ვან დეიკს და ჯო გომესს უმძიმესი ტრავმები აქვთ, რაც შეიძლება ფეხბურთში დაგემართოს.
ვან დეიკის ტრავმა - ACL injury - წინა ჯვარედინი იოგები. აქაც შემთხვევას გააჩნია ზოგი ჯვარედინი იოგების დაზიანება უფრო რთულია ზოგის ნაკლებად. ზუსტად იგივე ტრავმა ჰქონდა: კურტ ზუმას, ზლატანსაც დაახლოებით იგივე.
ვან დეიკი შეიძლება მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდეს, მაგრამ ძალიან საფრთხილოა რეაბილიტაციის პროცესი. დაბრუნებიდან რამდენიმე თვე მუხლი ისევ სუსტია და ტრავმის რისკი არსებობს. ასე რომ რა დროც არ უნდა დაჭირდეს, ახლა მთავარია ვან დეიკი სრულფასოვნად დაბრუნება.
დაბრუნებიდან რამდენიმე თვე ვან დეიკი თავიდანვე ისევ იმ სისწრაფეზე და იმ დატვირთვებით ვერ ითამაშებს. უმჯობესი იქნებოდა ევროპის ჩემპიონატზე საერთოდ თუ არ წავიდოდა.
ვისაც ახსოვს ჯო გომესი ახალი გამოჩენილი რომ იყო, 18 წლის ასაკში დაახლოებით იგივე ტრავმა დაემართა, რაც ვან დეიკს. რამდენი ხანი გაუცდა. ბრუნდებოდა, ისევ უმიზეზდებოდა ტრავმა და ასე გაიწელა მისი ტრავმიანობა, სანამ ფორმის აღდგენა შეძლო.
ახლა ჯო გომესს ვან დეიკზე უფრო მძიმე ტრავმა აქვს - Patellar tendon rupture - მუხლში ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესის გაწყვეტა. უმძიმესი ტრავმა. ადრე ეს ტრავმა ნიშნავდა კარიერის დასრულებას.
რონალდო ნაზარიოს ზუსტად ეს ტრავმა დაემართა. ეს იყო მისი ყველაზე მძიმე დაზიანება. რონალდოსი არ იყოს ჯო გომესის მუხლიც საშინლად გამოიყურება. ეს ტრავმა უფრო ხშირად კალათბურთელებს ემართებათ. როგორც წერენ გამოცემები: ვისაც ეს patellar tendon-ის ტრავმა დაემართა, ვეღარცერთი დაუბრუნდა ტრავმამდელ სათამაშო დონეს.
ეს მყესი მუხლში ძვალსა და კუნთს აკავშირებს, ამ ნაწილზე მოდის მთავარი დატვირთვა სირბილისას და ახტომისას. 6-დან 12 თვემდე ჭირდება ამ ტრავმიდან დაბრუნებას. მაგრამ დაბრუნების შემდეგაც მცირე დატვირთვებით შეიძლება თამაში, რადგან გარანტირებულად ექიმებიც ვერ ეუბნევიან ფეხბურთელს, როდის აღუდგება მუხლში ძალა ბოლომდე.
იმედია ჯო გომესის ტრავმა იმდენად მძიმე არაა, როგორიც ეს ტრავმაა ხოლმე ჩვეულებრივ შემთხვევაში.
თუ მძიმე Patellar Tendom injury აქვს. ეს ნიშნავს საერთოდ ლაპარაკი არ უნდა იყოს როდის დაეხმარება ლივერპულს. ახლა დღის წესრიგში ის კითხვაა თუ - როგორ შეძლებს ჯო გომესი ფეხბურთში დაბრუნებას. გომესი დიდი ხანი ვეღარ იქნება "ლივერპულისთვის გამოსადეგი" ფეხბურთელი. ლივერპული უნდა დაეხმაროს ფეხბურთში დაბრუნებასა და ფორმის აღდგენაში.
ასეთი მძიმე ტრავმის გადატანა ფსიქოლოგიურად მძიმეა. ვან დეიკზე მეტი იწერება, ჯო გომესზე იმდენად არა. არადა გულშემატკივრის თანადგომა ჭირდება ახლა ჯოს.
ერთადერთი ვიმედოვნებ ძვლისა და კუნთის დამაკავშირებელი მყესი ბოლომდე არაა გაწყვეტილი და შედარებით მცირეთაა გაწყვეტილი. გარდა ამისა ძლიერი ათლეტია ჯო გომესი თავისი შრომისუნარიანობით და დაბრუნდება.