კაიიი რა
ტიპს შარშანდელი გუნდიდან გამოაკლდა ძირითადი შემადგენლობის:
ფორვარდი (40+ გოლში რომ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული)
ფლანგის ნახევარმცველი (15+ გოლში რომ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული)
ცენტრალური ნახევარმცველი (ერიქსენი, რომელიც მაგრად მოერგო გუნდს და შარშანდელ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა, მეორე წრეში მაგის თამაშმა)
ეს სამი კაცი ჩაუნაცვლეს:
35 წლის ჯეკოთი (მაგარი ფეხბურთელია ჯეკო, მაგრამ 35 წლისაა ტიპი)
დუმფრისით (ევროპის ჩემპიონატზე კარგი იყო, მაგრამ სერია ა-ში თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა, იტალიურიც არ იცის ტიპმა)
ჩალჰანოღლუთი (ეს რო გადმოვიდა მილანის ფანები მადლობას უხდიდნენ ინტერს)
და 21 მატჩში აქვს 14 მოგება, 5 ფრე და 2 წაგება. 66,67% მოგების მაჩვენებელი.
ამასთან, გუნდს ჩემპიონატში აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი.
და ნაპოლის მერე ყველაზე ცოტა გაშვებული.
1 ქულაა სხვაობა პირველადგილოსან მილანთან, და ნუ ნაპოლიმ თუ დღეს მოიგო 2 ქულა იქნება მაგათთან.
როცა ამ ორ გუნდს სეზონის სტარტი ჰქონდათ ძალიან მაგარი, 10 მოგება და 1 ფრით იყვნენ მგონი ორივე.
გუნდი გაიყვანა ლიგის პლეი ოფში, მანამდე 3 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა ინტერს. და შანსი აქვს გავიდეს პირველი ადგილით, თუ მადრიდში მოიგეს.
მიმდინარე გათამაშებაში, ინტერმა მოუგო
გასვლაზე ვერონას
გასვლაზე სასუოლოს
გასვლაზე ფიორენტინას
ეს სამი იმიტომ ავღნიშნე რომ ბევრი გაამწარეს უკვე და კიდევ ბევრს გაამწარებენ.
ამათთან გასვლაზე თამაშის მოგება საჩემპიონო რბოლაში დიდი მნიშვნელობისაა.
რავი რა, არ ვიცი რას იზამს ინძაგი აწი, შეიძლება ჩაიჯვას ვაფშე, მაგრამ ძალიან მაგრად მიდის, ჯერ-ჯერობით.
არ ველოდი, არანაირად.
ინძაგიში არ მეპარებოდა ეჭვი, უფრო ზაფხულის ტრანსფერებმა დამამწუხრა.
* * *
Nodrigues