RvP10მზე ჩაქრება და ვარსკვლავად გადაიქცევა მაგრამ ადამიანი მანამდე გადაშენდება
ვუყურებ ხოლმე ეგეთ გადაცემებს და მზე რო მოიმატებს 10 გრადუსით ეს მოხდება დაახლოებით 1 მილიარდ წელიწადში
დედამიწაზე უკვე ადამიანი ვეღარ იარსებებს ბოლო ასეულობით წელიწადში მზემ 1 გრადუსით მოიმატა და გლობალური დათბობა არის უკვე და წარმოიდგინე 10 გრადუსი რა იქნება ჩვენ კიდე კაი დროს მოვესწარით მომავალ თაობას ბუნება ვაფშე განადგურებული დახვდება მგონი.
ანტარქტიდაზე ბალახი ამოვიდა
გლობალური დათბობის წყალობით ანტაქტიდამ გამწვანება დაიწყო .ანტარქტიდაზე მომუშავე მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ყინულოვანი კონტინენტის ჩრდილოეთ ნახევარკუნძულის სანაპიროებზე სწრაფად იზრდება ხავსები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს პლანეტის ყველაზე ცივი და მოშორებული ზონების კლიმატის ცვლილებაზე.
თითქმის 50-წლოვანი დათბობის პროცესის შუაგულში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხავსების ორი სახეობა, რომლებმაც თითქოს უცბად იფეთქა; ერთ-ერთი ხავსი, რომელიც ძალიან ნელა, წელიწადში 1 მმ-ზე ნაკლებით იზრდებოდა, ახლა წელიწადში 3 მილიმეტრზე მეტი იზრდება.
„ხალხი ფიქრობს, რომ ანტარქტიდა მთლიანად ყინულოვანი ადგილია, მაგრამ როგორც ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, ზოგიერთი ნაწილი ახლა მწვანეა და თანდათან უფრო მწვანდება“, — ამბობს კვლევის ავტორი მეთიუ ემსბერი ექსეტერის უნივერსიტეტიდან.
„ამ შორეული ეკოსისტემის შესახებ შესაძლოა ხალხი ფიქრობდეს, რომ ადამიანისგან ხელუხლებელია, მაგრამ სინამდვილეში, ის სწორედ ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ წარმოქმნა“. შეგახსენებთ რომ კონტინენტი საერთა შორისო ხელშეკრულებით დაყოფილი აქვს რამდენიმე ქვეყანას ,რომლებიც იქ სხვადასხვა სამეცნიერო სამუშაოებს აწარმოებენ, თუმცა აღსანიშნავია რომ თითოეული ეს სახელმწიფო ამავდროულად გადაცემულ ტერიტორიებს თავის საკუთრებად თვლის და არ გეგმავს სამომავლოდ მათ დათმობას . ესენია ,საფრანგეთი , დიდი ბრიტანეთი , ნორვეგია ,ავსტრალია ,ახალი ზელანდია ,არგენტინა და ჩილე .

წყლის ტემპერატურა ოკეანეებში სწრაფად იმატებს.ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, 60-იანი წლების შემდეგ ოკეანეების წყლის ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა, ხოლო 2020 წელი მათი თქმით , მსოფლიო ისტორიაში ყველლაზე თბილი წელი იყო ოკეანეებისთვის.
რა შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს?
უპირველეს ყოვლისა, ეს არის ზღვის დონის აწევა. კველვაში ნათქვამია, რომ როდესაც წყალი თბება ის მოცულობაში იმატებს, შესაბამისად, იწევს ზღვის დონეც. მხოლოდ ამ ფაქტორის გამო დაახლოებით 50 წლის შემდეგ შეიძლება ზღვის დონემ 30 სმ-ით მოიმატოს. ერთი შეხედვით, ეს არცთუისე დიდი სიდიდეა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მსოფლიოს უამრავი დიდი ქალაქი სწორედ სანაპიროზე, მელიორირებულ მიწებზეა გაშენებული, რომელიც ხშირად ამ და კიდევ უფრო ნაკლ;ებ სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან.
ამასთან ერთად, ოკეანეების დათბობა იწვევს პოლარული ყინულოვანი საფარის სწრაფ დნობასაც, რამაც შესაძლოა ზღვის დონის კიდევ უფრო მეტი სიმაღლით აწევა გამოიწვიოს. შესაბამისად მეცნიერები არ გამორიცხავენ 2100 წლისთვის ზღვის დონის 1 მეტრით მომატებასაც. ეს პრობლემა უკვე დგას ამერიკის კონტინენტზე და მომავალი 30 წლის განმავლობაში შესაძლოა 3 000 000-მდე სახლი დაიტბოროს ამ კონტინენტზე.
ამას გარდა, ოკეანეების გათბობა ტროპიკულ ქარიშხლებს უფრო ინტენსიურს, ძლიერსა და ხანგრძლივს გახდის.
წყლის ტემპერატურის მატება იწვევს მის უფრო დიდი რაოდენობით აორთქლებას, რაც კლიმატს უფრო ნოტიოს ხდის. იმატებს ნალექების რაოდენობაც, ხოლო დედამიწაზე სხვადასხვა ადგილას კი კლიმატი მშრალი იქნება.
ტემპერატურის ზრდა საფრთხეს უქმნის წყლის ბინადართაც. მაგალითად, 2016-17 წელბში, დიდ ბარიერულ რიფზე არსებული მმარჯნის პოპულაციის ნახევარი განადგურდა ორი თბილი ოკეანის ტალღის მიერ. გართულდება თევზების ცხოვრებაც და ბევრი მათგანი შესაძლოა გადაშენდეს კიდევაც, რაც თავის მხრივ, ტროპიკულ ქვეყნებშ საკვების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
ოკეანეების დათბობა აისახება დედამიწის პოლარულ სივრცეებში არსებულ ცხოველთა სამყაროზეც, როგორიცაა თეთრი დათვები, სელ;აპები, ზღვის ლომები და სხვა. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ბევრი სახეობვა საერთოდ დაიკარგოს კიდევაც.
მსოფლიოს ხუთი ფინანსური ცენტრიდან ხუთივეს ემუქრება დატბორვა .ნიუ იორკი ,ლონდონი ,ტოკიო, ჰონგ კონგი და სინგაპური საუკუნის ბოლოს საცხოვრებლად გამოუსადეგარი იქნება ფიქრობენ მეცნიერები .ასეულობით მილიონ ადამიანს მოუწევს მიგრაცია ,გარდა ზღვის დონს აწევისა ცხელ ქვეყნებში უფრო დათბება რაც იქ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის ,ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში საუკუნის ბოლოს ხალხს ექსტრემალურ გარემოში მოუწევს ცხოვრება .