r-evolution:არც მასეა, როგორც ამბობ ;დ
ძალიან საკაიფო ფილმია.. ნომერ პირველი და ყველა დროის ეპოსი იასნია კლე ბაზარია, ვინაიდან არ არსებობს მსგავსი რამე ;დ და არც აქვს ამ ფილმს პრეტენზია რომ იყოს ყველა დროის ნომერი პირველი ფილმი.. მარა კინემატოგრაფიის 1-1 საკულტო ვეშია და არა მხოლოდ იმიტომ როგორც აქ ითქვა, რომ სხვა დრო იყო მაშინ და საკაიფო გადაღებები ჰქონდა.. ისედაც იდეით
ეგ ფილმი არის იმაზე, თუ როგორ ასრულდა ნამდვილი ამერიკული ოცნება და რა შედეგი მოიტანა.. კეინი არის დაცემული ანგელოზის პონტში, რომელიც გატეხა მაინც კაპიტალიზმა.. ძალაუფლების სურვილმა და ფულმა გააფუჭეს რეალურად.. და დაკარგა ყველაზე მთავარი ამ ცხოვრებაში - სიყვარულის უნარი..
უელსმა მაგ ფილმით პირდაპირ კითხვა დაუსვა ამერიკის საზოგადოებას , რომ უღირთ ეს ამერიკული ოცნება იმად რაც კეინს დაემართა? შეიძლება ძალაუფლება და ფული არც ისე მნიშვნელოვანია როდესაც სიყვარული არაა..
ხო წიპა გაცვეთილი თემებია მარა მარტივი ჭეშმარიტებაა და ზუსტად ეს გარემოება უქმნის ამ ფილმს თავის მუღამს.. იდეაში ძალიან მარტივ რამეზეა საუბარი მაგრამ ამავე დროს ძალიან ძნელად გასააზრებელზე ;დ და სწორად ამის თქმას ცდილობს გორდონ უელსი..
რომ არ არსბეობს სიცოცხლე სიყვარულის გარეშე ..თუ კი რასაც კი ცხოვრებაში აკეთებდი საბოლოოდ არ მოგცა სიყვარული, ესე იგი ტყუილად აკეთებდი მაგ ყველაეფრს.. და მხოლოდ ბოლოში ხვდები უკვე, რომ ყველაზე მთავარი ძალიან ადრე დაკარგე, როცა მოჩვენებით იდეალებს გაეკიდე.. და რაც ყველაზე საშიანელბაა, რომ ამას ვეღარ დააბრუნებ და ვერ მოატრიალებ დროს.. ხოლო ყველა ის მდიდრული ფინტიკლიუჟკები და ფულები რომ შეეყარა ფეჩში ისინი ვერ გაუთბობდნენ გულს, რგორც ამას სიყვარული იზავდა..

ასევე ძალიან ბევრი სხვა ღირსებები აქვს მაგ ფილმს.. ძალიან ბევრი პროტოტიპია, ასევე როგორც ამბობენ რეჟისორული კუთხით, მარა ეს სპეციალისტი თ უარ ხარ დიდად გკიდია ;დ
იტოგში მთლიანობაში ჩემთვის ეგ ფილმი 1-1 საკულტოა და სრულიად დამსახურებულად უკავია ადგილი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში..
Liberté, égalité, fraternité...