ბახარხალამოდი ბარემ ახალი თემა შემოვაგდოთ
ვინ რამდენი წლისაა არ ვიცი,მაგრამ მგონი - / + ერთი ასაკის ხალხი ვართ
ახალ თაობას რომ უყურებთ ხვდებით რამხელა უფსკურლია ჩვენს და მათ შორის?
ახალ თაობაში 20 წლამდელებს ვგულისხმობ
ზუმერების თაობა
პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა ,როცა ჩემი 19 წლის ბიძაშვილს დავაკვირდი

სხვა აზრები აქვთ,სხვა მენტალიტეტი,საერთოდ სხვაგან არიან
ჩვენ გავიზარდეთ უშუქობის დროს,სადაც ხშირად გვიწევდა გარეთ ყოფნა,თამაშების მოფიქრება,მოწყენა,ჩხუბი და პრობლემების გადაწყვეტა და ა.შ
ძალიან გვქონდა დაქვეითებული კრიტიკული აზროვნება,რაღაც ყველანაირ აბსურდს,ჭორს,თეორიას განხილვის გარეშე ყვლაპავდით,დიდი როლი ჰქონდა ავტორიტეტს,წესებს,ადათს და ზოგადად იმ გარემოს ნორმებს სადაც ვიზრდებოდით,იყო ბევრი სუბკულტურა,როკერი თუ იყავი როკერივით იცვამდი,რეპერიც რეპერივით,ვითომ ინდვიდიუალიზმის გამოვლინება იყო,მაგრამ რეალურად კოლექტიურ ინდივიდუალიზმს ვალვენდით,იგივე კაი ბიჭები,უბნის ბიჭები და ა.შ ნებისმიერ ასპექტში
ეხლანდელები კიდე როგორი ეპოქის გაზრდილები არიან..პირველ რიგში მოწყენა ეხლანდელი ბავშვისთვის წარმოუდგენელია,ბევრი სათამაშო,სათამაშო თუ მოგწყინდა აიღე პლანშეტი ან ნებისმიერი დევაისი და იბოდიალე რამდენიც გინდა ,ეზოს თამაშები უფრო ხშირად სოციალური ქსელებით ან ონლაინ თამაშებით ჩანაცვლდა,რაიმე თამაშის მოფიქრება აღარ გიწევს,ნებისმიერ თემატიკის თუ გემოვნების უკვე არის შექმნილი.
ეხლანდელები სხვანაირები არიან.უფრო აფასებენ "საკუთარ" აზრს,თითქოს საკუთარი აზრი ბოლო ინსტანციაა,ჭეშმარიტება
ადრე სიტყვაზე თბილისელი მოზარდი და ზუგდიდელი საერთოდ ორი პოლუსი იყო,ეხლა ძალიან შემცირებულია ეს სხვაობა,ყველა ერთნაირია გინდ ამერიკაში,გინდ როსტოვში
ისევ და ისევ ტექნოლოგიების გამო..
პატარა ბავშვი მყავს და ნამდვილად არ მინდა ვერ გავუგო როცა გაიზრდება

და შემაწუხა ამ თემამ