პედრი მგონი ან ფიზიკურად გამოიფიტა ან ემოციურად. პირველივე სეზონში რომ ბარსას სტარტერი იქნებოდა, ალბათ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა
მესის მერე მეორე კაცი იყო ე.წ ქი პასებში, ანუ სახიფათო გადაცემებში. ასევე პრესინგში და გუნდისთვის ბურთის დაბრუნებაში.
ხოდა ბოლო პერიოდში სიმწვავეც გაქრა მის თამაშში და აღარც შავ სამუშაოშია ისეთი.
რუტინულ პასებზეა გადასული მთლიანად და თამაშის გაგრძელების ყველაზე მარტივ ვარიანტს ირჩევს თითქმის სულ.
მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეგ და დე იონგი ყველაზე მეტს დარბიან გუნდში ყოველთვის, მოსალოდნელიც იყო ალბათ.
და დე იონგს რაც შეეხება, კრეატივში ძაან მომატებული აქვს.
ჯერ პირველ სეზონში ვწერდი რომ ამ ეტაპზე მისი ჩამშლელობა არ გვჭირდება და მართლა თუ ისეთი კალიბრის ტალანტია, როგორი პრესაც ჰქონდა, შეტევაშიც უნდა მოუმატოს, რასაც ამ სეზონში ვხედავთ.
მომენტს კიდე საუკეთესო ფორვარდებიც აფუჭებენ, მთავარი დინამიკაა
This post has been edited by Nicolas_ on 25 Apr 2021, 19:16