დავი!
ისე როცა ეს გუნდი თამაშობს, ყველაზე სანახაობრივი ბარსაა ბოლო ხუთი წლის.
ფანტასტიკური ტაიმი იყო. გადავახიეთ ბურთი თავზე. სამი სულ ცოტა უნდა გაგვეტანა.
მესის რომ შეეგდო პენალტი, დიდი შანსი გვქონდა რემუტადის.
ახალგაზრდების თამაში მაგრა მახარებს. ლა ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ვართ

. ფრენკიმ მაგრად მოუმატა წელს. მონსტრი გახტება.
დაცვის და პირადად ლენგლეს ჩაჯმები ხომ ცალკე თემაა. ოთხი ნაჩუქარი პენალტი.
და ბალასტი გვაქვს მოსაშორებელი, რომელსაც ფასი აქვს. ერთი 150 მილიონის აღება შეგვიძლია, მეტისაც, თუ დემბელესაც მივაყიდით. კოუ, პიანიჩი, უმტიტი უეჭველი გასაშებია. გრიზმანი-დემბელეც შეიძლება თუ შემცვლელებს მოვიყვანთ.
ნახევარდაცვაში კაცი არ გვჭირდება, დაცვა გვინდა, ერთი ტოპ ცენტრალური მცველი. ანდაც ორი.

აი არაუხო კარგი ბიჭია, მაგრამ უნდა ტრამვები აირიდოს.
მინგესასგან არაფერი გამოვა. მაგრამ ძალიან კარგად შემოვიდა ფირპო. ყლის ქვეშ ყავდა მბაპე მთელი თამაში. ერიკ გარსიაც მოდის, წესით კაი კადრი უნდა იყოს.
ასეთი ჩაჯმული თამაშის შემდეგ რომ მესი არ წავა პარიზში, ეგაა მაგარი ამბავი. ჩვენ არ გაგვიმართლა, მაგრამ ბავარია ყოფილიყო ასეთი სათამაშო უპირატესობით, 7-ს გაუტანდა. სიტია ყველაზე სახიფათო ეხლა - მესის ახევის პონტში.
* * *
ყველაზე მეტად კიდევ ის მახარებს, რომ მესის თამაშის ხარისხი დაუბრუნდა ბალონ დორის ნიშნულს.
საუკეთესო შემტევია 2021-ში ევროპაში. ყველაფერს აკეთებს ისევ მოედანზე. რაის დაბერება.