ჯულსიმე მაპატიეთ ლინკსი ჩასმა დამავიწყდა ძველ თემაში
ლაპორტას ინაუგურაცია დაიწყე უკვე, სერიოზული ფინანსური პრობლემები დახვდა კლუბში, მაგრამ დარმწუნებული ვარ ყველაზე კარგად ამას შეუძლია სიტუაციის დალაგება
კოპას ფინალზე 15K გულშემატკივარი იქნება
ლა ლიგა + კოპა რომ დაიდოს შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კარგი სეზონი გამოვა
ლიგის მოგების იმედი ისედცა არ იყო, აგერ ბაიერნმა წინა სეზონამდე 7 წლის წინ მოიგო და ჩვენც სადღაც ეგრე თუ მოვიგებთ ანუ შემდეგ სეზონში შეიძლება

მესები ლაპორტასთან დღეს
* * *
FB-ზე Barca Staff-მა თარგმქნა და ვაკოპირებ ამას
ჟოან ლაპორტას გამოსვლა
„ რონალდ შენ იცი რომ ჩემი და მთლიანი
ხელმძღვანელობის მხარდაჭერა გაქვს, გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება და ჩვენ ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ყველა შესაძლო რესურსს გამოვიყენებთ რათა კონკურენტუნარიანი გუნდი შევქმნათ და ყველაფერი მოვიგოთ „
„ ყოველთვის ყველაფერს ოპტიმისტურად ვუდგები, ვცდილო პესიმიზს თავი ავარიდო, მსურს სიმამაცე გამოვიჩინო, ყოველთვის დადებით მომენტებს ვიმახსოვრებ „
„ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, გვსურს ბარსელონას ძველი დიდება დავუბრუნოთ „
„ ყველა ფეხბურთელთან დიდებული ურთიერთობა მაქვს, დიდი მადლობა მათ აქ ყოფნისთვის „
„ თქვენ ყველამ იცით როგორ ვმუშაობ პრეზიდენტის ამპლუაში, ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით და დაგიცავთ „
„ ახლა ჩვენ გვაქვს უფლებამოსილობა მივიღოთ გადაწყვეტილებები, განვახროციელოთ ცვლილებები, ჩვენ უნდა ვიყოთ მამაცები და შემოსავლის ახალი წყაროების ვეძიოთ „
„ ჩვენ ტიტულების მოგება გვსურს, რონალდ შენ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს „
„ გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე ბარსას კუთვნილი ადგილი დავუბრუნოთ „
„ ჩვენს პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ლა მასიაა „
„ თქვენ ყველანი მიცნობთ თუ ვინ ვარ, ყველაფერ საუკეთესოს ჩავდებ ამ საქმიანობაში, ვიცით როგორ უნდა ვმართოთ კლუბი „
„ ჩვენ ვართ კლუბი, რომელსაც გვაღმერთებენ იმის გამო თუ როგორ ვთამაშობთ, პატივს სცემენ ჩვენს ისტორიას და ჩვენ ვუყვარვართ „
„ იმედი მაქვს ეს ბარსელონას ისტორიის განსაკუთრებული ეტაპი იქნება „
„ ყველა რესურსს გამოვიყენებთ ისეთი გუნდის შესაქმნელად, რომელიც ითამაშებს თვალისწმომჭრელად და ამასთან იბრძოლებს ყველა შესაძლო ტურნირზე „
“ მახსოვს მრავალი წლის წინ კამპ ნოუზე ჩემი ინაუგურაციის დროე მამაჩემი დავინახე, რომელსაც ცრემლები სდიოდა. ეს საოცარი იყო. მამა ახლა სადაც არ უნდა იყო, დამეხმარე იგივეს განმეორებაში “
This post has been edited by Barca. on 17 Mar 2021, 21:33
სხვათაშორის ვარჯიშის ფოტოებს თუ გადავხედავთ, ბუსკეტსი მაგალითად ტუბერკულოზისთვის ბახმაროში ჩასულ პაციენტს გავს ©zigfried