Bellamyნეტა ეგრე შემეძლოს
1 ჭიქის დალევა და 2-3 დღიანი ზედა მაქ
მაგიტომ ვარ ხოლმე 3-4 თვე მშრალად
* * *
რა არ გაგვიგია, რაზე არ უთამაშიათ ადამიანებს, მაგრამ ეს ფაქტი მართლაც რომ საოცრებაა. კონექტიკუტის შტატში, ქალაქ ჰარტფორდის დეტექტივი ენიძლავებოდა მოქალაქეებს, რომელ უბანში გააგორებდნენ პირველ ადამიანს 31 დეკემბრის შემდეგ.
დეტექტივს, პოლიციელ ჯეფრი პლაშეკს არალეგალური ბიზნესი ჰქონდა გამართული. პლაშეკი შინაურულად, ვიწრო წრეში ათამაშებდა ხალხს, რომლებიც მინიმუმ 20 დოლარს უნდა ჩამოსულიყვნენ.
მოთამაშეები ირჩევდნენ უბნებს და ჩამოდიოდნენ ფულს ულიმიტოდ, თუ რა ადგილას მოხდებოდა პირველი სისხლის სამართლის დანაშაული. საბოლოოდ, ყველაზე ახლოს ვინც გამოიცნობდა თუ რა უბანში, რა ქუჩაზე გააგორებდნენ პირველ ადამიანს, სწორედ ის იქნებოდა გამარჯვებული და გადაეცემოდა მთლიანი თანხა.
თუ ორი ან მეტი გამარჯვებული ეყოლებოდა ამ თამაშს, შესაბამისად თანაბრად განაწილდებოდა ფული.
სანამ ჰარტფორდის პოლიცია გამოააშკარავებდა ამბავს, უკვე 19 ადამიანს ჰქონდა თამაშში ფული ჩადებული. მათგან პოლიციის ერთ ლეიტენანტს და ორ სერჟანტს.
თუ როგორ გაიშიფრა ჯეფრი პლაშეკის გასართობი თამაში, შეიძლება თვალებს და ყურებს არ დაუჯეროთ. დეტექტივმა განყოფილების უფროსსაც შესთავაზა თამაშში ჩართვა და პირობები მესიჯის სახით მიწერა.
განყოფილების უფროსი: “გავოგნდი, როგორ შეიძლება ჩემი განყოფილების დეტექტივი სხვის ტრაგედიაზე თამაშობდეს?! გაუგონარია!”
ჯერჯერობით ჯეფრი პლაშეკს, რომელიც უკვე 16 წელია მსახურობს, ოთხი თვით აეკრძალა პოლიციაში მუშაობა. მიმდინარეობს გამოძიება.
მგონი მთელი დეპარტამენტი თამაშობდა შეფის გარდა.