რუკაზე აღნიშნულია საბჭოთა პერიოდის სიკვდილის ბანაკები.

თავად სიტყვა გულაგი ბანაკების მთავარ სამმართველოს ნიშნავდა ( ГУЛАГ - Главное Управление ЛАГерей). საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გულაგის პირველი ბანაკები 1918 წელს გაჩნდა. საბანაკო სისტემის შექმნის მთავარი პრინციპი მდგომარეობდა იმაში, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები იზოლირებული უნდა ყოფილიყვნენ პოლიტპატიმრებისაგან, სწორედ ამ უკანასკნელებისათვის შეიქმნა გულაგი-ეგრეთ წოდებული "სიკვდილის ბანაკები" . სისხლის სამართლის დამნაშავეების გარდა გულაგში ,,ხალხის მტრად " გამოცხადებული ათასობით ადამიანი იხდიდა სასჯელს.
1933 წლის 1 იანვრის სტატისტიკური მონაცემებით გულაგში სასჯელს იხდიდა 1 317 195 პატიმარი, მათ შორის 11 723 ქართველი.
1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. ბანაკებში დაიღუპა 1, 6 მილიონამდე ადამიანი. გულაგებში პატიმართა რიცხვის მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა დიდი ტერორის დროს, 1936-1938 წლებში, და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში გაამწესეს მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, რომელიც ცოცხალი გადაურჩა ნაცისტების სამხედრო ტყვეთა ბანაკებს.
რით ჯობდა ახლა ეს დედა#####ული ჰიტლერს? თან ბიჯო ჰიტლერი თავისიანებს მაინც არ ერჩოდა

ეს კლე კიდევ საკუთარ მოქალაქეებს უტყნავდა პატრონს..