ეს გამანადგურებელი მატჩი სინამდვილეში არ ყოფილა მარტივი. მადლობა კლოპის სამწვრთნელო შტაბს: პიტერ კრავეცს და პეპინ ლინდერსს. რომლებმაც კარგად შეისწავლეს პალასი და სწორად მიუდგნენ თუ როგორ უნდა ეთამაშათ ამ გუნდთან.
აიძულეს პალასს ბურთით ეთამაშა. პირველ ნომრად მოთამაშე პალასი თავს კარგად ვერ იცავს. გათვლა იყო სწრაფ გოლზე და კარგია რომ გამოუვიდა მინამინოს.
ათრია კლაინი
მეორე გოლამდე ისე ქმნიდა მომენტებს კრისტალ პალასი, თითქოს სადაცაა გოლი უნდა გაგვეშვა. ლივერპული იდეალურ დაცვას ვერ თამაშობდა. მანეს გოლმა კი მუხტი ჩაუკლა პალასს და მერე უკვე ადვილი იყო.
დაიგეგმა თუ თავისით გამოვიდა. კომბინაციის ყველა ჩანაფიქრი იდეალურად განახორციელეს და სწორ დასასრულამდე მიიყვანეს. 7 კარში დარტყმა 7 გოლი.
დღეს მაგრად გამოგვადგებოდა 5 ცვლილება, ახლა რამდენიმე დღიანი დასვენება ფეხბურთელებს.