გუნდები არ ვარგა თორემ ცალკეულ ფეხბურთელებს ქმნიან
მონპელიეც გახდა ერთხელ ჩემპიონი და ლიგაზე ოლიმპიაკოსთან და შალკესთან ბოლო ადგილზე გავიდა 2 ქულით
ლილი შარშან უპირობო აუთსაიდერი იყო 1 ქულით ჩელსისთან, ვალენსიასთან და აიაქსთან, არადა ფრანგული გუნდი რეალურად ამ კლუბებს წინააღმდეგობას უნდა უწევდეს
მარსელზე ლაპარაკი აღარ მაქვს, სამარცხვინოა, აგერ პორტოსთან და ოლიმპიაკოსთან გოლი ვერ გააქვს
რენმაც აჩვენა რაც შეუძლია, მეოთხე ტურში უკვე ოფიციალურად გავარდა და მესამე ადგილზე გავა თუ კრასნოდარში უხვგოლიან ფრეს გააგორებს

არადა კრასნოდარი ფავორიტია რენთან
ერთადერთი მონაკო გამოანათებს ხოლმე ათასში ერთხელ, და პსჟ ახალი გუნდია
მოკლედ რეალურად რომ დავუკვირდეთ, პორტუგალიის ჩემპიონატი და პორტუგალიური გუნდები ბევრად უკეთესად გამოდიან და უფრო მაღალი დონეა ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1 , და ტალანტებიც არ ჰყავთ ნაკლები
ბენფიკა ბოლო წლებია ჩაჯმულია თორემ ყოველთვის გადიოდა ჯგუფიდან, ათასში ერთხელ მეოთხედფინალში, სპორტინგიც ხშირად გადიოდა ჯგუფიდან, და თუ ვერ გადიოდა, მესამეზე ასრულებდა, პორტო მგონი სულ ერთხელ ჩარჩა ჯგუფში რაც თავი მახსოვს, ყოველთვის გადიოდა ჯგუფიდან და ხშირად მეოთხედფინალში, და ნუ ეხლა ბრაგას არაფერი მოეთხოვება, ეგ გუნდი ლიგაზე რომ გადის, ეგეც კარგია
საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე პორტუგალიური გუნდები ბევრად სჯობნიან ფრანგულ გუნდებს, ურთიერთშეხვედრებიც რომ გადაამოწმო, სავარაუდოდ წინ იქნებიან და უფრო მეტი მიღწევა აქვთ ყოველ წელს
ევროპა ლიგაზეც იგივე შემიძლია ვთქვა, პორტო გახდა ბოლოს ჩემპიონი, მარსელს ერთი ფინალი აქვს ატლეტიკოსთან და იქაც უშანსოდ წააგო,
დანარჩენი ევროპა ლიგაზეც ბენფიკა გავიდა ერთხელ ფინალში სევილიასთან,
ხოდა ამდენი რატომ ვილაპარაკე იცით, ის მიკვირს, რატომ არის მაინც ყოველ წელს საფრანგეთი კოეფიციენტით პორტუგალიაზე მაღლა? თან ყოველ წელს მათზე მაღლაა, არცერთხელ არ გაუსწრიათ, თან მოშნად უსწრებს პორტუგალიას, აი იმდენად უსწრებს რომ დაწევის პერსპექტივაც არ აქვს. რა კრიტერიუმით ითვლიან ვერანაირად ვერ გავიგე
უი ლიონი დამავიწყდა, მაგრამ პორტუგალიური გუნდების ამხელა უპირატესობას ერთი ლიონი ვერ გადაწონის
This post has been edited by toko17171717 on 26 Nov 2020, 18:16