მცირედ გამოხატული ეს
ეგრე წერია დიაგნოზში
ანუ იწყება და ეხლავე #######ათ დედაო და კაი მეთქი
თან ფორმა 100მომცეს გამგეობაში შევაგდე და მოიჯმება დფაინასებაო
40 ლარიჯდება ჯდება მარა არაუშავს მაინც კაი შერავათია
800 ლარზე დაიწერა და 400იც რო მოვიდეს საქმეა
დასაწყისში ემტი არაა საჭირო და წელიწადში ერტხელ ან 2ჯერ
გააცერებს პროცესსო
* * *
ბიძაჩემს რო ვუყრუებ რა უქნა მაგის დაკიდებამ,არ მიდნამეც ესე ვიყო და საჭმელს სხვა მაჭმევდეს :შ
* * *
ამბები უკრაინიდან
წუხანდელი შეტაკებების შედეგად 1 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, სოფელ სტაროგნატოვკის მიდამოში, დეტალების დაზუსტების შემდეგ ცნობილი, გახდა რომ ორმხრივი საარტილერიო ცეცხლის დროს, უკრაინულ პოზიციებს 600 მეტრზე შეუმჩნევლად მიუახლოვდა რუსი სნაიპერი, რის შემდეგაც სასიკვდილოდ დაჭრა უკრაინელი, საბრძოლო მანქანის მეთაური, ოფიცერი, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს კი ძალიან საინტერესოა
მოკელდ ბარდაგია რაა
წუხელ საღამოს უკრაინელი ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა დამატებითი განცხადება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი თქმით უკრაინა სავსეა რუსი აგენტებით, რუსეთის სადაზვერვო აგენტები და გავლენის აგენტები, მოქმედბს ჯარში, პოლიციაში, SBU-ში და სხვა სპეცსამსახურებში თავად პრეზიდენტის კაბინეტშიც კი. მანვე განაცხადა, რომ მალე მთელ მსოფლიოსთვის ხმამაღალი სკანდალი გამჟღავნდება, სადაც გავიგებთ ბევრ საინტერესო და უკრაინისთვის ისტორიული მნიშვნელობის ინფორმაციას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
როგორც იცით გუშინ ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ორშაბათი 15 მარტი ძალიან რთული და ისტორიული დღე იქნება უკრაინისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული ეჭვები და მოლოდინები გაჩნდა კიევში, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოთ, 15 მარტს, ორშაბათ დღეს დამოუკიდებელი ბრიტანულ-უკრაინული გამომძიებელი ჟურნალისტთთა ჯგუფი Belingcat აპირებს, მათ მიერ დასრულებული საგამოძიებო მასალების გამომჟღავენბას, საქმეზე SBU- ს (უკრაინის უსაფრთხოების სამსახური) სპეცოპერაცია ვაგნერის (რუსული ,,კერძო" სამხედრო დაჯგუფრბას) წინააღმდეგ.
მ დროისათვის არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება SBU-ს ჩავარდნილ ოპერაციას ვეგნერელთა ჯგუფის წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი ედება დონბასში ომის აქტიურ ეტაპზე მომხდარ დანაშაულთა მთელ რიგ სერიაში.
SBU სავარაუდოდ აპირებდა ვაგნერელების ჩართვას თურქეთში ,,ანონიმურ" მომხმარებელთან მოლაპარაკებაში. ხოლო შემდეგ ვაგნერის მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი, რომელიც გაემგზავრებიდა სტამბულში, საგანგებო მდგომარეობაში უნდა დამჯდარიყო კიევში, სადაც ვაგნერელებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დააკავებდა, თუმცა მოხდა რაღაც შეცდომა. ამიტომ, ვაგნერის რაზმი 2020 წლის ივლისში დააკავა ბელორუსის უსაფრთხოების ძალებმა მინსკის გარეუბანში . თავდაპირველად პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ეს რაზმი ბელორუსში გაგზავნეს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით. მოგვიანებით ლუკაშენკომ გადათქვა აღნიშნული განცხადება, მეტიც ვაგნერელები რუსეთში გაგზავნა, პარალელურად კი ბელარუსიის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ჯგუფი მიემგზავრებოდა თურქეთში.
აღნიშნულიდან მალევე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ SBU ემზადებოდა ვაგნერელთა ჯგუფის დასაკავებლად, თუმცა ოპერაციის დეტალები პრეზიდენტის აპარატიდან და უსაფრთოხების მაღალჩინოსნებიდან ვიღაცამ გათქვა და ჯგუფის დაკავება მოხდა ბელარუსიაში, კერძოდ უკრაინაში დამოუკიდებელმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მოადგილემ ვოლოდიმირ არიევმა გაასაჯაროვეს მასალები, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან, რომელიც ძალიან ვრცელია და დადასტურებით გვაძლევს ცნობას, როგორ გეგმავდა SBU ვაგნერელების დაკავებას, დავიწყოთ თავიდან
დოკუმენტებს შორისაა SBU- ს მე -5 განყოფილების უფროსის წერილი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი უკანონო შეიარაღებული ფორმირება "MAR". ორგანიზატორი არის ადამიანი, რომელიც თავს წარმოდგენს როგორც "სერგეი პეტროვიჩი". არეევი ირწმუნებოდა, რომ ეს ადამიანი უკრაინული SBU-ს ოპერატორია, მაგრამ ეს დოკუმენტში არ არის მითითებული. წერილში ასევე ნათქვამია, რომ დადგენილია 40 ადამიანის პირადი მონაცემები, რომლებიც მზად არიან ვენესუელასა და სირიაში გასაგზავნად. წერილი თარიღდება 2020 წლის 13 ივლისით.
ასევე გამოქვეყნებულია დოკუმენტი, SBU- ს უფროსი გამომძიებლის მიერ გამოკვლევის ოქმი, რომელიც შეიცავს "სერგეი პეტროვიჩის" ელექტრონულ ფოსტას info@office-rosneft.org . დოკუმენტში ნათქვამია, რომ იგი მიღებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს, ინფორმაციის ამოღების მიზნით, ელექტრონული საინფორმაციო სისტემებიდან.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "სერგეი პეტროვიჩის" ფოსტაში განთავსებულია დოკუმენტების ფოტოები, მიმოწერა და აუდიო ფაილები, სადაც მოცემულია ინფორმაცია 34 პიროვნების შესახებ. დოკუმენტში მითითებული გვარები და ინიციალები ემთხვევა ბელორუსში დაკავებული 33 ვაგნერელის მონაცემებს .
არეევმა ასევე გამოაქვეყნა შემოწმების ოქმის 21-ე დანართი. ეს არის დ.იუ ხარიტონოვთან საუბრის ჩანაწერი. ოქმი და მისი დანართი თარიღდება 25 ივლისით. ბელორუსის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განცხადებით, 25 ივლისის ღამეს ვაგნერის მებრძოლები მინსკის ერთ-ერთ სასტუმროში დასახლდნენ.
იდევ ერთი დოკუმენტი არის დენის იურიევიჩ ხარიტონოვის ეჭვი, რომ მან დადასტურებით მიაკვლია აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციაში დონბასის ომში მონაწილე პირებს, დოკუმენტს ხელს აწერს SBU- ს უფროსი გამომძიებელი და ამტკიცებს პროკურორი. დოკუმენტი დათარიღებულია 29 ივლისით, იმ დღის ღამით ვაგნერეოები დააკავეს მინსკის მახლობელ სანატორიუმში. 30 ივლისს, SBU-მ გამოაცხადა, რომ იგი დაქირავებული სამხედროების ექსტრადიციას შეეცდება უკრაინაში, 12 აგვისტოს ბელორუსში გაგზავნეს თხოვნა 28 ბოევიკის ექსტრადიციის შესახებ, რომლებიც იბრძოდნენ დონბასში.
ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ SBU-ს დოკუმენტებში, აგრეთვე არის ქვითრები 25 ივლისს მინსკი-სტამბულის რეისის ბილეთების შეძენის დამადასტურებელი, გარდა ამისა, გამოქვეყნდა ბოევიკების დოკუმენტებისა და ჯილდოების ფოტოები, აგრეთვე მათთან საუბრის სამი აუდიოჩანაწერი.
ურნალისტების მიერ ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ, მალევე დოკუმენტების რეალურობა და ვაგნერელთა დაკავების ოპერაციის მცდელობა, უარყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ჟურნალისტებს სიცრუეში დასდო ბრალი. პარალალურად აღნიშნული ოპერაცია და ინფორმაციის გაჟონვა უარყო უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა.
მალევე აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ცნობილმა ბრიტანულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა ორგანიზაცია Belingcat-ის უკრაინულმა ფილიალმა. გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული გამოძიება დასრულდა, კვალი კი დადასტურებით უკრაინის უმაღლესი სამთავრობო და სადაზვევრო უწყების პირებამდე მიდის, მათ შორის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლებამდე და შესაძლოა თავად პრეზიდენტ ზელინსკიმდე. არსებული ინფორმაცია და ფილმი...
აღნიშნული შესახებ გასაჯაროვდება 15 მარტს.
Belingcat Bellingcat არის ბრიტანული საგამოძიებო ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელიც სპეციალიზირებულია ფაქტების შემოწმებასა და ღია დაზვევრის წყაროებზე (OSINT). იგი დააარსა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ყოფილმა ბლოგერმა ელიოტ ჰიგინსმა 2014 წლის ივლისში. Bellingcat აქვეყნებს როგორც პროფესიონალ, ასევე სამოქალაქო ჟურნალისტთა გამოძიებებს საომარ ზონებში, ადამიანის უფლებების დარღვევებზე და კრიმინალურ სამყაროზე. Belingcat აქტიურად თანამშრომლობს ბრიტანულ MI-6- თან და ამერიკულ CIA-სთან (სიაიეი) , (სადაზვევრო სამსახურები), Blingcat იძიებს ისეთ თემებს როგორიცაა სირიის სამოქალაქო ომი (ქიმიური იარაღის გამოყენება), დონბასის ომი, დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდება, იემენის სამოქაალქო ომი, სკრიპალების მოწამვლის სამქე და ა.შ.
ნკადული ფბ სამხედრო გევრდი არიეგარდი