რავი ბრატცი ყველაფერი არაა მასე მარტივად რა.. ალეგრი დედას ვფიცავარ ,თუ ვინმეზე ნაკლებად მიყვარდეს აქ, მარა მისი დაბრუნება არ მგონია სწორი ნაბიჯი და გეტყვით რატომ..
ყველა დიდი ტრენერული წარმატების უკან დგანან ქარიზმატული ლიდერების ბირთვი...
როდესაც ზიდანის რეალს შეხედავ ზედიზედ 3 ჩემპიოონობა რომ დადეს, ხვდები, რომ მაგ ტურნირში ტაქტიკა (იქნება ეს ტიკიტაკა, ფუნდამენტური დაცვა, თამაში კონტრებზე და ეტც..) მეორე ხარისხოვანია.. და ამ ტურნირში ყველაზე მნიშნელოვანია მსოფლიო დონის პერსონაჟები გყავდეს ბირთვად, რომლების სქილების მიხედვით ჩამოაყალიბებენ გუნდის სტილს და თამაშს..
ეს ძალიან მარტივად მტკიცდება.. გვარდიოლას ტიკიტაკა ბავარიით და სიტით ახლოსაც ვერ მივა ბარსელონას ტიკიტაკასთან ხომ? ლივერპული ვან დეიკის გარეშე და ლივერპული მასთან ერთად ცა და დედამიწაა..
ხოდა ვინ არიან ეს ფუნდამენტალური ბირთვი? კროოსი, ლუკა, კაზე.. რეალის მაგალითზე..სამივენი არიან ინდივიდუალურად ჩემპიონები.. კროოსი რასპასოვკაში, ლუკა დრიბლინგში და ტექნიკურ მხარეში, კაზემირო კი მათი ბალანსი და ქარიზმა.. ცალ-ცალკე და ერთადაც .. იგივე შეიძ₾ება ითქვას ხავი-ინიესტა-ბუსკეთზე.. პირლო-გატუზო-ზეედორფზე..
ანუ იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია შექმნა ეპოქა, სადაც არ იქნებიან ექსტრა კლასის ნახ.მცველები.. იასნია დაცვაც საჭიროა, ფორვარდიც მარა თამაშს ქმნის მაინც ნახევარდაცვა.. და ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაც შეიძლება ჯილარდინოთი სასტავში და ლიგის რამდენჯერმე მოგება კალაძესთან ერთად სასტავში.. და ეპოქალური გუნდის შექმნა ვალდესიტ კარებში .. ფუნდამენტალური საკითხი არის ნახ დაცვა... ტყუილად არ მოხდა მასე, რომ იუვემ თავისი ეპოქა რომ დადო 90 წლებში დეშამი-კონტე-სოუზა გვყავდა..ზიდანი-დავიდსი-დეშამი.. პირლო-ვიდალი-პოგბა-კლაუდიო..
ხოდა რატომ იქნება ჩემი აზრით ალეგრი შეცდომა... დღეს ტოპ დონე და აი მასეთი ქარიზმატული ფეხბურთელი არავინ გვაყვს.. გუნდში გვყვავს 2 ახალგაზრდა და მომავალში ექსტრა კლასის მცველი (პოტენციაილთ ) დე ლიხტა და დემირალი.. ასევე 2 "მომავალი" კიეზა და კულუშევსკი.. 100წლის კლიფონა.. დიბალა..
და რომ დავუბრუნდეთ ნახ.მცველების მნიშნელობას, ახლა მაგ საკითხში ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხომ ფაქტია? კი, მრავალმხირივი ნახ.დაცვა გვაყვს მარა ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ძალიან პატარები არიან და კატასტროფულად აკლიათ გამოცდილება..რაბიო 26, არტური 24, ბენტანკური 23, მაკკინი 22.. და ისინი მხოლოდ პირველი წელია რაც ერთად თამაშობენ და ისიც ხან ვინ არაა და ხან ვინ..
მაგალითისთვის, მოდრიჩი 28 წლის იყო ჯერ კიდევ ტოტენჰემში და ვერავინ იფიქრებდა, რომ ის მოდრიჩი გახდებოდა რაც გახდა.. 28 წლის..
ხოდა რაც შეეხება ალეგრის დაბრუნებას...
იდეაში, მენეჯმენტი, რომელმაც 9 წლიანი მოგების სერია დადო არ უნდა დააყენო ეჭვქვეშ მეათე წელს.. დარწმუნებუილ ვარ, რომ სცოდნოდათ დიბალა მთელს სეზონს გამოტოვებდა რამეს მოიფიქრებდნენ სხვას.. ვინმეს მოიყვანდნენ..
და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც პირლოს მოყვანა გადაწყვიტეს, მათ მიზნად დაისახეს, ახალი 10 წლიანი ეპოქის შექმნა და ეს წელი უნდა ყოფილიყო/იყოს მოსამზადებელი/გარდამავალი..
ალეგრი გენიალურია ტაქტიკურად თამაშის და ასევე სეზონის სწორად მართვაში.. მაგრამ ალეგრი არაა ის მასტი, რომელიც ნულიდან დაიწყებს გუნდის შექმნას..ალეგრიმ იმიტომ გაამართლა ჩვენთან, რომ ზუსტ დროს აღმოჩნდა.. როდესაც კონტემ ნულიდან შექმნა ყველაფერა.. და ალეგრიმ უკვე ახალ ლეველზე გაიყვანა ეს ბირთვი.. მარა არასწორი დრო იქნება ალეგრის მოყვანა როდესაც ამ ბირთვის აწყობაა საჭირო და რასაც ვაპირებთ და დავიწყეთ უკვე..
შეძლებს ამას პირლო? არ ვიცი.. მაგას ვნახავთ..
შეძლებდა ამას კონტე? კი , ცალსახად შეძლებდა კონტე და ერთხელ უკვე გააკეთა ეს.. მაგრამ მის დაბრუნებას და პირლოს დარჩენას შორის მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება პირლოს დარჩენას ვამჯობინებ, ვინაიდან კონტე მოკვდა ჩვენთვის..და მირჩევნია 2 წელი ევროპა ლიგაზე ვითამაშოთ პირლოსთან ერთად ვიდრე ეგ დაბრუნდეს..
ხოდა რავი.. წინ საინეტრესო და რთული გზა გველის.. კი ჩვენი ნახ დაცვა მომავალი და რამეა მარა პახოდუ აუცილებლად უნდათ შევსებაც.. და ეს ფფპ-ს გაუქმება ძალიან მახარებს.. იქნება პოგბა მოიყვანონ.. ან კანტე.. ორივე იდეალურად მოერგება გუნდს ვფიქრობ და ორივე უკვე ისეთი წონის მასტები არიან, რომ შეუძლიათ ახალგაზრდა ნახ.დაცვის ლიდერობა ითაონ.. ხოლო არტურს, როდრიგოს (კი დასცინით ხოლმე) რაბიოს და მაკკინის რეალურად აქვთ პოტენციალი.. რაბიო აგერ ძირითადს თამაშობდა ახლა შესარცევზე... თან საფრანგეტში ხო? ბენტა ისედაც ლიდერია თავისი ნახ.დაცვის და ურგუვაი ძალზედ საკაიფო გუნდია.. არტურიც ძირითადის კაცია ბრაზილიის.. მაკკინიც თავისთავად ხო არის..
მოკლედ იმ ვარიანტებში რაც რეალურად გვაქვს, მე პირლოს დარჩენას ვემხრობი.. და იმედია შეძლებს გუნდის აწყობას და ჩამოყალიბებას.. მითუმეტეს ვინ-ვინ და მაგან იცის რას ნიშნავს ძლიერი ნახ.დაცვა, როგორი მნიშნელოვანია ის და როგორ უნდა ეწყობოდეს.. არ მოვიწყენთ ნამდვილად
მიმაგრებული სურათი
Liberté, égalité, fraternité...