ემანუელ პეტიმ, "არსენალის" ფეხბურთელები გააკრიტიკა:
"როდესაც "არსენალის" რამდენიმე გამოცდილ მოთამაშეს ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მრჩება, რომ ამხანაგური შეხვედრის წინა შეკრებაზე არიან, სადაც მხოლოდ სიამოვნება უნდა მიიღო".
"დიახ, შესაძლოა გააჩნიათ ამბიციები, მაგრამ არ მოველი მათგან ტოპ-გუნდების დამარცხებას".
"მაისურებიდან კლუბის ემბლემა რომ მოაცილო და ისე უყურო თამაშებს, იფიქრებ რომ რაღაც საშუალო გუნდია. არტეტას ადგილას, სეზონის ბოლოსთვის, ჩემი მთავარი მისია, ნახევარი შემადგენლობის გაშვება იქნებოდა".
"ვცდილობ არ ავყვე ემოციებს, როდესაც ამ "არსენალს" ვუყურებ. მხოლოდ, უბრალო საშუალო დონის გუნდს ვხედავ, რომლისგანაც რაიმე განსაკუთრებულს არ უნდა ველოდო".
"შეხედეთ ძირითად შემადგენლობას და შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რომელია საუკეთესო თავის პოზიციაზე, პრემიერლიგის ფარგლებში?"
"ბოლო 2-3 სესონის შემხედვარე, არიან კი ისეთი მოთამაშეები, რომლებთანაც კითხვა არ გიჩნდებათ? მე მაქსიმუმ ოთხს დავასახელებდი: კარინ ტირნი, ბერნდ ლენო, ბუკაიო საკა და ემილ სმიტ როუ. ემილის თამაში პოლ გასკოინის მოქმედებებს მაგონებს".
ნახავდით მარა მაინც
This post has been edited by gunnera on 8 Apr 2021, 19:48
,,მაგის შემდეგ ცენტრთან იმათ ნახევარში კვარას ეუხეშენ, თითქმის 5 წუთი უქნია ორივე მსაჯს თითი მაგრამ არც იქ გაჭრა ცნობადობამ''