საემიგრაციო პოლიტიკა იცვლება პირველ რიგში, რადგან საემიგრაციო სასამართლო გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაშია და დამოუკიდებელი შტო არ არის, განსხვავებით ჩვეულებრივი სასამართლოსგან, რომელიც აბსოლიტურად დამოუკიდებელია. პროკურორს დანიშნავს პრეზიდენტი და განსაზღვრავს სამომავლო პოლიტიკას. ზოგადად ასე ძალაუფლება არავის აქვს, ბალანსი არის დაცული და იანვარში სენატი თუ დაიტოვეს რესპუბლიკელებმა რამე ძირეული ცვლილებები არ იქნება. აი თუ მოიგეს ჯორჯიის სენატის არჩევნები დემებმა და პრეზიდენტობას სენატიც დაუმატეს, დიდი ალბათობით მთლიანად შეცვლიან ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას და რესპუბლიკელები ვეღარასდროს ვეღარ მოვლენ რომელიმე შტოს სათავეში.
გეგმა აქვთ შემდეგი:
1. ფილიბასტერის გაუქმება.
2. დისის და პუერტო რიკოს ახალ შტატებად დამატება, რაც ნიშნავს იმას, რომ სენატის უმრავლესობა მუდმივად ექნებათ დემოკრატებს.
3. უზენაეს სასამართლოში ახალი ადგილების დამატება. საუკუნეებია 9 მოსამართლეა და ეხლა ბალანსი არის 6-3 კონსერვატორების სასარგებლოდ. ყველა მოსამართლეს ვისაც დაამატებენ იქნებიან დემორკატი აქტივისტები და არა კონსტიტუციის ორიგინალისტები.
4. ამომრჩეველთა კოლეგიის გაუქმება და პრეზიდენტის პირდაპირ ხალხის ხმების რაოდენობით არჩევა. ესეც იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტი ვეღარასდროს გახდება. 2016 წელს 3 მილიონით, წელს კი 5 მილიონი ხმით მეტი მიიღეს დემოკრატების კანდიდატებმა, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ კალიფორნიის ხარჯზე. სხვაგან არსად არ არის ასეთი სხვაობა თუ დისის არ ჩავთვლით. ანუ რეალურად ქვეყნის განწყობას არ გამოხატავს ეგ 5 მილიონიანი სხვაობაც კი, მხოლოდ ერთი შტატის გავლენაა და კალიფორნია არ უნდა წყვეტდეს მხოლოდ პრეზიდენტის ვინაობას. მაგრამ ამას კონსტიტუციის ცვლილება ჭირდება რომ შეცვალო და ეს არის ურთულესი პროცესი, 2/3 გჭირდება ამისთვის და დისის და პუერტო რიკოს დამატებითაც ვერ შეძლებენ. უბრალოდ დამოკიდებულება ჩანს, ამის სურვილიც რომ არია უკვე საგანგაშოა.
როგორც მიხვდი ერთ პარტიულ სისტემაზე უნდათ გადასვლა დემოკრატებს.