გაგრძელება ...
8. კონტეს ამ ყოველმხრივ ხარისხიან ჩანაფიქრს ერთი მტკივნეული ნაკლი ჰქონდა - იმის გამო, რომ გუნდი პრესინგზე უარს ამბობდა და დაცვაში ელოდებოდა თანაქალაქელების შეცდომებს, აუცილებელი გახდა მაქსიმალურად "ღრმად" ჩაჯდომა გუნდთან, რომელსაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავს. თუ გუნდი მაქსიმალურად უკან ჯდება ე.წ. "ბლოკზე", ასეთ დროს იბრაჰიმოვიჩს თამაში უადვილდება, რადგან მეორე სართულზე ეფექტურია და ჩაწოდებებით ხიფათის შექმნა შეუძლია.
ზუსტად ამის მომსწრე გავხდით მეორე ტაიმის დასაწყისში, "მილანმა" შექმნა სამი მომენტი და სამივეში მთავარ როლს შვედი თამაშობდა (ორჯერ მან დაარტყა, ერთხელ კი ბრძოლაში მოიპოვა ბურთი, რასაც ტონალის გასროლა მოჰყვა)
მილანი შეეშვა ბურთის სტერილურ გორაობას, კალაბრიაც უფრო აქტიურად მიდიოდა შეტევაში

"ინტერი" ღრმად ჩაჯდა საჯარიმოში და იბრაჰიმოვიჩს მცველებთან ჭიდილში შანსები გაუჩნდა


ჰანდანოვიჩის სეივებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა
"მილანის" სუპერმონაკვეთს ცივი წყალი გადაასხა "ინტერის" ბრწყინვალე გოლმა, რომელიც ცალკეული ფეხბურთელების იდეალურმა ინდივიდუალურმა ქმედებამ შექმნა, თუმცა ეს დანაწევრებულად ინდივიდუალურმა მოქმედებებმა იდეალური გუნდური გოლი შექმნა - ჯერ ბარელას პასზე ლუკაკუმ კარგად დაიჭირა ბურთი და გაქცეულ ჰაკიმის უპასა, რითაც "ინტერმა" თვალისდახამხამებაში რიცხობრივი უპირატესობა შექმნა


ამ, კიდევ ერთხელ განვმეორდები, იდეალურმა ქმედებებმა პირველად მისცა შანსი "ინტერს" მეორე ტაიმში მეტოქსი დასჯის და მან დასაჯა "მილანი"
10. გოლმა თამაშის სურათი შეცვალა. "მილანს" უკვე მეტად ეჩქარებოდა და საკუთარი თამაშის რადიკალიზება დასჭირდა. თუ ტაიმის დასაწყისში ძლიერად უტევდა და თან "ინტერის" კონტრშეტევების შეკავებაც ჭირდებოდა, ახლა უკვე ბევრად დიდი ძალებით წინ წასვლა დასჭირდა. ბურთის ფლობა თითქმის 67% აღწევდა, მაგრამ კარში დარტყმები 6:5-ზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ "ინტერი" უფრო სახიფათო შეტევებს ახორციელებდა. მილანის უპირატესობა, რომელიც ტაიმის დასაწყისში ჰქობდა, ისეთი ძლიერი აღარ იყო, რადგან 0:2-ზე რთული იყო გადარჩენა, ისე რომ ი"ინტერს" სახიფათო კონტრშეტევები აღარ განეხორციელებინა
11. ჰანდანოვიჩი მატჩის ერთერთი გმირი გახდა, 8 სეივით, რომელთაგან ნახევარი მართლა სახიფათო იყო. ამასთან, სეივების გარდა აღსანიშნავია, რომ მეკარე უდიდეს როლს თამაშობდა მეტოქის პრესინგით შემოტყუებაში. ის არა მარტო სიმშვიდის და თავდაჯერების განსახიერება იყო, არამედ ძალიან ხშირად შეტევების წამოწყების ერთერთი ინიციატორიც

მეკარის ასე ფეით თამაში ტოპ-დონედ ითვლება. ჰანდანოვიჩი ასეთი არ იყო, ის კონტესთან გახდა ასეთი
12. კიდევ ერთი, ვისაც ჯერ არ მიუღია ჩვენგან კონპლიმენტები, ივან პერიშიჩია. როგორც წესი, ინტერი პრესინგში მარჯვენა ფლანგზე იტყუებდა მოწინააღმდეგეს, სადაც თეო ერნანდესს პროვოცირებდა, თვითონ კი სწრაფად გადაჰქონდა მარცხენა ფლანგზე. პერიშიჩი ხშირად აკეთებდა აჩქარებას, ქმნიდა შეტევის ბევრ ვარიანტს, მიიღო ორ საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა და დაცვაშიც ძალიან მყარად იდგა
14. Второй тур подряд Эриксен выходит в топовом матче в старте. Теперь выбор Антонио был более осознанным – и датчанин его снова не подвел. Без Эриксена «Интер» при построении атак минует опорную зону соперника. Доставляет мяч напрямую в последнюю линию – либо на нападающих, либо через фланги.
13. ზედიზედ მეორე თამაშია, კრისტიან ერიქსენი ძირითად შემადგენლობაში გამოდის ტოპ მატჩში. თუ წინა შემთხვევაში ეს იძულებითი იყო, ახლა ნამდვილად მასზე გააკეთა გათვლა კონტემ და დანიელმა ისევ არ უმტყუნა. ერიქსენის გარეშე შეტევების დროს "ინტერი" ხშირად უგულვებელჰყოფს ცენტრალურ ზონას და ისე გადააქვს ბურთი პირდაპირ თავდამსხმელებთან, ან იწყებს შეტევას ფლანგზე

ეს ერთი მხრივ ცუდი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კონტეს კარგად აქვს აწყობილი ეს მექნიზმი, მაგრამ ერთფეროვანი ნამდვილადაა. კრისტიანთან ერთად ყველაფერი იცვლება, გაჩნდა ხაზებს შორის თამაშის შესაძლებლობაც. და საერთოდ, თუ ვიდალს შეუძლია უფრო მიმწოლი იყოს, სეავიწროვოს მიწინააღმდეგე და ამით უპირატესობა შექმნას, ერიქსენის გახსნით უკვე ინტერის შეტევებს დიდი ვარიატიულობა ჩნდება.
ეს ის არ არის რასაც ერიქსენისგან მისი გულშემატკივრები მოელოდნენ, მას უნდა წარემართა თამაშები და არა უბრალოდ ბონუსი ყოფილიყო გუნდში, მაგრამ ეს ბევრად უკეთესია, რასაც მის თამაშში ვხედავდით ბოლო თვეების განმავლობაში.
14. მოკლედ რომ შევაჯამოთ კონტეს "ინტერი< ეს არის ერთგვარი ნაზავი "ატლეტიკოსი" (ღრმა ბლოკი, საჯარიმოში ჩამჯდარი ერთგვარი ზამბარა) და "მანჩესტერ სიტის" ( გააზრებული მოკლე-მოკლე გათამაშებები) - თუმცა, ორივე ამ სტილს მაინც მივყავართ საბოლოოდ ტავდამსხმელების დუეტთან, რომელთან ერთი-ერთზე ყველა მცველთან შეუძლიათ წარმატებით თამაში, პოზიციური შეტევებისასაც და განსაკუთრებით კონტრშეტევების დროს.
კონტეს კარგად ჰქონდა გათავავისებული, რომ მისი შეტევის დუეტი ინდივიდუალურად ბევრად აღემატებოდა "მილანის დაცვის დუეტს (განსაკუთრებით თვალშისაცემი ლუკაკუ - რომანიოლის შემთხვევაში იყო) თავისი ტაქტიკით კონტემ მაქსიმალურად გამოიყენეა ეს სხვაობა. ტაქტიკური განსწავლულობა და მისი მოედანზე გადმოტანა, რომელიც "ინტერმა" დერბიში მოახერხა, განსაკუთრებით ასეთი პოლარიზებული თვისებებისა, განსაკუთრებულ შექებას იმსახურებს.
15. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, 'ინტერის" გამარჯვება კანონზომიერად მოსჩანს. "მილანს განსაკუთრებული უპირატესობა მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში ჰქონდა, დანარჩენ მონაკვეთებში "ინტერი" უკეთესი იყო, თუმცა ეს 15 წუთი ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში ვერავინ იტყოდა, რომ მილანს ქულა არ დაუმსახურებია. პიოლი ცოტა კი შეგეცოდებოდა ადამიანს. მას ნამდვილად არ დაუმსახურებია ასეთი გამანადგურებელი მარცხი.