სად მიდის მერე ეგ ახალგაზრდა ხალხი?
მარტო წელს ხო არ უსწრებს სერია ა, ყოველთვის უსწრებდა ბუნდესს მაგ მხრივ და ანუ ეს ბუნდესლიგის გუნდების აკადემიის ხალხი არ იზრდება? 2-3 სეზონში არ ემატებათ ფასი? თუა რასაც ამტკიცებთ ეგ მართალი, რატომ არ ჩანს კანონზომიერება და რატომ ვერ უსწრებს ბუნდესლიგა?
ალბათ იმიტომ რომ მაგ აკადემიის ხალხის 90% ადგილობრივ ჩემპიონატში საშუალო დონესაც ვეღარ დებს და ვინც მაღალ დონეზე გადის ბაიერნში მიყავთ.
ან რა ალექსის სანჩესის და ნაინგოლანის ფასი, გადახედე მართლა რა ღირს ან ერთი, ან მეორე, 10 მილიონს ქვემოთ არიან.
აგერ ტოპ ბომბარდირებს გადავხედოთ უცებ, ვინ რას წარმოადგენს და სად თამაშობს
ბუნდესის:
ლევანდოვსკი, ჰოლანდი - გასაგებია
ანდრე სილვა - მილანის ფლოპი, რო გაუშვა უკან არ დაიბრუნებენ მილანში, სევილიაშიც ვერ ითამაშა, მაგრამ ამას მინუსში არ გავიყვან. 21 გოლი მებევრება, მითუმეტეს ნანახი მაქვს იტალიაში რაც ითამაშა.
ვეგორსტი (სწორად დავწერე?) - 28 წლის ჰოლანდიელი ფორვარდი, ერედივიზიონიდან მოსული, სტაბილურად იტანს გერმანიაში, ნაკრებში არ იძახებენ. 1-2 წელი კიდევ გაიტანს ალბათ 15-20 გოლს სეზონში, მერე კოტბუსში გადავა, ან სამშობლოში დაბრუნდება.
კალაჟიჩი - ადმირადან მოყვანილი ახალგაზრდაა, არ ვიცი რას წარმოადგენს, ავსტრიის ნაკრებში შარშან ჰქონდა დებიუტი, წელს გამოჩნდა.
კრამარიჩი - ასეთი რებიჩია სერია ა-ში და რა რებიჩი
შტინდლი - შტინდლის მსგავსი ფეხბურთელები მომწონს, მაგრამ 32 წლისაა და რაც არის ახლა მაგას ვეღარასდროს აცდება, თავის საუკეთესო წლებშიც არაფერი ყოფილა, ბუნდესლიგის საშუალო დონის მოთამაშე.
ვამანგიტუკა - კონგოელი შემტევი, პარიზიდან მოყვანილი, პსჟ-დან არა ოღონდ, ლიგა 2-ის პარიზიდან.
კრუზე - მეორე შტინდლი
მიულერი - უკომენტაროდ.
იტალია
რონალდუ, ლუკაკუ, იბრაჰიმოვიჩი - უკომენტაროდ
იმობილე - იტალიის ნაკრების წევრი, ოქროს ბუცის მფლობელი
ლაუტარო - არგენტინის ნაკრების ძირითადის წევრი
მურიელი - კოლუმბიის ნაკრების ძირითადის წევრი
ინსინიე - იტალიის ნაკრების ძირითადის წევრი
ვლაჰოვიჩი - ჰოლანდის გარდა ზემოთ ჩამოთვლილებზე პერსპექტიულია, ანდრე სილვასთან ერთად გავიყვანდი, ამას უპირატესობა ის აქვს რომ ფლოპის იარლიყი არ აურტყამს.
რომელს უფრო უყურებს შენი აზრით ნეიტრალური გულშემატკივარი, ამ პატარა სიიდან?
This post has been edited by weasel on 24 Mar 2021, 21:31