.
QUOTE | იმიტომაც არის იქ, რომ ადამიანის ასაკი 80-90 წელი ჩვეულებრივ რამედ ითვლება, საქართველოში კიდე "ვაა რამდენ ხანს უცოცხლია".
|
ეს არის თითქოს ფაქტი (ფაქტი იმიტო რო სტატისტიკას ეფუძნება, მარა "თითქოს" იმიტო დავუმატე რო არანაირი 90 წელი არ არის ჩვეულებრივი ასაკი, შეგიძლია ჩახედო საშუალო ხანგრძლივობას და ნახავ რო 90 წელი არ არის ჩვეულებრივი რამე, არსად იმენა), მაგრამ მცდარი გზით არის ინტერპრეტირებული და რატო გეტყვი. ისევ მაგ სტატისტიკას რო ჩახედავ, სადაც მოცემულია ქვეყნების მიხედვით ადამიანების სიცოცლის საშუალო ხანგრძლივობა, ნახავ რო, რატომღაც იქ კი არ ცხოვრობენ უფრო კარგად, სადაც ყველაზე მეტი "კაჩოკი" დაიარება ან ყველაზე თესლად აპროპაგანდებენ ჯანსაღ ცხოვრებას, არამედ იქ ცხოვრობენ სადაც დედა #####ული მეტი ფული აქვს ადამიანს, შესაბამისად მეტი პროფესიონალი ექიმი ყავს და ა.შ (არის იქ რაღაც განუზომადი მონაცემებიც, მაგალითად მოხუცების ჩართულობა საზოგადოებაში და ა.შ), მაგრამ მე იმას ვამბობ, რო ადამიანს რო ბევრი ფული უდევს ჯიბეში, ბევრ რამეზე მიუწვდება მერე ხელი და ეგ უნდა იყოს იდეაფიქსი, რო კაცი გამდიდრდეს და მერე იცოცხლებს თუ არ იცოცხლებს, უკვე მაგის ნებაა და არა ანგელა მერკელის ან ვინმე სახელმწიფო მოხელის.
სიგარეტის ზიზღს რაც შეეხება, მეც მაგ კატეგორიაში ვარ, არასდროს მომიწევია სიგარეტი, არასდროს მქონია სურვილი რო ვა რა თესლია და რაღაც, მარა რო ეწევა ხალხი და მივიდე და ფუ მძღნერს ეწევით-თქო ვუთხრა, ღირსი ვიქნები ენაზე თუ დამაწვავენ მაგ სიგარეტს.
weasel მეც ხომ გითხარი მერე, რო მივხვდი-თქო, მეც ხო გითხარი, რომ მარტო კუნთის დაყენება არ არის, გეთანხმებითქო?
და ძალიან რო გავაპრიმიტიულოთ ჩვენი საუბარი, ანუ შენ მესაუბრები რაღაც ზე-მოცემულობებზე, რომელისაც მე არ მწამს, არ მჯერა რო შენ უფრო გადარდებს ვიღაც თანასოფლელის ბედი, ვიდრე თავად მას საკუთარი ბედი, ანუ ეგ ნარატივი მიუღებელია, "ჩამოდი გარაჟიდან, რამე არ მოიწიო" პოზიციიდან რომ მელაპარაკები, ეგ ნარატივი არათუ მიუღებელი, არამედ არა-სარწმუნოც არის ჩემთვის. და თუ ყურადღებას იმაზე გამიმახვილებ, რო მე მათი ბედი უფრო კი არ მადარდებს, არამედ უფრო ვიცი, მისთვის კარგი რა იქნებაო, ეს სხვა არის, თუმცა ესეც არა-სარწმუნოა, რადგან მაგალითი და შედარება რომ მოვიყვანოთ, შენ რო კონკრეტულად რამე გუნდს ქომაგობ, ანუ ინტერს ხო ქომაგობ? ანუ ეგ გზა გაქვს არჩეული ცხოვრებაში, ხოდა ჩემთვის მაგალითად სრულიად წარმოუდგენელია ადამიანი როგორ უნდა ადგე და ინტერს უქომაგო, მართლა, მაგრამ მაგ ყოველივეს გათვალისწინებით არ ვაძლევ თავს უფლებას რო გაკვირვება და სიფიცხე გამოვხატო, რადგან არ ვარ დარწმუნებული ჩემი მოსაზრების სისწორეში, რომ ინტერისთვის ქომაგობა წარმოუდგენელია და სიტყვაზე ჩელსისთვის ქომაგობა წარმოსადგენი. არ ვარ დარწმუნებული შენ როგორ სიამოვნებას იღებ ამით, შენი თვალით ვერ ვუყურებ სამყაროს. ეხლა თუ მეტყვი რო ინტერს და ფეხბურთს ცხოვრებას ნუ ადარებო, მანდ აღარ გავაგრძელოთ კამათი, იმიტო რო საბოლოოდ იქამდე დავივართ, რო ადამიანმა სიამოვნება უნდა მიიღოს თავისი ცხოვრებისგან (ჩემი რწმენით) და იმაზე არ უნდა იდარდოს, არიქა, ვიზელას იმედებს გავუცრუებ, ჩემს სამშობლოს თუ არ გამოვადექიო, და რამენაირად არ მოვეწყვე სამსახურშიო, არამედ იმაზე უნდა იფიქროს რო, შენი სიტყვებით რო ვთქვა თუ უნდა რომ "ყვერები იფხანოს სახლში" და თუ ეს მაბედნიერებს დაე ვიყო ყვერები ფხანია-ო, არ მაინტერესებს სხვა რას იფიქრებსო. საბოლოოდ იქამდე მივდივართ, როგორ ვუყურებთ ცხოვრებას, შენც, მეც და სხვა ნებისმიერი ადამიანიც და მაგ ღირებულებებიდან გამომდინარე, ვირჩევთ ცხოვრების სტილს. ხოდა ეხლა შენ თუ "ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საწინდარია" გაქვს ღირებულებად, მაშინ შენი ცხოვრების სტილის არჩევანიც შენზეა, მაგრამ მე თუ ჩემს აზრს გამომახატვინებ, გეტყვი რომ ეგ არ მაქვს საწინდარი და გეტყვი რომ რაზეც ვიკამათეთ, ეგრე ვუყურებ სწორად სამყაროს, ანუ კიდევ უფრო რო დავწვრილმანდე, ჩემთვისაც: ჯანსაღი ცხოვრება (შენეული განმარტებითაც და ჩემეულითაც) > "ყვერების ფხანვა" დასაქმებული ახალგაზრდობა > უმუშევარი ახალგაზრდობა პენსია 500 ლარი > პენსია 180 ლარი მაგრამ, მე რო ესე ვუყურებ, მე შესაბამისად ვიცხოვრებ და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სახელმწიფომ ხალხზე, უხეშად რო ვთქვათ და სახელმწიფოს ფუნქციების გარჩევამდე არ დავიდეთ, უნდა იზრუნოს იმ კუთხით, რომ გაამდიდროს და გაუჩინოს სხვადასხვა აქტივობების კეთების შესაძლებლობა. ანუ მოთხოვნა და არა მოთხოვნილება. და არ უნდა ბეჭდოს პოსტერები, არ უნდა აქვეყნოს პროკლამაციები, თუ როგორი უნდა იყოს ახალი პოსტ-სოვიეტიკუსი ადამიანი და გეგმა არ უნდა დაუსახოს მოქალაქეს, დღეში ასი აჯიმანია აკეთე და 8 საათი გაატარე სამუშაო ადგილასო. ხოდა ამის მერე, ადამიანი ბულიკს დაარტყამს, თუ სოციალურ აქტივოებებში ჩაერთვება, ეს არის მისი საქმე, რომლის შეფასებაც, რასაც ეხლა ვაკეთებთ ორი გვერდია, თავისუფლად შეგვიძლია.
ქართველი დამწყები ბიზნესმენის "კუზავო" რომელია არ ვიცი, მაგრამ რომელიმე პაკეტში G კლასის მერსედესი შემიყვანეთ, კერძოდ გელენდევაგენი.
--------------------
Avi: Should I call you Bullet? Tooth? Bullet Tooth Tony: You can call me Susan if it makes you happy.
|