კაროჩე 4 ლიგის დამდების ბირთვი მთლიანად შესაცვლელია თავისი შემცვლელებიანად
ისკო უნდა წავიდეს ბალასტია, ეგ მეტს ვეღარ მოუმატებს და იჯდება სკამზე უმოტივაციოდ, ტიპს თამაშის პრეტენზიაც არ აქვს
ასენსიო უნდა წავიდეს აუცილებლად, ეგეც ბალასტია
ვარანს წასვლა თუ უნდა სასწრაფოდ გასაყიდია 70-80 მილიონად, დაცვის ცენტრში რამოსი,ალაბა,მილიტაო,ნაჩო გვყავს
დალშე სებალიოსი, ოდეგაარი, ბრაჰიმ დიასი, ბეილი და მსგავსი განათხოვრებული ფეხბურთელებიდან ალბათ მარტო ოდეგაარი დაბრუნდება სებალიოსი და დიასი იმედია გაიყიდებიან 20 მილიონად მაინც ორივე, ბეილს ნორმ სეზონი აქვს და იქნებ დაიტოვონ ტოტენჰემში 15-20 მილიონად

მარიანო წასასვლელია აუცილებლად , თუნდაც უფასოდ, რომ ხელფასი არ ვუხადოთ
იოვიჩი უნდა დაბრუნდეს ან ჰალანდში გაიცვალოს ფულის დამატებით
მარჯვენა დაცვის ფლანგზეც არ გვაქვს საქმე კარგად, არც ოდრი და არც კარვახალი არ არის უკვე რეალის დონე, კარვა კიდე დაჯდებოდა სკამზე ზამენად მაგრამ ვინმე მაგაზე უკეთესი მოსაყვანია
მარცხენა მცველიც არ გვყავს შემცვლელი, მარსელო აუცილებლად უნდა წავიდეს თუნდაც უფასოდ
მოკლედ ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვყავს და სარფიანად გაყიდვის შემთხვევაში მბაპეზეც გავიწევთ და ჰალანდზეც, მთავარია როგორ მოესწრება ეს ყველაფერი 1 სეზონზე, მაგრამ ფაქტია, რომ საერთოდ ახალი გუნდია ასაშენებელი
ასევე ევროპის ჩემპიონატია და მანდაც ჩაუჯდებიან სკაუტები ვიღაცის გაბრწყინებას
This post has been edited by Mathame on 6 May 2021, 16:50