დავიდ ვილიატოპ 5 ჩვენი მასშტაბისთვისთქო. შვეიცარია არაა ჩვენი მასშტაბის

სწორს წერ, ოღონდ არ გჭირდება არც აღიარება სა არც არაფერი, დატოვე ისე როგორც არის.
ჰო ახლა ბანკებს რაც შეეხება. ბევრი არის აჯაგრული ქართულ ბანკებზე და მიდის მევახშეს ძახილი, მაგრამ რეალურ მიზეზს მაინც არავინ უღრმავდება. ემოციებზეა დამყარებული ეს ყველაფერი. მე მაინც დავწერ მოკლედ, ყველა ღლეზე დაიკიდებს იასნა მარა მაინც.
ქაეთული ბანკები ფულის, რომელიც მერე უნდა დააპროცენტონ, იღებენ სხვა დონორი ბანკებისგან. ანუ სესხულობენ და მერე ასესხებენ. ხოდა ახლა ავდგეთ და დავუწესოთ ქართულ ბანკებს შეზღუდვები, ბევრი მოგება რო არ მიიღონ, პროცენტი განვსაზღვროთ და ა.შ. ეს გამოიწვევს შემდეგს. ქართული ბანკები რო წავა ევროპებში და ამერიკებში ფულის სასესხებლად, იქაური მსესხებლები ნახავენ რომ: სესხების 30% პრობლემურია(მაგალითად ევროპაში დაახლოებით 1-4% მიდამოებში მერყეობს) ქვეყნის ვალუტა გამოირჩება არამდგრადობით, ეკონომიკა ტრაკშია, ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, პარლამენტის თავჯდომარე იყო კობახიძე, ერთ ერთი ყველაზე ძველი ოპოზიციური პარტია ნათელაშვილისაა.
და ბოლოს ყველაზე მთავარი, ნახავს რომ ისეთი რეგულაციებია ქვეყანაში, რომელიც ბანკების მოგებას აყენებს სათუოდ. ამიტო რას იზამს? ან საერთოდ არ მიცემს სესხს, ან მისცემს კიდე უფრო ძვირად, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს პროდუქტის კიდე უფრო გაძვირებას და კიდევ უფრო მიუწვდომლობას. ეს კიდევ გამოიწვევს პატარა ბანკების გაკოტრებას, სამუშაო ადგილების დაკარგვას, და კიდე უფრო ღრმად ტრაკში თავის შეყოფას.
რა არის გამოსავალი? სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ადამიანს უნდა ქონდეს იმდენი შემოსავალი რო დანაზოგის გაკეთება შეძლოს და არა ბაკების გამდიდრება, ასევე საფონდო ბირჟის ამოქმედება და ალტერნატიული ფინანსური წყაროს შექმნა და ა. შ და ა. შ. ყველაზე მარტივი არის რეგულაციის დაწესება, აი ყველაზე მარტივი. და შესაბამისად ყველაზე ცუდი შედეგის მომტანი.
საქართველოში ტიპს აქვს საშუალო ხელფასი 1200 ლარი. ეს 1200 ლარიანი ტიპი მიდის და სესხს აკეთებს ბანკში რომ საყვარელი კუკუშკა პრიუსი იყიდოს. ხელფასიდან 400 ლარს იხდის სესხში, 200 ლარს ამატებს ბენზინში. ერთი შეხედვით არაუშავს, მაგრამ ბრქხ და გამოვიდა ახალი აიფონი, წავიდა გააკეთა განვადება და დაემატა თვეში 200 ლარი გადასახადი. ნუ მაინც ქაჩაბს რა ასეთუისე, მარა ვიღაცა კვდება, ვიღაცა ქორწინდება, ვიღაცას ბავშვი ეყოლა და ამ ტიპს ამდენი სესხი რო აქ, ფული აღარ აქვს იმ გასვენებაში რო წავიდეს. ამიტო რას აკეთებს? მიდის ლომბარდში და ტოვებს იმ მანქანას, მერე ამ ლომბარდს ვერ იხდის, კარგავს, რჩება ვალები და დიშლა. ერთი წელი გადაფარავს ამ ვალებს და მერე ისევ მეორე წრეზე წავა, დაჯდება და ბანკებს დაუწყებს დედისტრაკის გინებას რო ამის ხარჯზე მდიდრდებიან.
ესაა ქართული რეალობა