სადიო მანე - 5 წელი ლივერპულში.
არ დამავიწყდება ახლად მოსული მანე საწყის თამაშებში, რამდენად აღემატებოდა ლივერპულის დანარჩენ მოთამაშეებს. ერთი თავით მაღლა იდგა ყველაზე.
სისწრაფე, თამაშის ინტნესივობა, დრიბლინგი თუ დარტყმა. საწყის თამაშებში მარტო მანეს გამოსდიოდა გოლების გატანა. მაშინ კი უფრო მეტ სივრცეებს გვაძლევდნენ გუნდები შეტევაში.
VIDEO პირველი ტური - ტიპმა დახაზა ისე ითამაშაო" მანეზეა ნათქვამი. ეს გოლი არსენალთან დაუვიწყარია. მანემ შემოიტანა ახალი სიცოცხლე ლივერპულში. ენერგია და მუხტი, რომ ლივერპული დაბრუნდებოდა.
ლივერპული ითამაშებდა უსწრაფეს, სანახაობრივ ფეხბურთს. მანე იყო - Role model მოთამაშე თუ როგორ უნდა იყოს ლივერპულის შემტევი. რა სისწრაფე და სიმძლავრე უნდა შემოჰქონდეს ფლანგებიდან.
მანესთან ერთად სხვებიც აჩქარდნენ. მხარი აუბეს. მილნერი, ლალანა თუ კოუტინიო - თითოეული მათგანი უფრო სხარტი და მოძრავი გახდა. კლოპის ფეხბურთი მოითხოვდა ამას.
მანე - კლოპის მანქანის საფუძველი, რომელსაც ფირმინოს გაფორვარდება და სალაჰის დამატება მოჰყავ. იმედია ისევ ისეთი ფორმითა და ენერგიით დაბრუნდება შემდეგ სეზონში.