ნამდვილად არ მეგონა თუ ოდესმე იმ საფეხბურთო ნაკრების დაცვა მომიწევდა, რომელსაც ბავშვობიდან ვერ ვიტანდი, მაგრამ როგორც არისტოტელემ თქვა "პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია". ჩემთვისაც ჭეშმარიტება გაცილებით დიდია, ვიდრე ბავშვობის წყენა
ამიტომ, როგორც ათუკა იყო ბოლომდე ბარძალის ერთგული, მეც ეგრე დავრჩები სიმართლის მხარეს
ბავშვობაში მეც ძალიან მძულდა იტალიური ფეხბურთი (გამონაკლისი მხოლოდ იუვენტუსი იყო ) და არც ახლა ვარ სკვადრა ძურას მიმართ სიმპათიებით განწყობილი, უბრალოდ ასაკში რომ შევედი ცოტა გამიტრუხდა- ეგ სიძულვილე და მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის გარეშე ვფიქრობ ცოტა თავის ხიბლს კარგავს, მაგრამ მესმის რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვობის ემოციები არ განელებიათ და აქედან გამომდინარე მესმის ბუნდესმაშტაფის ფანების, უბრალოდ ცოტა ზედმეტ ეიფორიაში შევიდენ მგონი.
გძულდეს იტალიის ნაკრები ერთია, მაგრამ არ აღიარებდე მის გრანდობას და ლამის ყველა დროის ტოპ ნაკრებებიდან ამოიღო და ბევრი ლუზერი ნაკრები დააყენო მის წინ, არ არის სწორი.
რეალობა არის ასეთი: ყველა დროის საუკეთესო ტოპ 3 ნაკრებები არიან- ბრაზილია, გერმანია და იტალია. რა საფრანგეთი და დაჟე არც არგეტინა არ არის იტალიაზე წინ. გარდა ტოპ სამ ნაკრებებს შორის ყოფნისა იტალია არის საკლუბო ფეხბურთის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო. ახლა აქვს კრიზისი იტალიურ გუნდებს, თორემ სერია A დიდი ხნის განმავლობაში იყო საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატი, ხოლო იტალიური გუნდები ევრო ტურნირებზე ერთ-ერთი საუკეთესოები. იგვე ფეხბურთელები რომ ავიღოთ ბაჯოს დონის ტალანტი გერმანიას არ ჰყოლია თავისი არსებობის ისტორიაში და ბანჯოს გარდა უამრავი დიდი ფეხბურთელი აჩუქა მსოფლიოს იტალიამ და არა მხოლოდ მცველები და მეკარეები.
დღეს იტალიურ ფეხბურთში მართლა სერიოზული კრიზისია და ეს კრიზისი მხოლოდ იტალიის ნაკრებზე არ ვრცელდება. 2006 წლის შემდეგ ვერ გამოვიდა იტალიური ფეხბურთი, ვერც საკლუბო დონეზე და ვერც სანაკრებო დონეზე. ნაკრებმა ბოლო წლებში რა შედეგებიც დადო ევროპაზე-ეგ სწორედ იმ მდიდარი წარსულის დამსახურება იყო და ასევე მწვრთნელების, თორემ იტალიური ფეხბურთი დიდი ხანია კრიზიშია, თუმცა მიუხედავად მაგისა, არ გვაქვს უფლება გრანდობის სტატუსი ჩამოვართვათ. სხვათა შორის, გერმანიასაც ჰქონდა კრიზისი ერთ დროს. მართალია მცირე ხანს გასტანა, მაგრამ ძალიან კარგად მახოვს
შნაიდერის გარდა ნორმალური ფეხბურთელი რომ არ ჰყავდა გუნდს
ჩვენი ლეგენდარული იუზერი ხაბიბა გოათია არ იტყვის იმას, რომ იტალია გრანდი აღარა, მიუხედავად ჩავარდებისა.
P.S ზოგჯერ მგონია, რომ ეფეს დუხის სასტავი გეგას უსწორობენ ხასიათს და მაგიტომ აჯვამენ იტალიას და იუვენტუს
ნამდვილად სერიოზული ავტორიტეტია გეგა )))
აქვე ანდრო გამაგრდი ბრო
იმედია მიშას მსგავსად გაჭაღარავდები.
ფელინის ჩაუჯექი
კინო მართლა მაგარი აქვთ იტალიელებს
გულს გადააყოლებ
მალე მოიგებს იმედია იუვე სკუდეტოს
აი, არა ვერ მოგატყებ და გეგაზე ნაკლებად არც მე მეწყინება იტალიის დიდი ტურნირის მოგება
ამიტომ მაგ მხრივ ვერ გისურვებ წარმატებებს